imedi /  15 აგვისტო 2019, 23:48 / სანდო წყარო

ციხელაშვილი: ცოცხალი ოკუპაციის პირობებში ვართ

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.,,სამწუხაროდ ის, რასაც ახლა ვხედავთ- გუგუტიანთკარში ეს არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია“, - განაცხადა ციხელაშვილმა. 

,,სამწუხაროდ ის, რასაც ახლა ვხედავთ-უკანონო მავთულხლართებსა დაბარიკადებს, ეს არ არის ახალი მოვლენა. რაც დღეს ხდება გუგუტიანთკარში - უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, არის მანიფესტი იმისა, რომ ძალიან ცოცხალი, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და პროცესი 2008 წლის ზუსტად ამ თვიდან, აგვისტოდან დაიწყო ფაქტობრივად. ასეთი შეღობვები 2009-2011 წლებში იყო, 2013 წელსაც იყო ასეთი მსხვილი ეპიზოდები. ჩვენი ქვეყნის შუაგულში ასზე მეტი სოფელი სხვადასხვა ფორმით გახლეჩილია. მათი სამეურნეო მიწები მავთულხლართებით არის დასერილი“- განაცხადა ციხელაშვილმა. 

„აშკარაა, მე დღეს რაც აქ ვნახე- ამ სოფელში, სადაც უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა სხვას არაფერს ემსახურება თუ არა დამატებით დაძაბულობის შექმნას, ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა. ჩემი დღეს აქ ჩამოსვლის მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ მე მოსახლეობას შევხვდი, ვითარება აქ ჩემი თვალით ვნახე. აქ სახელმწიფოს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან, ჩემი ამოცანაა, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ზარალი ან ზიანი, რომელიც მოსახლეობას მიადგა, დავადგინოთ და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ამ მოსახლეობის გვერდში დგომა.

მათ დღეს ვუთხარი, რომ ისინი აკეთებენ მაქსიმუმს იმით, რომ აქ არიან, ამ მიწაზე მაგრდებიან და ძალიან მედგრად, შეუპოვრად აგრძელებენ ცხოვრებას. ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თქვენ იცით, რომ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა სოფელს, რომელიც არის მავთულხლართების გასწვრივ, ვეხმარებით და ვცდილობთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებები, რაც მათ დაგროვილი ჰქონდათ წინა წლებში, ამ საჭიროებებს ვუპასუხოთ, იქნება ეს გაზი, წყალი, სტუდენტების დაფინანსება და ასე შემდეგ. მხარდაჭრა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება ამ სოფელში და მიმდებარე სოფლებშცი, სადაც არანაკლები პრობლემებია. სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას, ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი შეუპოვრობით, მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით, პირველ რიგში, ამ ადამიანების გვერდში დგომით და ამ ადამიანების ასეთი შეუპოვრობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილის ჩასვლამდე, გუგუტიანთკარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მიმდინარე პროცესებს დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება და მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2026, 13:05

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა. ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს“, - აღნიშნულია განცხადბეაში.

ლადო სადღობელაშვილი

20 სექტემბერი 2026, 13:05

ეკონომიკა

ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია

ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავისი პოზიცია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

20 სექტემბერი 2026, 12:32

მსოფლიო

ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე შეტევის შესახებ განაცხადეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ სიფრთხილე და ფრენების შესაძლო გაუქმებისა და მოგზაურობისას სხვა შეფერხებებისთვის“ მზად იყვნენ.

20 სექტემბერი 2026, 12:13

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთი კიევის ოლქზე 24 საათზე მეტია, დარტყმებს ახორციელებდა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ხუთ რაიონში დაზიანებულია 31 ობიექტი. თავდასხმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი: სამი ბავშვი და ერთი ქალი. ტკაჩენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად მოხდა ეს. მისი თქმით, 19 სექტემბერს, საღამოს, ვიშჰოროდის რაიონში განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა.

20 სექტემბერი 2026, 12:00

მსოფლიო

ჩინეთი აშშ-ის „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე: ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი ინტერესების დასაცავად

„ჩინეთი ყოველთვის ახორციელებდა ნორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებთან თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით. ასეთი თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე მხარეების წინააღმდეგ და არ უნდა ექვემდებარებოდეს მათგან ჩარევას ან ზეწოლას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებს და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და განვითარების ინტერესების, ასევე ჩინური საწარმოების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადეს სამინისტროში.

20 სექტემბერი 2026, 11:41

კულტურა

BIAFF 20 - ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით „გურია" გაიხსნა

BIAFF 20 - ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით "გურია" გაიხსნა, რომელიც საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების პროგრამაშია. გახსნის ღონისძიებას ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები დაესწრნენ. გაიხსენეს ფესტივალის ისტორია.

