imedi /  18 ივლისი 2019, 12:35 / სანდო წყარო

წულუკიანი: „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, „რუსთავი 2“-ს ყველა სასარჩელო მოთხოვნა სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დადგინდა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალური განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

ამასთან, სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო. 

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ს გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ს მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

ყველა სიახლე

ანტონიო გუტერეში

19 ივლისი 2024, 22:45

მსოფლიო

ანტონიო გუტერეშმა დაგმო თელ-ავივზე დრონის გამოყენებით თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დაგმო თელ-ავივზე დრონის გამოყენებით თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს.

19 ივლისი 2024, 22:10

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გილოცავთ უნივერსიტეტის დასრულებასა - სწორედ თქვენ, ახალგაზრდები ქმნით ჩვენი ქვეყნისა და მედიცინის მომავალს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს რკინიგზა

19 ივლისი 2024, 21:55

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ აგვისტოს თვეში თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

ჯო ბაიდენი

19 ივლისი 2024, 21:54

არჩევნები ამერიკაში

ბაიდენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ვახო მუსხელი

19 ივლისი 2024, 21:15

კულტურა

ეროვნული გალერეა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენას მასპინძლობს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენას მასპინძლობს.

19 ივლისი 2024, 21:05

სპორტი

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მე-9 ადგილზე დაასრულა.

ჯო ბაიდენი

19 ივლისი 2024, 20:40

არჩევნები ამერიკაში

ბაიდენის საარჩევნო კამპანია: ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატის გეგმა არ არსებობს - რამდენიმე კვირაში ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება საპრეზიდენტო კანდიდატი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიამ პარასკევს გამოაქვეყნა ახალი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატის გეგმა არ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

19 ივლისი 2024, 20:36

რეგიონი

წყალტუბოში „სოლიდარობის თემის" ორგანიზებით ლგბტ თემისა და ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო

პროექტს გიორგი მშვენიერაძე ხელმძღვანელობს. „ქრონიკის“ ჯგუფს გადაღებაზე უარი უთხრეს და არც კითხვებს უპასუხეს. კომენტარს არც მშვენიერაძე აკეთებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

19 ივლისი 2024, 20:18

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელის ყოფნა უკანონოა“.

სოსო გიორგაძე

19 ივლისი 2024, 20:10

საზოგადოება

სოსო გიორგაძე: ცნობადობის გაზრდა მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს, ადამიანის შრომის შედეგად მიღებული ინტელექტუალური პროდუქტი არის ქონება, რომლითაც შეუძლია დიდი შედეგი მოუტანოს ქვეყანას

ინტელექტუალური საკუთრება, გამოგონება, სიახლე - ეს არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მსოფლიო, - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

19 ივლისი 2024, 20:02

პოლიტიკა

სიიარტო: ევროკავშირი ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება - ბრიუსელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს.

19 ივლისი 2024, 19:56

სამართალი

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

თამარ ჩიბურდანიძე

19 ივლისი 2024, 19:55

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ძალიან მალე „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ თითქმის ყველა ქვეყანა მიიღებს

ძალიან ამაყი ვარ, როგორც ჩემი „ხალხის ძალის“ წევრი და როგორც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი, რომ ჩვენ შევძელით და ეს კანონი მივიღეთ საქართველოში. ეს კანონი არის ქვეყნისთვის გაკვალული გზა, რომელსაც დღეს გადიან ევროპული სახელმწიფოები.

19 ივლისი 2024, 19:54

მსოფლიო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელის ყოფნა უკანონოა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ არასავალდებულო საკონსულტაციო დასკვნაში განაცხადა, რომ ისრაელის დასახლებების პოლიტიკა უკანონოა და რომ ის უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად.

სოსო გიორგაძე

19 ივლისი 2024, 19:45

საზოგადოება

სოსო გიორგაძე: საერთაშორისო დონეზე იმის დადასტურება, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება დაცულია და ბიზნეს აქვს გარანტია, რომ ისინი თავისუფლად შეძლებენ ოპერირებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგიები, რომელიც თანამედროვე ეკონომიკისა და ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია, მუდმივად ეძებს მნიშვნელოვან, სტაბილურ ბაზრებს, რომელიც განვითარებადია და ამ ნაწილში იმის დადასტურება საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოში ეს ინტელექტუალური საკუთრება დაცულია და ბიზნეს აქვს გარანტია, რომ ისინი თავისუფლად შეძლებენ ოპერირებას საქართველოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მაია ბითაძე

19 ივლისი 2024, 19:32

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ღრმად მწამს, რომ მომავალი ნათელია და ამ ნათელ მომავალს ეტაპობრივად, მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური სტაბილურობისა, უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განვითარების პარალელურად „ქართული ოცნება“ შექმნის და გააძლიერებს

„ის რიტორიკა, რომელიც გვესმის ზოგიერთი უცხოელისგან ჩაჯდება იმ დიპლომატიურ და იმ სწორ ფორმატში, რა ფორმატშიც ჩვენ ამას ვაკვირდებოდით წლების განმავლობაში, სწორედ იმ გზაზე, რომელიც სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ“, შევახსენებ ჩვენ ოპონენტებს, მოიტანა 2014 წლიდან დაწყებული რატიფიცირებით, დასრულებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

სოსო გიორგაძე

19 ივლისი 2024, 19:24

პოლიტიკა

სოსო გიორგაძე: საერთაშორისო დონეზე, ნებისმიერი შეხვედრის დროს, არ მქონია შემთხვევა, როდესაც არ აღიარებდნენ საქართველოში ძლიერი ინსტიტუტების არსებობას - ეს არის სწორი მიდგომის, ხელისუფლების მუშაობისა და საჯარო მოხელეების დამსახურება

„ევროპის საპატენტო უწყებასთან, ჟენევაში, ხელი მოეწერა ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქპატენტისა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცნობადობის გაზრდა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოგონებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ექსპერტიზის სისტემებისა და ელექტრონული სისტემების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგი და არის ორმხრივად სასარგებლო“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივლისი 2024, 19:14

მსოფლიო

ზელენსკი: თუ ვიმოქმედებთ შეთანხმებულად და მივყვებით სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი - შეგვიძლია ვცადოთ ამის გაკეთება მიმდინარე წლის ბოლომდე

ვფიქრობ, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ შეთანხმებულად და მივყვებით სამშვიდობო სამიტის ფორმატს, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.

სოსო გიორგაძე

19 ივლისი 2024, 19:06

პოლიტიკა

სოსო გიორგაძე: ევროპის საპატენტო უწყებასთან ხელი მოეწერა ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქპატენტისა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობას

საქართველო, როგორც კანდიდატის ქვეყანა, ყოველდღიურად ემზადება იმისთვის, რა ფორმით მოვექცეთ ევროკავშირის საერთო სამართლებრივ სივრცეში, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სივრცეში, - ამის შესახებ საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

19 ივლისი 2024, 19:05

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში - ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, პრობლემა არ არის

ნიკა გვარამია ახლა საუბრობს პრაგმატულ პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი, რუსეთთან მიმართებით, რაც, მისივე თქმით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას გულისხმობს. და ჩვენ სხვას მეტს რას ვამბობდით? - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.