imedi /  27 ივლისი 2019, 14:52 / სანდო წყარო

ძმები ყარამანიშვილები და ნიკოლოზ ნაყოფია დანებებას არ აპირებენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია "საქართველოს" სახელით, ნიკოლოზ ნაყოფია საზოგადოებას და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს მიმართავენ.

„მივმართავთ საზოგადოებას და თითოეულ „რუსთავი 2“-ელს. ერთი კვირა გავიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, რომელიც მის ძალაში შესვლამდე, გამოცხადებიდან 4 საათში „აღასრულა“ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

არ დავმალავთ, რომ როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით - გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს მტკიცებულებებს, არ მსჯელობს საკვანძო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (როგორიცაა ჩვენი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი) და ამბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, არ ყოფილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ „რუსთავი 2“-ელს - საუკეთესო გუნდს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იდგა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზზე და, უდიდესი ზეწოლის ფონზე, ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ ბრძოლაში მართლაც ცენტრალური ფიგურა იყო.

მაგრამ ეს არ არის დამშვიდობების მადლობა, მეგობრებო. ეს არის მადლობა აქამდე გადახდილი ბრძოლებისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება და გრძელდება გამარჯვებამდე.

ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოტენციურ „შემძენს“, თავი შეიკავოს სადაო ქონების დაუფლებისაგან, რადგან ისინი ჩაითვლებიან არაკეთილსინდისიერ შემძენებად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ პალატაში ყველა ზემოხსენებული გარემოება იქნება გათვალისწინებული და სრულყოფილად შესწავლილი.

ამ ბრძოლაში ჩვენ დანებების, უიმედობის ან უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი კომპანიის „ტვ საქართველოს“ 50%-იანი წილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა.

წილების გასხვისებამდე „ტელეკომპანია საქართველოს“ 60% და 40%-ს ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობდნენ. ცვლილების შედეგად, მათი წილი 25%, 25%-მდე შემცირდა.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2024, 11:43

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

13 სექტემბერი 2024, 11:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: აქტიურად განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან

ჩინეთი გამორჩეულად საინტერესო, ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პოლიტიკისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა რომელიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ავიაკომპანიების - Hainan Airlines-ის, Capital Airlines-ის და Sichuan Airlines-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

13 სექტემბერი 2024, 11:40

რეგიონი

ფოთის მერი: ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას

ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:34

პოლიტიკა

პრემიერი: იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება. დღეს ეს ვითარება აღარ არის, დღეს ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ქვეყანაში

„მიზანი ის არის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოებისა არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

13 სექტემბერი 2024, 11:34

რეგიონი

შუქრუთის აქციის რადიკალური ჯგუფის წევრები, რომელთაც კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ, ისევ თანხას ითხოვენ

შუქრუთის აქციის რადიკალური ჯგუფის წევრები, რომელთაც კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ, ისევ თანხას ითხოვენ. ტრანზაქცია საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება. ჯამში, 281 შუქრუთელზე გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, რაც არის ტყუილი - რქაწითელზე ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, საფერავის ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე

ვრცელდება ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, არის ტყუილი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან ნიკოლეიშვილი

13 სექტემბერი 2024, 11:31

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, მარტივად მიხვდებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა საუკუნეების განმავლობაში

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლას, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სადაც გიგაური ამბობს, რომ ერთხელ უკვე ააშენეს საქართველოში დემოკრატია.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:31

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე. როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს

„14 მილიარდი მართლა არსად არ არსებობს. რეალურად, თუ ავიღებთ ჩვენი ზომის, ეკონომიკის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით 500 მილიონ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ. თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას - 500 ევრო პენსია, რაც იყო ასევე ჩვეულებრივი ტყუილი და იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში. პენსიის ზრდა არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ოდნავს ერკვევა ეკონომიკაში, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი აწვდიდნენ საზოგადოებას. ასეთი ტყუილებით, ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ერთდროულად თან ამბიციურ და თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს, ამას იხილავს საზოგადოება პირველ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარადგენს საარჩევნო პროგრამას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კირცხალია

13 სექტემბერი 2024, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ბატონი ჯიმ რიში ამერიკის შეერთებული შტატები არ არის - მისი დამოკიდებულება და განცხადებები შეურაცხმყოფელია

ბატონი ჯიმ რიში ამერიკის შეერთებული შტატები არ არის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

რატი იონათამიშვილი

13 სექტემბერი 2024, 11:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გამოჩნდა, რომ სენატორი რიში თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას

„ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენისა და ღალატის აქტი ქალბატონი გიგაურის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, სენატორ რიშის შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ის თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას. გვექნება შესაბამისი პასუხი. ამ პასუხს 26 ოქტომბერს ეს ადამიანები ძალიან მტკიცედ და ძლიერად ნახავენ და ან ბოდიშს მოუხდიან ჩვენს ქვეყანას, ან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ძალიან დიდ შეცდომებს სჩადიოდნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში 2030 წლისთვის შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მონაცემების განულებას

სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე - სიღარიბის განულება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

ზურაბ ქადაგიძე

13 სექტემბერი 2024, 11:20

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილზე: ამას ვინ ხვდება, რატომ ეკითხება, რისთვის ირჯება და რა ფუნქცია აქვს პოლიტიკური ჰაერის გაფუჭების მეტი თუ ამიხსნით, მადლობელი დაგრჩებით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მამუკა მდინარაძე

13 სექტემბერი 2024, 11:19

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დაპირებულ 14 მილიარდზე: ვთხოვთ ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება - მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ, - წერს პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:12

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. მათ, ვისაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს

„მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად, მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, რადგან ძლიერი სოფლის მეურნეობა ძლიერ გლეხს, ძლიერ ფერმერს და ძლიერ სოფელს ნიშნავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

13 სექტემბერი 2024, 11:09

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს წარუდგინა

სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირების ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს, გენერალური პროკურატურის, სამინისტროების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და მოსამართლეებს დეტალურად გააცნო.

13 სექტემბერი 2024, 11:06

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

„მემორანდუმის გაფორმება გვაძლევს შესაძლებლობას დავამყაროთ უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და ასევე, გავზარდოთ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად. შედეგად შევძლებთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი ჩვენს დერეფანში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

გია აბაშიძე

13 სექტემბერი 2024, 11:03

პოლიტიკა

გია აბაშიძე: უსახური ნაცოპოზიციის დეზინფორმაციას მუდმივად ანულებენ საერთაშორისო ინდექსები - მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება

„ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წელთან შედარებით, 12 წლიანი გაანგარიშებით საერთაშორისო სიღარიბის დონის შემცირებას 2024 წელს ყველაზე მეტი პუნქტით მსოფლიოს ხუთი სახელმწიფო ახერხებს: საქართველო, ჩინეთი, ფილიპინები, ინდონეზია და გაიანა. 2024 წელს სიღარიბის საერთაშორისო დონე საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და 3,07 % გაუთანაბრდება, რაც სამნახევარჯერ მცირეა 2012 წლის დონესთან შედარებით. ირკვევა, რომ 2012 წელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 2023 წლისთვის კი მათი რიცხვი სამჯერ მეტად, 131 ათასამდე შემცირდა“, - წერს აბაშიძე.

13 სექტემბერი 2024, 10:58

მსოფლიო

Reuters: Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული თვითმფრინავმშენებელი კომპანიის Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თანამშრომლებმა გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც რამდენიმე კვირის წინ, აგვისტოში კომპანიის ახალ გენერალურ დირექტორად კელი ორტბერგი დაინიშნა. კომპანიამ Boeing-ის მიმართ ნდობის აღსადგენად დანიშნა. იანვარში Boeing 737 MAX ტიპის ერთ-ერთ თვითმფრინავს ფრენის დროს კარების პანელი მოსწყდა. აღსანიშნავია, რომ გაფიცვას მემანქანეებისა და აეროკოსმოსურ სფეროში მომუშავე მუშების საერთაშორისო ასოციაციის 96% დაუჭირა მხარი, ხოლო 94,6% Boeing-თან ახალი შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც სააგენტო იუწყება, შეთანხმება, რომლის წინააღმდეგაც Boeing-ის თანამშრომლები წავიდნენ, გულისხმობს კომპანიაში დასაქმებულების ხელფასის 25% ზრდას და ბონუსს 3 ათასი დოლარის ოდენობით ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, Boeign-ი სიეტლში ახალი ქარხნის მშენებლობის ვალდებულებას იღებს.

Cardi B

13 სექტემბერი 2024, 10:28

ტაბლოიდი

Cardi B და Offset-ი მესამე შვილის მშობლები გახდნენ

ფოტოებზე ჩანს, რომ ბავშვი უკვე გაიცნო მისმა მამამ, ასევე რეპერმა Offset-მა, რომელთანაც Cardi-მ განქორწინება გადაწყვიტა და წყვილის ორმა უფროსმა შვილმა - ქალიშვილმა ქალჩერმა და ვაჟმა ვეივმა.

13 სექტემბერი 2024, 10:20

მსოფლიო

პენტაგონი: რუსეთმა კურსკში კონტრშეტევა დაიწყო, თუმცა ის უმნიშვნელოა

რუსული ჯარი კურსკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, თუმცა ის ჯერ უმნიშვნელოა, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. „თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულმა ქვედანაყოფებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს. მოცემულ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ის უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მას“, - თქვა რაიდერმა. მისი თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ უკრაინას აშშ-ის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს პოტენციური ან რეალური რუსული თავდასხმების მოგერიების დროს. რაიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.