imedi /  12 სექტემბერი 2019, 14:38 / სანდო წყარო

ილია მეორე გახარიას: ხალხი დადებით ცვლილებებს ელოდება

ილია მეორე

ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც პატრიარქის მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილში წერია, ეს არის საპატიო და "ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა". უწმინდესის თქმით, ხალხი დადებით ცვლილებებს ელოდება.

"დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა. ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალები ცდილობენ აქ გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად. უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთის სათნო საქმეში", - წერია პატრიარქის მილოცვაში.

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა

ყველა სიახლე

30 მაისი 2024, 10:17

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: რუსთაველი ახალგაზრდები დღეს ანაზღაურებადი სამუშაოთი არიან დაკავებული და ჩვენი ქალაქის ახალ სიმწვანეს ქმნიან

რუსთავის მერიის პროექტ ,,ახალი სიმწვანის“ ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისა და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, გამწვანების აქცია გაიმართა.

გიორგი ვოლსკი

30 მაისი 2024, 09:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო თავისი პოზიციით, თავისი მაჩვენებლებით, მიუხედავად ამ რადიკალური ხელშეშლისა, კვლავ მოწინავეთა რიგებშია

ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი საქართველოში ძალიან მაღალია და არ არის ერთადერთი ინდექსი, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ანიჭებენ საქართველოს, როგორც მოწინავეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ღია ბიუჯეტის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

30 მაისი 2024, 09:48

საზოგადოება

ონის მერია: ფონდმა „ფეა თრიიზი” გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მხოლოდ პროფესიულ მომსახურებას გულისხმობდა - პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მერიის მიერ დაფინანსდება

გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. - ასე ეხმიანება ონის მუნიციპალიტეტის მერია ფონდ “ფეა თრიიზის” განცხადებას.

30 მაისი 2024, 09:46

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 მაისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჰერცი ჰალევი

30 მაისი 2024, 09:28

LIVE ისრაელი

„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ღაზაში ბრძოლები, სულ მცირე, 7 თვე გაგრძელდება

ღაზაში ბრძოლები, სულ მცირე, 7 თვე გაგრძელდება, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცახი ჰანეგბიმ განაცხადა. მისივე თქმით, „ცაჰალი“ ახლა აკონტროლებს ე.წ. ფილადელფიის დერეფნის 75%-ს. ადრე თუ გვიან კი, ამ დერეფანს სრულად გააკონტროლებს და ეგვიპტესთან ერთად, იარაღის კონტრაბანდის აღსაკვეთად იმუშავებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

30 მაისი 2024, 09:24

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ნეთანიაჰუ ფსიქოპატი ვამპირია, რომელიც სისხლით იკვებება

მმართველი პარტიის დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ავიადარტყმის შედეგებზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს დააკისრა. მან ასევე „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ უმოქმედობისთვის მწვავედ გააკრიტიკა.

ურსულა ფონ დერ ლაიენ

30 მაისი 2024, 09:21

მსოფლიო

Politico: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია დაარღვია, როცა არ გაამხილა, რომ 70 ათასი ევროთი დაფინანსებული Google-ში წარმოებული სარეკლამო კამპანიის უკან იდგა

სტატიაში ნათქვამია, რომ ამით წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია დაირღვა, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელად ფონ დერ ლაიენის მუშაობის პერიოდშია მიღებული. საუბარია პოლიტიკურ ონლაინ-რეკლამაზე, რომელიც Google-ის საძიებო სისტემისა და Youtube-ის სერვისის საშუალებით მილიონობით მომხმარებელმა ნახა, თუმცა ფონ დერ ლაიენი და მისი „ევროპის სახალხო პარტია“ არ ყოფილან მოხსენიებული Google-ის გამჭვირვალობის რეესტრში ოფიციალურ შემსყიდველად. ნაცვლად ამისა, ფონ დერ ლაიენის კამპანიის მხარდამჭერ ციფრულ შეტყობინებებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციად პარიზში ბაზირებული საკონსულტაციო კომპანია „ემ სი სი ედ ქუალითი“ იყო მოხსენიებული.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 09:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გამოქვეყნდა ღია ბიუჯეტის ინდექსი, 125 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა - არსებობს მიუკერძოებელი ფაქტები, გამყარებული სინამდვილით, სტატისტიკით, რიცხვებით, რომელთა წინააღმდეგაც დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია

პოლიტიკაში რეალობისა და ფანტაზიის შერწყმის ზღვარზე, მადლობა ღმერთს, რომ რიცხვებისა და ფაქტების სამყარო ჯერ კიდევ არსებობს. არსებობს მიუკერძოებელი ფაქტები, გამყარებული სინამდვილით, სტატისტიკით, რიცხვებით, რომელთა წინააღმდეგაც დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ში წერს.

