ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: ქართული ოცნება/Facebook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 20 ივნისის აქციის საქმის გამო შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა "პირდაპირი მნიშვნელობით, სამშობლოს ღალატი" იქნებოდა. ამის შესახებ ივანიშვილმა ბათუმში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ცალკეულ შემთხვევებზე სადაც ძალის გადამეტებას შეიძლებოდა რომ ჰქონოდა ადგილი ასეთ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
"გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით... ის რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს 20 ივნისის აქციის ღამეს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე შეკითხვები არ აქვთ და ამაზე კითხვა რომ დასმულიყო, მაშინ დადგებოდა შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი.
"არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ უჩნდება ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ ამას, იქ ყველაფერი იკვეთება. ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული, არავის ამის მსგავსი კითხვა არ აქვს. შესაბამისად, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თითქმის ერთი თვეა ყოველ დღე პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აქციის ღამესთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დააკავა.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2024, 14:08
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. გარეტ უორდმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერა.
16 სექტემბერი 2024, 14:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში
ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში, –განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
16 სექტემბერი 2024, 14:04
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს. LIVE
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
16 სექტემბერი 2024, 14:02
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ანონიმური წყარო FBI-დან გვატყობინებს - აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონი გასტანს ზუსტ გასროლამდე! ოლიმპიური სისტემით განსაზღვრულია სამი ცდა, წარუმატებლობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი პრეზიდენტად გამოცხადდება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ში გუშინ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
16 სექტემბერი 2024, 14:01
ტაბლოიდი
57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება
Daily Mail-ის ცნობით, ორსულობის შესახებ ბაპტიშტამ საზოგადოებას Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებით აცნობა, რომლებზეც მუცელი ეტყობა. 57 წლის კასელისთვის ეს მეოთხე შვილი იქნება.
16 სექტემბერი 2024, 13:47
ტაბლოიდი
რა ეცვათ ვარსკვლავებს Emmy 2024-ის წითელ ხალიჩაზე. ფოტოგალერეა
ლოს-ანჯელესში Emmy-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. ტრადიციულად, მათი ჩაცმულობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
16 სექტემბერი 2024, 13:46
პოლიტიკა
„ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
16 სექტემბერი 2024, 13:44
ეკონომიკა
სოსო არჩვაძე: ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 13.2 ათასით გაიზარდა, რაც ადასტურებს შრომის ბაზარზე ვითარების ერთმნიშვნელოვან გაუმჯობესებას
საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2024 წლის მეორე კვარტალში ორიათასიან ზღვარს გადააჭარბა და 2004.9 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის წლიური მატების ტემპი (+11.1%), სულ ცოტა, 5.8-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ინფლაციის საშუალო ტემპს (+1.9%). აღნიშნულმა ვითარებამ რეალური ხელფასის მატება მაქსიმალურად მიუახლოვა საშუალო ხელფასის ნომინალური ზრდის მაჩვენებელს. კერძოდ, 2004 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასის მატების ყოველ 100 ლარზე მისმა რეალურმა მატებამ 91.5 ლარი შეადგინა, - წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
16 სექტემბერი 2024, 13:31
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. თქვენ 26 ოქტომბერს გაგეცემათ პასუხი
გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
16 სექტემბერი 2024, 13:12
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
16 სექტემბერი 2024, 13:10
ეკონომიკა
ვარლამ ებანოიძე: Keepz-ის აქტიურ ნაბიჯებს ღია ბანკინგში გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის
ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიის - Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა.
16 სექტემბერი 2024, 13:02
არჩევნები 2024
ჩხოროწყუში, გვარამია/მელიას პარტიის მთვრალმა წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება
წუხელ, გვიან ღამით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა პარტია „ახალის“ წევრმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა.
16 სექტემბერი 2024, 12:52
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებზე: რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, ქართველ ხალხს, ტერიტორიებს არ დავკარგავდით, არ დავკარგავდით გმირ ჯარისკაცებს, მშვიდობიან მოსახლეობას
„ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია“, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას.
16 სექტემბერი 2024, 12:51
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
16 სექტემბერი 2024, 12:49
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ პარიზში, სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარიზში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
16 სექტემბერი 2024, 12:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არის ძალიან საწყენი და ამავე დროს, ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების პროცესის მიმართ - სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ
ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ ერთი და იმავეს - მან ციტატაც კი წაიკითხა 2012 წლის გამოსვლიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.
16 სექტემბერი 2024, 12:43
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო სიის ოცეულიდან ვაკო თურნავამ, დეპუტატმა და დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, განათლების და სპორტის, ტექნოლოგიების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
16 სექტემბერი 2024, 12:36
პოლიტიკა
კახა კალაძე: სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული
სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ეს მილიარდები არსად არ ჩანს, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ევროკავშირისგან 14 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების თემაზე ოპოზიციისგან „ქართული ოცნებისთვის“ დებატების შეთავაზებაზე კომენტარი სთხოვეს.
16 სექტემბერი 2024, 12:22
საზოგადოება
თბილისის მერი N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დიდუბის რაიონში, N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
16 სექტემბერი 2024, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ამბობენ, რომ შერიგება არ უნდა იყოს, ოსები არიან დამნაშავეები და გამოაცხადეს მთლიანი ერი ომის დამნაშავედ. შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს
ჩვენ არ გვაქვს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. არიან პარტიები, რომლებსაც სხვა მიზნები აქვთ და მზად არიან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა შესწირონ ამ მიზნებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.