გვარამია: ან პატიმრობა, ან თავისუფლება, სხვა არჩევანს არ გაძლევთ
ნიკა გვარამია
ფოტო: Facebook
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალის დადგენილება გააცნეს.
მისი თქმით, ის არ გადაიხდის არც გირაოს და დაარღვევს ყველა სხვა ალტერნატიულ აღკვეთის ღონისძიებას, ასეთის შეფარდების შემთხვევაში.
როგორც გვარამიამ განაცხადა, ის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მტერი იქნება და მის კაპიტულაციას თავად ჩაიბარებს.
„ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში, გაქვთ ორი არჩევანი ან ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა. არ მოგცემთ შესაძლებლობას, არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ - ვერ და დაბალს - არ! არანირი შინა პატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები,დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ!“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროკურტურადან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია.
მანამდე „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი წითელი ხაზი ივანიშვილმა უკვე მეორედ გადაკვეთა.
დღეს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
ნიკა გვარამია დღეს ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არის დაბარებული. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.
გვარამიამ, რომელიც დაკავებას არ გამორიცხავდა, დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ გამოძიებას აინტერესებს, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.
პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა.
ნინო ნიჟარაძის უფლებადამცველმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 16 ივლისს შეიტანა. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი ტელევიზიის ნაცვლად 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ“ მიიღო.
„რუსთავი2“-ის კონტრაქტორ „ინტერმედიის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 2 აგვიტოს ჩატარდა.
გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საუბარია 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ ტრანზაქციებზე.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.


