imedi /  04 სექტემბერი 2019, 11:26 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: მამუკა ბახტაძემ იცოდა მოსმენა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან მამუკა ბახტაძესთან მუშაობა კომფორტული იყო. "მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი", - უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს ბახტაძის მიერ თანამდებობიდან გადადგომის საკითხის კომენტირებისას. ეს კომენტარი წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის ახალი სპეციალიზებული ავტომანქანების გადაცემის ღონისძიების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა გამონახოს დრო და მოუსმინოს მის მინისტრს, ასევე დაეხმაროს მართვაში.

"მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი. მასთან მუშაობა, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მინისტრისთვის, კომფორტული იყო. მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მუშაობის ასეთი ხარისხისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 15:19

ეკონომიკა

Bloomberg: ნავთობის ბაზრებს აპოკალიფსი ემუქრება

ამის მიზეზი ოპეკის გადაწყვეტილებაა და ასევე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებაა. ამ თემზე bloomberg ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

მარიამ ქვრივიშვილი

01 აპრილი 2020, 15:14

COVID19

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან, - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2020, 15:09

COVID19

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის. დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე მოწერელია

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

რა ვითარებაა სამეგრელოს აგრარულ ბაზრებში და იცავენ თუ არა მოქალაეები რეკომენდაციებს - რეპორტაში „ქრონიკაში“

ხვალიდან არ დაიწყება თითოეული ჩვენი მოვაჭრის მიერ იმ რკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს გაცემული, მაშინ ჩვენ მივიღებთ აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს სამეგრელოს აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განუცხადა. ზუგდიდის აგრალურ ბაზარში ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს უკონტროლო სიტუაცია დახვდა. მოქალაქეების დიდ ნაწილს პირბადეები ეთათ, თუმცა ისინი ვაჭრობის დროს დისტანციას არ იცავენ. დახლებთან 5-ზე მეტი ადამიანი ერთდროულად იმყოფებოდა. „ქრონიკის“ კამერის გამოჩენის შემდეგ ბაზრობის დირექციამ მოუწოდა მოქალაეებს, დაიცვან დისტანცია. მოქალაქეების ნაწილი აცხადებდა, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია, თუმცა უმეტესობა ამას არ აკეთებს.

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

ამერიკის საელჩო საქართველოს სასწრაფო დახმარების პერსონალს მადლობას უხდის

„COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

გერმანიის პრეზიდენტი კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

შტაინმაიერი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, სინგაპური, ეთიოპიის და ეკვადორის პრეზიდენტები ჰალიმა იაკობი, სალე-ვორკ ზიუდე და ლენინ მორენ გარკესი მიიჩნევენ, რომ პრობლემის გლობალური გადაწყვეტა ყველას ინტერესებშია.

თბილისის რესპუბლიკური

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაცინეტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 2-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3-პაციენტი არის მძიმე. ეს სიმძიმე განპირობებულია ორმხრივი პნევმონიით და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დღეს ველოდებით 9 პაციენტის ანალიზის პასუხს, მაგრამ ანამნეზის მიხედვით ვფიქრობთ, რომ არაფერი არ იქნება. ჩვენი 46 პაციენტიდან 19 ქალია, 27 კაცი და მათი ასაკი 25-იდან 45 წლამდე მერყეობს“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

01 აპრილი 2020, 15:01

ვიდეო

რა ვითარებაა სამეგრელოში

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

უკვე მეორე დღეა გადაკეტილია გორის ყველა გასასვლელი

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

იმერეთში კორონავისრუსის ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა

01 აპრილი 2020, 14:58

ვიდეო

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები მკაცრად ამოწმებენ ქალაქში შესასვლელებს

01 აპრილი 2020, 14:55

საზოგადოება

ვერაზე მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაცით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

01 აპრილი 2020, 14:45

COVID19

საქართველოს ბანკი ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის, რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბანკი ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

01 აპრილი 2020, 14:34

პოლიტიკა

ხვალ ნატოში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების პაკეტს დაამტკიცებენ

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგერბმა ონლაინ პრესს-კონფერენციის ფარგლებში „ქრონიკას“ განუცხადა, „ახალი ღონისძიებები ეხება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეტ ერთობლივ წვრთნებს. ნატო აგრძელებს საქართველოს დახმარებას პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე“.

მაია ცქიტიშვილი

01 აპრილი 2020, 14:34

COVID19

მაია ცქიტიშვილმა განმარტა რა საგადასახადო შეღავათები დაუწესდა ბიზნესს

„ეს იყო მოქალაქეების ნაწილში საბანკო სესხების, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული სესხების 3 თვით გადავადება. ასევე, გარკვეული პაკეტი იყო შეთავაზებული ტურისტული ბიზნესის მთელი კომპლექსისთვის, დაახლოებით 18 ათას კომპანიას შეეძლო, ესარგებლა ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადებით 4 თვის განმავლობაში. ასევე გახსოვთ, რომ მცირე ზომის სასტუმროებისთვის, 50 ადგილზე ნაკლები ზომის სასტუმროებისთვის შევთავაზეთ სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსება და ასევე, განბაჟების გადასახადის გადავადება ავტოიმპორტიორებისთვის, რომელსაც ასევე, ჰქონდა პრობლემა და 38 ათასმა იმპორტიორმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით

01 აპრილი 2020, 14:32

COVID19

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ერგნეთში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებს მოინახულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით ვახტანგ გომელაური გორის შესასვლელში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნობა.

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

ცნობილი მოგზაური ფოტოგრაფი ამი ვიტალე

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

იზოლაციის პირობებში მომღერლები გვამხნევებენ

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები და სოციალური დახმარება ქვეყნის მოსახლეობას

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

იტალიელი მერის, რობერტო მონტიშის, მიმართვა ქართველებს და ვითარება ქალაქ სარდარაში