ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო
ფოტო: Shutterstock.com
ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურებულია სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, სრული პატივისცემის საფუძველზე.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ვალდებულება უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ”პროგრამის” დამტკიცებას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი შეშფოთებულებია რუსეთის ფედერაციისა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან მომდინარე პროვოკაციებით, რომლებიც COVID-19 პანდემიის ფონზეც კვლავინდებურად გრძელდება.
„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებისა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივის დახურვის გამო. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაცია და ნეგატიურად აისახა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, განსაკუთრებით ახალგორსა და გალში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, კეთილდღეობასა და ჰუმანიტარულ პირობებზე. იმ ადამიანების დაღუპვა, რომლებსაც, 2019 წლის სექტემბრიდან ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა წაერთვათ, არის კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაცია იმ მძიმე შედეგებისა, რომლებიც ადგილობრივი მოსახელობისთვის თავისუფლების შეზღუდვას მოჰყვება. ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მიმდინარე თვითნებური დაკავებების, მათ შორის 2020 წლის 11 ივლისს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მიმართ სროლისა და დაჭრის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მიეცეთ დაუყოვნებლივი წვდომა ყველა დაკავებულთან და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ბ-ნი გახელაძე და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს (GID), როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფორმატს რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად. ვწუხვართ, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე წელს არ ჩატარებულა არცერთი რაუნდი და მოვუწოდებთ შეხვედრების განახლებას თანათავმჯდომარეების მიერ დადგენილ თარიღებში. ხაზს ვუსვამთ პროგრესის აუცილებლობას მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი გამოხატავს მხარდაჭერას ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ (Incident Prevention and Response Mechanisms (IPRMs)) და ხაზს უსვამს მათ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის და ადგილზე ადამიანების უვნებლობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.
„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას გალის IPRM-ის ხანგრძლივი შეჩერების გამო. ვაღიარებთ რა 2020 წლის ივლისში ერგნეთის IPRM–ის განახლებას როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, ხაზს ვუსვამთ გალში შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხებისა და წინაპირობების გარეშე და მათი ფუნქციონირების მართვის მნიშვნელობას ფუძემდებლური პრინციპებისა და ძირითადი წესების სრული დაცვით.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ურყევ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას თავისი მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველყოფის გზით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ანუ იმ ორგანიზაციის საქმიანობის პოლიტიზირების, ან მასთან დაკავშირებული პროპაგანდის გავრცელებისგან, რომელიც მთელი პანდემიის განმავლობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ღრმა შეშფოთებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსული სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და მილიტარიზაციის ზრდის გამო, მათ შორის „კავკაზ 2020“-ის სწავლებასთან დაკავშირებით, რომელიც ნაწილობრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ჩატარდა.
ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, წამების გამოყენების, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების განადგურებისა და გადაადგილების თავისუფლებასთან, საცხოვრებელთან და ქონებასთან დაკავშირებული უფლებების უხეში დარღვევების გამო. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. ჩვენ მოვუწოდებთ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი შესვლა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განმცხადებლები გმობენ საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვას საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მოქმედ რუსეთის სამხედრო ბაზაზე და საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობას, და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, აღმოფხვრას ნებისმიერი ის დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.
„ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ არსებულ მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა; ამასთან, აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას.
2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმები რუსეთის მიერ ხანგრძლივი დროის მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და მადესტაბილიზებელი კამპანიის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენდა.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და საქართველოს მიერ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და საქართველოთან მიმართებაში იკისროს და შეასრულოს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას: ”ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ მივესალმებით პროგრამის ფარგლებში მიღწეულ პირველ წარმატებებს, მათ შორის მისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და "საწარმო უკეთესი მომავლისთვის" საგრანტო პროგრამის დაწყებას, რამაც უკვე გამოიწვია ინტერესი და საზოგადოების ჩართულობა ადმინისტრაციული საზღვრის ყველა მხარეს. ჩვენ ასევე მივესალმებით სამშვიდობო ფონდის შექმნას უკეთესი მომავლისთვის და მხარს დავუჭერთ მის შემდგომ განხორციელებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძონ მუშაობა ეუთოსთან და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყონ ადგილზე ნდობის განმტკიცების ზომების განხორციელებას.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს მუდმივმოქმედი საბჭოს ინფორმირება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების შემდგომი გაღრმავების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობას. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისია, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაც ექნება და ადმინისტრაციული-სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად იფუნქციონირებს. მისიის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა განხორციელებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი განაგრძობს კონფლიქტისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად, ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
26 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.
26 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.
26 აგვისტო 2026, 14:18
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.
26 აგვისტო 2026, 14:13
საზოგადოება
მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს
„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.


