Imedi /  20 ივლისი 2019, 21:52 / სანდო წყარო

ოქრუაშვილი ხალვაშისთვის 7,7 მილიონი დოლარის სესხებაზე: ფინანსების მოზიდვის ბერკეტები მქონდა

ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი

„ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები გარკვეული ფინანსების მოზიდვის გარკვეული საქმისთვის, ეს არ იყო მარტო „რუსთავი 2“,  ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი და შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი“, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეკითხვას ფულის წარმომავლობაზე, რომლითაც მისი თქმით, ხალვაშის სახელით „რუსთავი2“-ის წილი შეიძინა.  

„სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად მე დავაფინანსე. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებით და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა და რომლებსაც ამ პროცესის მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება და გულგრილები არ იყვნენ. იგივე სახის მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არამარტო ეს ფული“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „შაბათის კურიერის“ ეთერში. 

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2024, 10:23

საზოგადოება

მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები” სწავლა დაიწყო

მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" სამიზნე მუნიციპალიტეტებს.

25 ივნისი 2024, 10:18

პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგში კანადელ კოლეგებს შეხვდნენ

„შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, კანადამ საელჩო ან დროებითი რწმუნებულის წარმომადგენლობა გახსნას საქართველოში, რაზეც კანადელი დეპუტატებისგან მიღებულ იქნა საკითხის შესაბამის უწყებებთან განხილვის პირობა“.

25 ივნისი 2024, 10:15

პოლიტიკა

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

„ნაცმოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში.

დავით ჩიხელიძე

25 ივნისი 2024, 10:12

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პრეზიდენტი და ოპოზიცია ცდილობენ დაამკვიდრონ ტერმინი ერთპარტიული ცესკო - ასეთი აბსურდი რომ დაიჯერო უმეცარი უნდა იყო, როგორც ჩანს, საკუთარი ამომრჩეველი ასეთად წარმოუდგენიათ

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაძლევს

25 ივნისი 2024, 10:12

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა კოლეგა მინისტრებს და მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ“.

თამთა მეგრელიშვილი

25 ივნისი 2024, 10:01

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აშშ-სგან და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება

„დიდი ძმისა და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება. სანქციები ვირტუალურიდან თუნდაც რეალურობამდე ზნეობრიობასთან მაინც უშინაარსო იქნება, მმართველი რგოლი ამ ომსაც მოიგებს და ქართველი ხალხის დაკვეთას აუცილებლად შეასრულებს“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

25 ივნისი 2024, 09:44

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოჰყვა

ტელეარხის ცნობით, შემთხვევა შტუტგარტში მოხდა, როდესაც ორბანი აეროპორტში მიემგზავრებოდა. პრემიერი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მატჩს ესწრებოდა, რომელშიც ერთმანეთს უნგრეთისა და შოტლანდიის გუნდები დაუპირისპირდნენ.

25 ივნისი 2024, 09:17

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა. ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს. უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.

ჯულიან ასანჟი

25 ივნისი 2024, 09:13

მსოფლიო

ჯულიან ასანჟი თავისუფალია

ასანჟი ბელმარშის ციხიდან აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ის ავსტრალიაში გაფრინდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე წავიდა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 ივნისი 2024, 09:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, იმისთვის რომ საქართველოს ჰქონოდა პროგრესი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. საინტერესოა ის გადაწყვეტილებები თუ გზავნილები, რომლებიც უკვე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაჟღერდება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

იური სოდოლი და ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე იური სოდოლი ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვალა

„განვიხილეთ საკადრო ცვლილებები. მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, იური სოდოლის ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვლის თაობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

25 ივნისი 2024, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2024, 08:22

რეგიონი

ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერი და ლიეტუვას ელჩი საქართველოში რუსთავს ესტუმრნენ

შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრში შედგა, ლაცაბიძემ, ლიეტუველ სტუმრებს, რუსთავში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალური სერვისების განვითარების ის რეფორმები გააცნო, რომელიც რუსთავში ბოლო ორი წელია ხორციელდება და ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

ლევან იოსელიანი

25 ივნისი 2024, 08:15

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტში წლიური ანგარიშით დღეს წარდგება

ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს გააცნობს.

25 ივნისი 2024, 08:11

სპორტი

„ვამაყობ შენით, გიორგი“ - „ლევანტე“ ქოჩორაშვილის ფოტოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე „ლევანტე“ ქართველი ნახევარმცველის ფოტოს აქვეყნებს და გიორგი ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით სიამაყეს ქართულ ენაზე გამოხატავს.

25 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება⚽

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევაზე: მაშინ, როდესაც თითქოს საქართველო შორდება ნატოს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა

მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევის გადაწყვეტილებაზე.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე: საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, ამ კანონით არავის არაფერი ეზღუდება

საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხად.

იენს სტოლტენბერგი ემანუელ მაკრონი

25 ივნისი 2024, 02:00

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება

ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული, ეს დაბლოკა ხოშტარიასა და კაპანაძის მითითებით „ფეისბუქმა“. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო?

პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, განმარტებას იმის შესახებ, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული. ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.