აპატურაი: რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვა სწრაფად უნდა მოიხსნას
ჯეიმს აპატურაი
ფოტო: IMEDI
ნატოს წევრი ქვეყნების პოზიციაა რომ, რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა ჰქონდეს ადგილი ძალადობას, არ უნდა გავიდეს პროცესები კანონის ჩარჩოებს მიღმა, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებისას.
„ნატოს წევრ სახელმწიფოებს სურთ, იხილონ საქართველოში დაძაბულობის შემცირება და ღია, მშვიდი პოლიტიკური მსჯელობა საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნის და მოსახლეობის მომავლისთვის.
ყოვლად მიუღებელია რუსეთიდან დაწესებული ნებისმიერი სახის შეზღუდვა მოგზაურობაზე ან ვაჭრობაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ეკონომიკისთვის და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას ეს შეზღუდვა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
აპატურაიმ ასევე ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე საქართველოში, რომელიც 3-4 ოქტომბერს შედგება.
„ჩვენ ვმსჯელობთ, თუ რა შეიძლება უფრო მეტი გავაკეთოთ და რას გავაკეთებთ. ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით იქნება კარგი შესაძლებლობა, მოხდეს ამ საკითხების არსებითი განხილვა. შავ ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. ეს პრიორიტეტია ნატოსთვის და საქართველო აქტიურადაა ჩართული.
საქართველომ უკვე მოგვაწოდა წინადადებები, როგორ უყურებს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას. ნატოს გეგმების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრებმაც იმსჯელეს. იმპლემენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრიუსელში ყოფნისას მზადყოფნის შესახებ წარმოდგენილი იდეებიც. ვფიქრობ, არსებითი პაკეტი გაგრძელდება, განახლდება და გაძლიერდება.
არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილი დასრულდება და დაემატება ახალი კომპონენტები. შეგვიძლია, გავაკეთოთ უფრო მეტი მზადყოფნის კუთხითაც. უახლოეს მომავალში ერთად ვნახავთ, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს და როგორ შევფუთავთ. რაც შეეხება ნატოს სამიტს, ნატოს ლიდერების ლონდონში შეხვედრა იქნება საკმაოდ მცირეხნიანი, მაგრამ იქნება თანმდევი ღონისძიება, რომელზეც ნატოს პარტნიორი ქვეყნები იქნებიან მოწვეული და მათ შორის საქართველო აუცილებლად იქნება“, - განუცხადა „ქრონიკას“ ჯეიმს აპატურაიმ.
„შეხვედრებზე რუსეთს ჩვენ ყოველთვის ვესაუბრებით მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე და მათ მიმართ დამოკიდებულებაზე. განსაკუთრებით უკრაინასა და ასევე საქართველოზე. ვსაუბრობთ რუსეთის და ნატოს სამხედრო წვრთნებზე. ჩვენ რუსეთთან ყველა შეხვედრაზე ვამბობთ, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს.
რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, აღებულ ვალდებულებებს, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა არის მთავარი საკითხი. რატომ არის უკრაინა მთავარი საკითხი? ძალიან მოკლედ გეტყვით. უკრაინის 30 000-ზე მეტი მოქალაქეა დაღუპული და ეს არ არის გაყინული კონფლიქტი. ეს არის მიმდინარე კონფლიქტი. მეორე მიზეზი, რუსეთმა ყირიმში ისეთი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა განალაგა, რომ შავი ზღვის რეგიონში შეცვალა ვითარება, შექმნა დაძაბულობა, გაზარდა საფრთხეები. ჩვენც პროპორციულად ვმოქმედებთ ამ მიზეზებიდან გამომდინარე. უკრაინის თემა ყოველთვის მოწინავე რიგებშია და ქმნის მთავარ ახალ ამბავს, მაგრამ დღის წესრიგში ყოველთვის არის საქართველო“, - აღნიშნა აპატურაიმ.
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.
როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 10:03
კულტურა
ელისო ბოლქვაძე: მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.
26 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი ირანის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს და არჩევნების შემდეგ დაბომბვის განახლებას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას ელოდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 09:35
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.
26 სექტემბერი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში
26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
26 სექტემბერი 2026, 08:29
მსოფლიო
The Washington Post: ომში მზარდი ხარჯების დასაფარად, უკრაინა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციას განიხილავს. შედეგად კიევი დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს, ეს კი 30 ათასი სამხედრო დრონისთვის საკმარისი თანხაა
The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.
26 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა?
26 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.
25 სექტემბერი 2026, 23:31
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.
25 სექტემბერი 2026, 22:42
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა
საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
25 სექტემბერი 2026, 22:03
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.
25 სექტემბერი 2026, 21:47
კულტურა
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.
25 სექტემბერი 2026, 21:44
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 21:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.
25 სექტემბერი 2026, 21:30
საზოგადოება
„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
25 სექტემბერი 2026, 21:05
რეგიონი
სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.
25 სექტემბერი 2026, 21:05
სამართალი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
25 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
25 სექტემბერი 2026, 20:52
საზოგადოება
ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.
25 სექტემბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.
25 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
ვის და რას ეხვეწება ეკა გიგაური - ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასებული საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარის მოხსენება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანტიქართული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას.


