imedi /  16 სექტემბერი 2019, 11:23 / სანდო წყარო

ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო

ილია მეორე გიორგი გახარია

ილია მეორე
გიორგი გახარია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

12 სექტემბერს ილია მეორემ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა ღია წერილით მიულოცა. როგორც წერილში ილია მეორე აცხადებდა, ხალხი დადებით ცვლილებებს ელოდება.

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

ყველა სიახლე

კიტ ლი

05 ივლისი 2020, 15:11

სპორტი

145-კილონიანი ამერიკელი რესლერის თქმით, ის ერთ-ერთმა ქალმა გააუპატიურა

ამერიკელმა მებრძოლმა კიტ ლიმ რამდენიმე წლის წინ მომხდარი სკანდალური ამბავი გაიხსენა. 35 წლის რესლერის თქმით, რომელიც 145 კილოგრამს იწონის, ის ერთ-ერთმა ქალმა გააუპატიურა. ლი იხსენებს, რომ კარაოკე-ბარში ყოფნის დროს, ერთ-ერთმა მომღერალმა ქალმა მას სექსი შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადა და დალევა განაგრძო. დილით კი ამერიკელ სპორტსმენს სასტუმრო ნომერში შიშველს გაეღვიძა მომღერალ ქალთან ერთად და დღემდე არ ახსოვს დეტალურად არაფერი. კიტ ლი რესლინგითაა დაკავებული, რაც ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობაა, სადაც ერთმანეთს ორი, ან მეტი ადამიანი ებრძვის.

05 ივლისი 2020, 15:08

საზოგადოება

სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიღეს

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. ფერმერმა 8 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 72,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 49,000 ლარი ნერგების შესაძენად.

05 ივლისი 2020, 15:06

რეგიონი

შავი ზღვის სანაპირო წყლების მონიტორინგის მესამე ეტაპი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლების მონიტორინგის მესამე ეტაპი დაიწყო.

Reuters

05 ივლისი 2020, 14:58

მსოფლიო

Reuters: ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს

ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისისებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შედეგად, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ამასთანავე, ერაყის შეიარაღებული ძალები ავრცელებას ცნობას, რომ უსაფრთხოების ძალებმა გააუვნებელყვეს კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც თაჯის სამხედრო ბაზის მიმართულებით ისროლეს. ამ ბაზაზე კი ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებულნი.

05 ივლისი 2020, 14:52

საზოგადოება

პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია, რომელიც მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს. ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია.

05 ივლისი 2020, 14:29

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია. როგორც „იმედინიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ილონ მასკი

05 ივლისი 2020, 14:28

ეკონომიკა

კომპანია Tesla უკვე Toyota-ზე, Disney-სა და Coca-cola-ზე მეტი ღირს

ილონ მასკის ელექტრო მანქანების ბიზნესის ღირებულება თითქმის ყველა კომპანიას აღემატება, მათ შორის არის რამდენიმე საკულტო ამერიკული კომპანიაც. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის Tesla-ს საბაზრო კაპიტალი თითქმის 210 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად მასკის კომპანია ავტო ინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ფირმის ღირებულება Toyota-საც კი აღემატება.

ამირან გამყრელიძე

05 ივლისი 2020, 14:19

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, კოვიდინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევატა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

05 ივლისი 2020, 14:03

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. მათგან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, ორი კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელთაც საზღვარი სარფის გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთეს.

05 ივლისი 2020, 13:55

სპორტი

ქართველმა შერკინების მწვრთნელმა აქვსენტი გიორგაძემ „ლა როშელი" დატოვა

კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 44 წლის ქართველ სპეციალისტს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა სურვილი გამოთქვა, გაამდიდროს თავისი პროფესიონალური გამოცდილება და ძალების სხვაგან მოსინჯვა გადაწყვიტა.

05 ივლისი 2020, 13:47

სამართალი

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცავები იმ აქტივისტს და თვითმხილველებს კითხავენ, რომელთაც ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაჭის ყოფილი გუბერნატორი ფიზიკურად გაუსწორდა.

05 ივლისი 2020, 13:40

პოლიტიკა

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარტიები 151-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვიან. მთავარი მოწინააღმდეგეები მმართველი პარტია, „ხორვატიის დემოკრატიული კავშირი“ და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ არიან.

05 ივლისი 2020, 13:30

საზოგადოება

ამსტერდამიდან ჩარტერული რეისით სამშობლოში 136 ადამიანი დაბრუნდა

ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.

05 ივლისი 2020, 13:22

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა. როგორც ახლობლები აცხადებენ, მათი კვალი გუშინ საღამოს საათების შემდეგ დაიკარგა. ახლობლები ამ დრომდე ოთხივე მათგანს უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქალები წუხელ უკან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით უნდა გადმოსულიყვნენ და შესაძლოა ოთხივე მათგანი ენგურმა წაიღო. დამატებით დეტალები სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით არ ვრცელდება. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

სომხეთი

05 ივლისი 2020, 13:09

სპორტი

სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ხუთი კლუბი, „არაგაცი", „ტორპედო“, „მასისი“, „ლოკომოტივი“ და „ერევანი" სხვადასხვა ვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

05 ივლისი 2020, 12:52

სამართალი

სუს-ი რუსი ოკუპანტების მიერ 21 წლის ტატო ზარქუას დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში „იმედისნიუსს“ დაუდასტურეს, რომ რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი 3 ივლისს, დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა.

კინოწარმოება

05 ივლისი 2020, 12:50

COVID19

კორონავირუსის პირობებში კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა

კინოგადაღებაში ჩართული პირების სხვა ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა, დოკუმენტშია მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული, მაგალითად როგორიც არის გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი.

05 ივლისი 2020, 12:35

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზატორებმა და მსმენელებმა - რეკომენდაციები

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებისა და მსმენელებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

05 ივლისი 2020, 12:19

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 681 251-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 134 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 10 161-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 12:16

COVID19

კორონავირუსის პირობებში აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამის შესახებ აღნიშნულია მოთხოვნებში, რომელიც მოფრენის დროს ტერმინალის მიმართ ექნებათ. შესაბამისი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.