imedi /  01 მაისი 2017, 11:57 / სანდო წყარო

ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებულის ადვოკატი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

თენგიზ კახიძე
ადვოკატი

თენგიზ კახიძე
ადვოკატი

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებული გიორგი ბერიძის ადვოკატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკითხვას მოითხოვს. თენგიზ კახიძის თქმით, აუცილებელია ბაგრატიონის დაკითხვა, ვინაიდან ის ბათუმის მოვლენების ეპიცენტრში აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხვდა. კახიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ  საგამოძიებო ქმედებები მიკერძოებულად, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით დაკითხულია მხოლოდ "ქართული ოცნების" 4 დეპუტატი, რაც შეეხება სხვა პარტიებს, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობას", მათი წარმომადგენლები ადვოკატის თქმით, არ იკითხებიან, რაც ეჭვებს იწვევს. 

"დაკავებულთა სასამართლო პროცესების დაწყებამდე მხოლოდ 8 დღე, მტკიცებულებების წარდგენამდე კი 2 დღე დარჩა. ამიტომ აუცილებელია ყველა პირის დაკითხვა, მათ შორის ელგუჯა ბაგრატიონის, რომელიც ბათუმის მოვლენების ეპიცენტრში იყო", - ამბობს თენგიზ კახიძე.

ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის 2 პირი, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს დააკავესჩხვირკიას და ღოღობერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 25 აპრილს შეუფარდა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო განხილვა 20 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მასობრივი არეულობის ბრალდებით კი  ამჟამად 18 მოქალაქეა დაპატიმრებული. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე - რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე დაუმორჩილებლობის ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, მოგვიანებით გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 03:20

მსოფლიო

POLITICO: ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს საღამოს შეერთებულმა შტატებმა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

10 ივნისი 2026, 03:15

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა რეგიონში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა დაიწყო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირანმა რეგიონში არსებული ამერიკული სამიზნეების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

აბას არაღჩი

10 ივნისი 2026, 03:10

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის არცერთი თავდასხმა არ დარჩება უპასუხოდ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან არცერთი თავდასხმა არ დარჩება „უპასუხოდ“.

10 ივნისი 2026, 03:06

მსოფლიო

ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა

ბელფასტში 9 ივნისს ანტიიმიგრაციული პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორშაბათს ადგილობრივ მცხოვრებ პირზე დანით თავდასხმა მოხდა. არეულობის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ეჭვმიტანილი დაზარალებულზე ზის და მას დანით ჭრილობებს აყენებს.

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 02:01

მსოფლიო

ტრამპი ირანზე საპასუხო დარტყმების შესახებ: ვფიქრობ, პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია

ტელეკომპანია ABC News-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან კარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების დაწყება გამოაცხადა.

პეტერ მადიარი

10 ივნისი 2026, 01:53

მსოფლიო

მადიარი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრეც გარკვევით ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო - ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტს არ მივიღებთ, ვერ ვხედავთ დაჩქარებული გაწევრიანების აუცილებლობას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი კიევის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

10 ივნისი 2026, 01:31

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა, მთავარსარდლის განკარგულებით, დღეს, აღმოსავლეთის დროით (ET) 17:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს.

09 ივნისი 2026, 23:37

მსოფლიო

ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.

ნიკა გვარამია

09 ივნისი 2026, 22:43

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ

პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.

აბას არაღჩი

09 ივნისი 2026, 22:38

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ დიპლომატიის ენა გვირჩევნია, თუმცა სხვა ენებზეც ვსაუბრობთ

უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

09 ივნისი 2026, 22:20

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი „ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტყუილებში და არათანმიმდევრულობაში ჩემპიონი არის პარტია „ფედერალისტები“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 ივნისი 2026, 22:09

მსოფლიო

ზელენსკი: რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის

რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლევან მაისურაძე

09 ივნისი 2026, 22:04

საზოგადოება

ლევან მაისურაძე საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი

განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ.

დავით მათიკაშვილი

09 ივნისი 2026, 21:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია განულების პირასაა. ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. იგი პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს.

09 ივნისი 2026, 21:50

მსოფლიო

CNN: ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის არმიის ვერტმფრენი ირანულმა დრონმა ჩამოაგდო

ომანის სანაპიროსთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, აშშ-ის არმიის კუთვნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და ინციდენტში ჩახედული წყაროების ცნობით, ვერტმფრენის ჩამოგდება ირანულმა დრონმა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

09 ივნისი 2026, 21:45

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამების დირექტორ დუმიტრუ ლატიჩევსკის შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კალაძე

09 ივნისი 2026, 21:44

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.

ლევან მახაშვილი

09 ივნისი 2026, 21:39

ეკონომიკა

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის რეიტინგზე: ეს არის ცივი შხაპი მათთვის, ვინც დღენიადაგ ცდილობს თეთრზე თქვას შავი, სწორ ინფორმაციაზე თქვას არასწორი და დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია

ეს არის ცივი შხაპი მათთვის, ვინც დღენიადაგ ცდილობს თეთრზე თქვას შავი, სწორ ინფორმაციაზე თქვას არასწორი ინფორმაცია, დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია კონკრეტული პოლიტიკური ამოცანიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გამჭვირვალობის რეიტინგის შეფასებისას.

09 ივნისი 2026, 21:34

სამართალი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

09 ივნისი 2026, 21:12

საზოგადოება

გაზრდილმა ჯარიმებმა ავტოსაგზაო შემთხვევები არ შეამცირა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯარიმების გაზრდით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა არ შემცირებულა. ეს დღეს მთავრობის მეთაურმა თქვა. იმისთვის, რომ მოსახლეობას ფინანსური სანქციები ტვირთად არ დააწვეს, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები იწყება.