imedi /  24 ივლისი 2019, 13:08 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხავენ

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხავენ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი.  წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.

ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის”, - განმარტა მინისტრმა.

ახალგაზრდებს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გამოცდების ჩაბარებისას პრობლემა შეექმნათ.

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 23:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

13 მაისი 2021, 23:03

მსოფლიო

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ადასტურებს.

13 მაისი 2021, 22:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა.

13 მაისი 2021, 22:33

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ

სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ გაიდლაინშია ნათქვამი.

13 მაისი 2021, 22:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

13 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 745 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 745 256 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 262 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 მაისი 2021, 21:50

საზოგადოება

ესპანური მხარე საქართველოში, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე, გიორგი გიორგაძე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დობლას ხიმენსსა და ესპანეთის პოლიციის ატაშეს საქართველოში ალკოლეა რუისს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

13 მაისი 2021, 21:47

COVID19

ბორის ჯონსონი: მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ინდური შტამი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ინდოეთში გამოვლენილი შტამი.

13 მაისი 2021, 21:27

საზოგადოება

ილია მეორე: მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის

​​​​​​​სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

13 მაისი 2021, 21:21

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლფონდის შესახებ იმსჯელეს.

13 მაისი 2021, 21:19

მსოფლიო

ისრაელი ღაზის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს

ისრაელი ღაზის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს, რათა პოტენციური სახმელეთო ოპერაციისთვის მოემზადოს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიდაი ზილბერმანმა განაცხადა.

ნათია თურნავა

13 მაისი 2021, 21:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა

ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ, ხოლო სადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 180 გეგავატი საათი იქნება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმდება 200, ხოლო ოპერირებისას - 25 ადამიანი.

ანრი ოხანაშვილი

13 მაისი 2021, 21:12

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, ფრაქციის შექმნით მოხდა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაციის აღიარება

გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ. ფრაქციის შექმნით მოხდა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაციის აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დავით სერგეენკო

13 მაისი 2021, 20:57

პოლიტიკა

დავით სერგეენკო მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე: საქმის წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში, მოგებას არ ნიშნავს

„ახლა მიდის იმის შესწავლა, დაიწყოს სტრასბურგმა ამის შესწავლა თუ არა. დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც ამ საკითხზე სამართლებრივი გადაწყვეტილებები უკვე მიღებული აქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

13 მაისი 2021, 20:43

საზოგადოება

კელი დეგნანმა ყვარლის ამერიკული თარო გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სახელმწიფო რწმუნებულ, ირაკლი შიოშვილთან და მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის ამერიკული თაროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყვარლის ევროკლუბთან პარტნიორობით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

13 მაისი 2021, 20:42

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ

„ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან და პოლიტიკური ყურადღების ცენტრში დაბრუნდნენ, რაც ვფიქრობ, არ გამოუვათ. ჩვენ ვენდობით და ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

13 მაისი 2021, 20:41

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები: „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ფონზე, აშშ-მა ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას ირანის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად

42 „რესპუბლიკელი“ სენატორი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის უახლოესი მოკავშირის, ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

13 მაისი 2021, 20:20

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს

მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

მამუკა მდინარაძე

13 მაისი 2021, 20:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო შეუსაბამო, უხერხულია

„გეტყვით, როგორი შეუსაბამო და უხერხული რამ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო. იმდენად რცხვენიათ სტრასბურგის ხსენება, რადგან დღე არ გავა, მათი ნამოქმედარის შეფასება არ ჩამოვიდეს ევროპული სასამართლოდან, მათ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე სტრასბურგი, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს, ჩვენ რომ გვაბრალებენ, სტრასბურგი აკეთებს ამას. საქართველოს უწევს პასუხისგება მათი ცოდვების გამო და ახლა ცდილობენ, ამის ჩამორეცხვას“.

ნინო ზამბახიძე

13 მაისი 2021, 19:59

საზოგადოება

ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით - ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება

ვხვდები რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემა თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ როცა ან არ გვინდა რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ არ გვესმის. არამერქნულზე ასეთი ამბავია: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.