imedi /  27 აპრილი 2017, 17:12 / სანდო წყარო

პარლამენტში დევნილთა სტატუსის და სოციალური დახმარების საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა

განხილვა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე

განხილვა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დევნილთა სტატუსს და მათთვის სოციალური შეღავათების გაზრდის თაობაზე მსჯელობენ. კომიტეტის სხდომა ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

დევნილთა სტატუსსა და დახმარების გაზრდაზე ცვლილებათა პაკეტი კომიტეტზე "ევროპული საქართველოს" წევრებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ წარადგინეს. ამ ცვლილებების მიხედვით, დევნილის დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის ზღვარი 1250 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება, ხოლო დევნილის შემწეობა 45 ლარის ნაცვლად, 60 ლარით განისაზღვრება. სხდომას თავად დევნილებიც ესწრებიან.

ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მთავრობამ წერილობითი ფორმით წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხა წლიურად 75.3 მილიონ ლარს შეადგენს. ეს კი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას მოახდენს და მთავრობა ამ წინადადების გაზიარებას ვერ დაეთანხმება.

ყველა სიახლე

17 მარტი 2026, 20:53

სამართალი

შსს-ს და სუს-ის უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და მასშტაბური სპეცოპერაცია აჭარაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 ადამიანია დაკავებული, ხუთს ბრალი წარედგინა.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 20:48

მსოფლიო

ტრამპი მაკრონზე: ის ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ფრანგი კოლეგა მკაცრად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა უარი განაცხადა იმ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. აღნიშნული სრუტე ირანმა, ფაქტობრივად, ჩაკეტილად გამოაცხადა.

17 მარტი 2026, 20:43

პოლიტიკა

გერარდო ჯოვანიოლი: გამჭვირვალობის კანონი გამოიყენება სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვუსმენთ თქვენს საზოგადოებას, ოპოზიციას და ვიგებთ, რომ საქართველოში არსებობს მრავალი პრობლემა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით

ეს კანონი გამოიყენება სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვუსმენთ ხმას, რომელიც მოდის თქვენი საზოგადოებიდან, ოპოზიციიდან. მათგან ვიგებთ, რომ საქართველოში არსებობს მრავალი პრობლემა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა გერარდო ჯოვანიოლიმ „ქრონიკას“ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 20:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა და მიღწევების შესახებ შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.

დიმიტრი სამხარაძე

17 მარტი 2026, 20:23

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალხის მწუხარებას დასცინიან.

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 20:16

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ნატო ძალიან სულელურ შეცდომას უშვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, საპასუხო მხარდაჭერა არასაკმარისია.

სოფიო ასპანიძე

17 მარტი 2026, 20:14

ჯანდაცვა

სოფიო ასპანიძე: პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება, მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა.

17 მარტი 2026, 20:14

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში იქნება. ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები

რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში იქნება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორეა მოთავსებული.

17 მარტი 2026, 20:07

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის მოსანახულებლად მეორედ მივიდა

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მიხეილ ყაველაშვილი მეორედ მივიდა. ყაველაშვილს თან ახლავს მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.

17 მარტი 2026, 19:57

საზოგადოება

გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და გაერო-ს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ გაერო-ში აკრედიტებულ დიპლომატებსა და სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდეს ფორუმის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 19:47

მსოფლიო

ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება

ჩვენი ნატოელი „მოკავშირეების“ უმეტესობამ აშშ-ს აცნობა, რომ მათ არ სურთ ჩაერთონ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

17 მარტი 2026, 19:23

მსოფლიო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს.

17 მარტი 2026, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 92 ხმით მხარი დაუჭირა.

ირინა წაქაძე

17 მარტი 2026, 19:12

ჯანდაცვა

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 94 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

ემანუელ მაკრონი

17 მარტი 2026, 19:04

მსოფლიო

მაკრონი უარს ამბობს არსებულ კონტექსტში ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ ოპერაციებში მონაწილეობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ეს ომი არ აურჩევია“.

17 მარტი 2026, 18:46

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

17 მარტი 2026, 18:43

პოლიტიკა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება, რომ ეტიკეტზე მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მიკრულია, დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვა სახით, დამაგრებულია სამომხმარებლო ტარაზე. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება.

კაია კალასი

17 მარტი 2026, 18:41

მსოფლიო

Reuters: კაია კალასი აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომის დასრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, დაასრულონ ომი ირანთან და განაცხადა, რომ ევროკავშირი კონსულტაციებს მართავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მთავრობებთან კონფლიქტის დასრულების გზების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 მარტი 2026, 18:35

საზოგადოება

პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკითხი პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ავტომობილების იმპორტის წესებში დაგეგმილ ცვლილებებზე: მე ვხედავ რისკებს, რომ შესაძლოა, მოხდეს ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომლებსაც ასაკი ექნება პატარა, მაგრამ იქნება ძალიან დაზიანებული

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებსაც შესაძლოა, ავტომობილების იმპორტის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები შეიცავდეს.