20 სექტემბერი 2026, 11:40

რეგიონი

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

მუსიკალური საღამოების გარდა, წელს ფესტივალი კინოჩვენებებსა და მუსიკაზე საუბრებს მოიცავს, დაგეგმილია მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი.

კრისტინ ბრინკერი

20 სექტემბერი 2026, 11:38

მსოფლიო

გერმანიის პოლიციამ AfD-ს ერთ-ერთი ლიდერის თანაშემწის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ბერლინის მიწის პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის ლიდერის, კრისტინ ბრინკერის თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურის ინფორმაციით, 48 წლის კაცი ეჭვმიტანილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, თუმცა ჩხრეკისას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.

რიჩარდ გრენელი

20 სექტემბერი 2026, 11:38

მსოფლიო

რიჩარდ გრენელი: ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია

ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია, - წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.

20 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც დედაქალაქის ახალ მერსაც გამოავლენს. კენჭისყრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მმართველი კოალიციისთვის.

მაკა ბოჭორიშვილი

20 სექტემბერი 2026, 11:31

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები

„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა დონეზე მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

20 სექტემბერი 2026, 11:27

მსოფლიო

მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ

მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ. მანიფესტანტებმა სამართალდამცველებს სასიგნალო რაკეტები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრანტების დასაშლელად ქალაქში ცხენოსანი საპოლიციო რაზმები გამოიყვანეს.

თორნიკე ჭეიშვილი

20 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის პოსტებზე: ეს შეფასებები მორალურ ფსკერს მიღმა განზომილებიდანაა გაკეთებული, ვინაიდან ამით უმძიმესი ტკივილი მიაყენეს იმ ოჯახებს, ბავშვებს, რომელთაც შესაბამისი სინდრომი აქვთ

ამით უმძიმესი ტკივილი მიაყენეს იმ ოჯახებს, ბავშვებს, რომელთაც შესაბამისი სინდრომი აქვთ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ზიზღის კამპანიას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების წინააღმდეგ.

20 სექტემბერი 2026, 11:21

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტებს ამოწმებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს დეტალურად გააცნო ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებას მათ კანონი ავალდებულებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დარინა მიქელაძე

20 სექტემბერი 2026, 11:14

საზოგადოება

„ჯუჯების აქციები იყო ქოცების მართული ძარცვის დაკანონება“ - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დისკრიმინაციას განაგრძობს

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დისკრიმინაციას განაგრძობს. შეურაცხმყოფელი პოსტები დარინა მიქელაძემ, „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც მის პირველ პოსტს მშობლების მწვავე რეაქცია მოყვა, მან დაცინვის კამპანია განაგრძო.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2026, 11:07

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.

ლევან მაჭავარიანი

20 სექტემბერი 2026, 11:07

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მიქელაძის პოსტებზე: ბოღმაში დამხრჩვალი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი მხრივ, ხარობენ, როდესაც რაღაც უბედურება ხდება, მეორე მხრივ, როდესაც ვინმეს დამცირება შეუძლიათ და ამის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ

„ეს არის აგენტურის სახე. ეს არის ზნედაცემული, ამორალური, უზნეო ადამიანთა ერთობა. სხვათა შორის, ნურც იმას დავივიწყებთ, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ როგორი აგრესია და ზიზღი გამოხატეს მას შემდეგ, რაც წამლის საკითხის დახურვისთანავე მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ხელისუფლებას. ბოღმაში დამხრჩვალი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი მხრივ, ხარობენ, როდესაც რაღაც უბედურება ხდება, მეორე მხრივ, როდესაც ვინმე დამცირება შეუძლიათ და ამის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.

20 სექტემბერი 2026, 10:51

მსოფლიო

მოსკოვის ოლქს ასობით დრონმა შეუტია

ვრცელდება ინფორმაცია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ რამენსკეს, ლენინსკის, ლუბერცის, ლიტკარინოს, ორეხოვო-ზუევოს, კოტელნიკისა და ისტრას ოლქებში. კერძო სახლები დაზიანდა რამენსკეში, კოლომნასა და ეგორიევსკშიც. ცნობილია ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ - სოფინოსა და ორეხოვო-ზუევოს ოლქში.

20 სექტემბერი 2026, 10:48

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თბილისის საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

20 სექტემბერი 2026, 10:44

თავდაცვა

აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებმა სამხედრო სწავლებები ჩაატარეს

ნორიოს საწვრთნელ არეალში აღმოსავლეთის სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების სწავლება გაიმართა. სასწავლო შეკრების ფარგლებში, სადაზვერვო და დამრტყმელი FPV დრონების ოპერატორებმა სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და კომბინირებული დავალება შეასრულეს. სწავლება ოპერატორების მიერ ღია სივრცეში, ტყიან მასივსა და შენობებში უძრავ-მოძრავი სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებას მოიცავდა. დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დრონების ოპერატორების მომზადება დადებითად შეფასდა.