30 მაისი 2024, 09:03

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები მოინახულა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

30 მაისი 2024, 08:44

პოლიტიკა

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა

შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია შედგებოდა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებისგან, რომელთა შედეგადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერით, მიიღეს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულება ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და მათთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ. შეთანხმების შედეგად დადგინდა, რომ თუ საპატენტო განაცხადში მოთხოვნილი გამოგონება ეფუძნება გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნას, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს გენეტიკური რესურსების წარმოშობის ქვეყანა ან შესაბამისი წყარო. კონფერენციის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სახელით მონაწილეობა მიიღო საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა.

სალომე ჯინჯოლავა

30 მაისი 2024, 08:36

პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სალომე ჯინჯოლავა მისი გარდაცვლილი დის მისამართით რადიკალების მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტებს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სალომე ჯინჯოლავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი გარდაცვლილი დის მისამართით დადებულ შეურაცხმყოფელ პოსტებს ეხმაურება. როგორც ჯინჯოლავა აღნიშნავს, ამ ადამიანებმა იციან, რომ რეალურად ფოტოზე მისი დაა, თუმცა ვითომ შეცდომით ლანძღავენ გარდაცვლილ ადამიანს.

მიხეილ სარჯველაძე

30 მაისი 2024, 08:20

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს

ჯანდაცვის მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს. საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა დღეს გაიმართება. მიხეილ სარჯველაძისთვის მინისტრის რანგში ეს პირველი მოხსენება იქნება. უწყების ხელმძღვანელი ისაუბრებს ბოლო 1 წლის მანძილზე სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ასევე მომავალში განსახორციელებელ გეგმებზე. მიხეილ სარჯველაძე დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხებს .

ემანუელ მაკრონი

30 მაისი 2024, 02:28

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თუმცა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმირების შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თუმცა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმირების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 მაისი 2024, 02:11

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს აღარ შეუძლია მშვიდობის სამიტის ჩაშლა, თუმცა ამის მისაღწევად ბევრს მუშაობს

რუსეთს აღარ შეუძლია მშვიდობის სამიტის ჩაშლა, თუმცა ამის მისაღწევად ბევრს მუშაობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ოლენა ვისოცკა

30 მაისი 2024, 01:35

მსოფლიო

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე: 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს მაჩვენებელი იზრდება

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ოლენა ვისოცკამ განაცხადა, რომ 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს მაჩვენებელი იზრდება.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია დაემორჩილონ კანონს. საინტერესოა, დონორების რეაქცია რა იქნება, წააქეზებენ ისინი თუ არა, რომ მათმა ორგანიზაციებმა დაარღვიონ მასპინძელი ქვეყნის კანონები

გასაგებია, რომ მათი მხრიდან რაღაც განცხადებები არის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე არასამთავრობო ორგანიზიების უარს, რომ ისინი რეგისტრაციას არ გაივლიან.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მასპინძელს უთხრას, რომ კი, დაარღვია, მაგრამ არ გამოუცხადოთ იმპიჩმენტი

ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მასპინძელს უთხრას, რომ კი, დაარღვია, მაგრამ არ გამოუცხადოთ იმპიჩმენტი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იდგა, მაშინაც შტურმი იყო და ელჩების, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ კეთდებოდა სხვადასხვა განცხადება, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება არ მიეღოთ.

ბრაიან მასტი  ენტონი ბლინკენი

30 მაისი 2024, 00:32

მსოფლიო

კონგრესმენი ბრაიან მასტი ბლინკენს: სააგენტოები და NGO-ები იღებენ გრანტებს მთელ მსოფლიოში, გვითხარით რაში იხარჯება ეს ფული, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით სად მიდის ამერიკული ფული საზღვარგარეთ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა გასულ კვირას მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა SIGAR-ის [სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის აღდგენისთვის] ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აშშ-ის მთავრობის მიერ თანხების გამოყენება.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ენჯეოებზე“: შეეძლოთ იქვე ეთქვათ, რომ არ დავრეგისტრირდებით, მაგრამ ჩვენივე ნებით ჩვენს ვებგვერდებზე ანგარიშებს გამოვაქვეყნებთ. თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას?

აიღონ რამე საერთაშორისო სტანდარტები გამოქვეყნების და გამოაქვეყნონ თვითონ, რატომ არ აკეთებენ? თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების უარს, რომ ისინი რეგისტრაციას არ გაივლიან.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: კონსტიტუციას ის უბრალოდ არ აღიქვამს თავის კონსტიტუციად და მისთვის ფარატინა ქაღალდია

როგორც იტყვიან, აღარაფერი წმინდა აღარ არსებობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. კონსტიტუციას ის უბრალოდ არ აღიქვამს თავის კონსტიტუციად და ფარატინა ქაღალდია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.