უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ „ევროპელების“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს
გია ვოლსკი
ფოტო: ქართული ოცნება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით პარტიის განცხადება ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ წაიკითხა.
პარტიის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს „შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ მათი ინიციატივა, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული“.
„საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი“, - წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები, თვალსაჩინო და ხელშესახებია. როგორც ვოლსკიმ თქვა, იგულისხმება ურთიერთობები, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან.
„თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.
ამ არჩევანის ერთგული საქართველოს ხელისუფლება იყო და მომავალშიც დარჩება პრინციპული და პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე.
7 წელია „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება.
მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, გადაიხადოს საქართველომ.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ არა ერთხელ უკვე მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში.
სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული.
შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს. რადგანაც ესმით, ე.ი სწორედაც ამ შედეგების გამოწვევა სურთ.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარ -ეფექტებზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ.
შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივა საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“, - წერია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.
„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს მიმართა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღოს, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;
3. ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.
28 აგვისტო 2026, 19:15
მსოფლიო
Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი
თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.
28 აგვისტო 2026, 19:12
სამართალი
პირი, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
28 აგვისტო 2026, 18:40
მსოფლიო
„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 18:37
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულთა შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“ განაცხადა მაჭავარიანმა.
28 აგვისტო 2026, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 18:01
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 17:52
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება
სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.
28 აგვისტო 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება
„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
28 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა
The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.
28 აგვისტო 2026, 17:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია
„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
28 აგვისტო 2026, 17:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით
ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
28 აგვისტო 2026, 17:05
პოლიტიკა
„ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად“ - კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა რუსეთში, თეონა ბაღდავაძე ირონიით პასუხობს
„ქრონიკა“ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის ნაცვლად კი, ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
28 აგვისტო 2026, 17:00
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 500-ს გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 547 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 15:51
მსოფლიო
Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს
უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 15:47
საზოგადოება
იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო
ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს.
28 აგვისტო 2026, 15:37
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან.
28 აგვისტო 2026, 15:19
მსოფლიო
Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ
ამერიკული კონსერვატიული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ.


