imedi /  16 სექტემბერი 2019, 14:19 / სანდო წყარო

ბოკერია: „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მათი ამოცანაა რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს

პარლამენტი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მათი ამოცანაა რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს. ამ საკითხზე კომენტარი ბოკერიამ პარლამენტში გააკეთა.

„ივანიშვილის გუნდისგან გამჭვირვალობის ახალ დონეზე გავედით, რომ არ ცდილობენ რუსეთს რამე საერთაშორისო ტკივილი ჰქონდეს. ღიად გამოაცხადეს მძევლებად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ არაფერს ვიზამთ, რადგან მერე იმ ხალხს ატკენენო. ღიად აცხადებენ, რომ მათი ამოცანა არ არის რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე რამე პრობლემა შეუქმნან. ომზე კი არ არის საუბარი, არა! ტკივილიც არ უნდა შეუქმნან“, - განაცხადა ბოკერიამ. 

დეპუტატ სერგი კაპანაძის შეფასებით კი, „ქართული ოცნება“ პრორუსულ განწყობებს აღარც მალავს. „ეს დადგენილება ძალიან მარტივი ტესტია იმაზე, ვის რა პოზიცია უკავია პარლამენტში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

მისივე თქმით, 20 ივნისის მერე არავის ეპარება ეჭვი „ქართული ოცნების“ პრორუსულ განწყობებში. „თუმცა, ჩვენი დადგენილება იმდენად საღი აზრის ფარგლებშია და იმდენად ყველასათვის მისაღები ფორმულირებებია, რომ სრულიად წარმოუდგენელია, საქართველოს პატრიოტმა ადამიანმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა“, - თქვა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის შესახებ სპეციალური დადგენილების მიღებაზე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. 

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გულისხმობს:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ქართული ოცნება" "ევროპული საქართველოს" ინიციატივას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, მხარს არ დაუჭერს. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქვეყნის გამთლიანება მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. მმართველი პარტიის დღევანდელ განცხადებას "ევროპულ საქართველოში" ლუსტრაციად აფასებენ.

ყველა სიახლე

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 19:15

მსოფლიო

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.

ბილ უაიტი

28 აგვისტო 2026, 18:40

მსოფლიო

„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 18:37

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი

28 აგვისტო 2026, 18:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულების შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს - იმისთვის რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

28 აგვისტო 2026, 18:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

28 აგვისტო 2026, 18:01

საზოგადოება

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.

რევაზ სოხაძე

28 აგვისტო 2026, 17:52

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.

ლევან მახაშვილი

28 აგვისტო 2026, 17:33

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.

ზვიად შამალბერიძე

28 აგვისტო 2026, 17:27

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება

„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 17:25

მსოფლიო

The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა

The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.

არჩილ გორდულაძე

28 აგვისტო 2026, 17:25

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია

„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ლევან მაჭავარიანი

28 აგვისტო 2026, 17:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით

ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

თეონა ბაღდავაძე

28 აგვისტო 2026, 17:05

პოლიტიკა

„ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად“ - კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა რუსეთში, თეონა ბაღდავაძე ირონიით პასუხობს

„ქრონიკა“ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის ნაცვლად კი, ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

28 აგვისტო 2026, 17:00

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 500-ს გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 547 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 15:51

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 15:47

საზოგადოება

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს.

ნიკა ობოლაძე

28 აგვისტო 2026, 15:37

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან.

28 აგვისტო 2026, 15:19

მსოფლიო

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

ამერიკული კონსერვატიული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ.

სოზარ სუბარი

28 აგვისტო 2026, 15:09

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი

„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას. აღსანიშნავია, რომ ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში.

28 აგვისტო 2026, 14:55

მსოფლიო

DW: ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას სთხოვს

ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ, ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოსთხოვა. ინფორმაციას DW ავრცელებს.