imedi /  05 სექტემბერი 2019, 14:26 / სანდო წყარო

უნგრეთის პრეზიდენტი: ყველანაირად მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

იანოშ ადერი  სალომე ზურაბიშვილი

იანოშ ადერი
სალომე ზურაბიშვილი

როგორც ადრე, ისევ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთი ყველანაირად მხარს უჭერს საქართველოს ამ საკითხში. გარდა ამისა, შეხვედრაზე ტურიზმის სფეროზეც ვისაუბრეთ. ვიცით, რომ Wizz Air-მა სამი-ოთხი წლის წინ დაიწყო მიმოსვლა საქართველო-უნგრეთს შორის, რაც ძალიან დიდი წვლილია ტურიზმის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, მომავალში უნგრეთის მოსახლეობა დაინტერესდება საქართველოში ჩამოსვლით, მისი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით", - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო აფასებს უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ. ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს იმისთვის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობს:

"14 უნგრელია წარმოდგენილი ამ მისიაში და აქაც ხაზი გავუსვით იმას, რომ აუცილებელია, მისიამ შეძლოს თავისი სრულყოფილი მანდატის შესრულება, რაც ნიშნავს, რომ მთლიან ტერიტორიაზე ჰქონდეს საშუალება, თავისი ზედამხედველობა მოახდინოს. ეს რაც იყო 2008 წლის შეთანხმებაში ჩაწერილი და რომელიც უნდა იყოს შესრულებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ უნგრეთის პრეზიდენტი დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავა. ზურაბიშვილმა უნგრელ კოლეგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჟენევის მოლაპარაკებების გაძლიერების საკითხზეც. 

იანოშ ადერი საქართველოში 4 სექტემბერს საღამოს ჩამოვიდა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

14 აპრილი 2021, 23:12

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

14 აპრილი 2021, 23:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: 17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან ნატოს მისიის გაყვანას ეხმაურება.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:58

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს სულ ასე იქნება

დროა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს ეროვნული ინტერესები, ამომრჩევლისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მე ვურჩევდი კრისტიან დანიელსონს წავიდეს ხელახლა თბილისში, როდესაც ის ჩათვლის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

მე ვხედავ, რომ მედიაციის პროცესი არ შეჩერებულა. დიახ, კრისტიან დანიელსონი მეორე ვიზიტზეც ვერ მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას, კრისტიან დანიელსონმა თბილისი დატოვა , მაგრამ მთლიანი პროცესი არ შეჩერებულა, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:39

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების გადახედვაზე ამ კვირაში, მომავალ კვირასა და ახლო მომავალში მსჯელობა არ იქნება, რადგან პროცესი მიდის და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ვალდებულება პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:32

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: თუ მმართველი პარტია პირველ ნაბიჯზე წავა და მოაწერს ხელს შეთანხმებას, მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა

ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მიმდინარე პროცესებზე და იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, არ არის კომპრომისი და ევროკავშირის მედიაცია ამ დრომდე წარმატებული არ არის, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

14 აპრილი 2021, 22:29

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩი ბურიჩთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

14 აპრილი 2021, 22:23

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 43 505 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 43 505 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 აპრილი 2021, 22:18

მსოფლიო

ერდოღანი იტალიის პრემიერს: ვიდრე დიქტატორს მიწოდებთ, თქვენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეთ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის გამოეხმაურა, რომელმაც თურქეთის ლიდერი დიქტატორად მოიხსენია.

14 აპრილი 2021, 22:14

საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 15 აპრილს ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ხიზაბავრის, ვასაძის, ხიზანიშვილის, შეშელიძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

გრიგოლ ლილუაშვილი

14 აპრილი 2021, 21:49

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ სამსახურის 2020 წლის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ენტონი ბლინკენი

14 აპრილი 2021, 21:36

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

14 აპრილი 2021, 21:28

ეკონომიკა

ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge ტექნიკური შეფერხება უპრეცედენტოდ მაღალმა აქტივობამ გამოიწვია

სახელმწიფო პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში მიმდინარე ელექტრონული აუქციონების დასრულებას მაღალი აქტივობის გამო ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

უილიამ ბერნსი

14 აპრილი 2021, 21:17

მსოფლიო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრირება უკრაინაში შეზღუდული შეჭრის საფუძველი შეიძლება გახდეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრირება უკრაინაში შეზღუდული შეჭრის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 21:17

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ტერიტორიული კონფლიქტებს არ უმოქმედია და ვერ იმოქმედებს

საქართველოს დიდი ხანია ტერიტორიული კონფლიქტების გამოწვევა აქვს, მაგრამ ამას არ უმოქმედია და ვერ იმოქმედებს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზე. ამ გამოწვევის მიუხედავად, ნატოს არასდროს დაუხევია უკან და არ დაიხევს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კიკნაველიძე

14 აპრილი 2021, 21:15

პოლიტიკა

ირაკლი კიკნაველიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა

მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის“, - წერს ირაკლი კიკნაველიძე.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 21:06

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს

„ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები. ეს მესმის, მაგრამ ადგილი სადაც ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა შედგეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა. პარლამენტში ხდება ცივილურ დონეზე პოლიტიკურ მოსაზრებებზე დისკუსია და კომპრომისის გამოყენებით ხდება შეთანხმების მიღწევა. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ფუნქციონირებადი საპარლამენტო სისტემა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 20:51

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეამცირონ ან აღმოფხვრან ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზება

მივესალმებით ევროკავშირის მისიას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. ვაფასებთ მის მაღალ პროფესიონალიზმს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა გამოავლინა, მაგიდაზეა წინადადებები და შეთანხმების მისაღწევად ახლა პოლიტიკური ნებაა საჭირო.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 20:47

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ და ამისათვის ისინი კომპრომისზე უნდა წავიდნენ

საქართველოს მიმართ ნატოს მხარდაჭერა ძლიერია. ეს არ იცვლება. ჩვენ ვრჩებით ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

14 აპრილი 2021, 20:44

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 62 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 62 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 279 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.