Imedi /  17 სექტემბერი 2019, 16:37 / სანდო წყარო

ქართული სასამართლოს მიმართ ნდობის ასამაღლებლად კონფერენცია ჩატარდა

სასამართლო

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დღეს, 17 ოქტომბერს, კონფერენცია სახელწოდებით -„ქართული სასამართლოს განვითარების უახლესი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები“ გაიმართა. ის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა. 

ღონისძიებაზე ასოციაციის წევრებმა ისაუბრეს სასამართლოს განვითარების უახლეს ისტორიაზე, ქალის როლის გაძლიერებაზე, თანამედროვეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე სასამართლო სისტემაში. 

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი, დონორი ორგანიზაციები, მოქმედი მოსამართლები და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. 

ასოციაცია გეგმავს, რომ კონფერენციას ყოველწლიური სახე მიეცეს, რათა სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობა ამაღლდეს.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

09 მარტი 2021, 12:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: პირბადის მოხმარება 75-დან 43 პროცენტზე ჩამოვიდა, ეს საგანგაშოა

„გთხოვთ ყველა ტელევიზიასა და საინფორმაციო საშუალებას, მაქსიმალური დრო დაუთმეთ და ადამიანებს მიაწოდეთ მორბენალი სტრიქონით ან შესაბამისი გზავნილებით, რომ პირბადე ერთ-ერთი დაცვის საშუალებაა და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების ეტაპებზე გადავედით, პირბადის ხმარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე ავიყვანეთ ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება. 43 პროცენტზე ჩამოსვლა არის საგანგაშო, განსაკუთრებით შემსუბუქებების ფონზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია

09 მარტი 2021, 12:15

COVID19

თამარ გაბუნია: ყველანაირი დიპლომატიური არხია გამოყენებული, რომ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროულად მოვახერხოთ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკვე თითქმის კვირაა იმყოფება ინდოეთში, რომელიც კორონავირისის ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რასაც სერუმის ინსტიტუტი აწარმოებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, „ნოვავაქსის“ ვაქცინასაც სერუმის ინსტიტუტი გამოუშვებს. გაბუნიას თქმით, არის ასევე ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯერჯერობით ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღიათ, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება უკვე დაიწყო არაერთმა ქვეყანამ, მილიონობით დოზა შეიძინა ბრაზილიამ.

ლევან იოსელიანი

09 მარტი 2021, 12:13

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არსებითი მნიშვნელობა აქვს 2010 წელს არის საუბარი ჩაწერილი, 2012-სა თუ 2016-ში, ეს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აყენებს

ლოგიკური იქნებოდა, პირველივე წუთიდან თავად პროკურატურას დაეწყო გამოძიება და ასე ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში, როცა ასეთი სახის ჩანაწერები გამოდის და ხდება საჯარო. მაშინ გამოძიება იწყება, რადგან ამ ჩანაწერებიდან იკვეთება შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მთელი რიგი თანამდებობის პირების მიერ, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრისას.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: თუ საქართველო ენერგოიმპორტზე დიდი დოზით გახდა დამოკიდებული, ეს ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის

თუ საქართველო ენერგოიმპორტზე დიდი დოზით გახდა დამოკიდებული, ეს ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის, - ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

09 მარტი 2021, 12:05

რეგიონი

ვაზიანი-გომბორი-თელავისა და ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ამ დროისთვის, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით გაგრძელდება დისკუსია ღია ფორმატში, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას და არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები

„ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, უკეთ გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში და ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ამ თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პროექტის მომზადებასა და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, უფრო ფართო ჩართულობას“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე კელი დეგნანი

09 მარტი 2021, 12:02

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

09 მარტი 2021, 12:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: მე კი არ ვიკბინები, თქვენ შემოხვედით ჩემს კომიტეტში და ერთხელ არ დაგაინტერესათ, რა ხედვა მაქვს, რას ვაკეთებ

ბატონი ალექსანდრე ელისაშვილი ბრძანდება ის კაცი, რომელიც გულშემატკივრობს ქართულ კულტურას, მაგრამ ამ კულტურის დასაცავად პარლამენტში კულტურის კომიტეტის არსებობას არ ემხრობა. ეს უბრალოდ ისტორიას რომ დარჩეს, რადგან მე და თქვენ რომ კასტილებით ვივლით, ახალი თაობა ამ სხდომას ჩახედავს, ასე მიმართა, - ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტური სამინისტროს გაყოფის შესახებ განხილვისას თეა წულუკიანმა განაცხადა.

09 მარტი 2021, 11:57

საზოგადოება

30 ონლაინ ლექცია და 160,000-ზე მეტი ვიზიტორი 6 თვეში - მასტერკლასის მიმართ ინტერესი იზრდება

მედია სკოლის ექსკლუზიურ პროექტს „ისწავლე საუკეთესოსგან“, 160,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და 6 თვის შემდეგაც აქტუალობას არ კარგავს, პირიქით, პროექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. იზრდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, ვინც სახლიდან გაუსვლელად უფასოდ დაეუფლა ჟურნალისტიკის საფუძვლებს და ისწავლა, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი.

09 მარტი 2021, 11:50

რეგიონი

დაბა ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია, დაბა ხარაგაულის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხარაგაულში მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას წყალი დღეში 5 საათის განმავლობაში მიეწოდება.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 11:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოში ენერგომოხმარების მესამედი იმპორტზეა დამოკიდებული, თუ ჰესებზე უარი ვთქვით, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება

ამ ბოლო დროს გვესმის შემაშფოთებელი რამ, რომ ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არ არსებობს და ეს მოგონილი და არარეალისტურია და თითქოს ჩვენ არ გვჭირდება საკუთრი ენერგეტიკისა და ჰიდრორესურსების განვითარება, - ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი ზარქუა

09 მარტი 2021, 11:46

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე

მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრასა და მონტაჟზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

09 მარტი 2021, 11:45

სამართალი

არსებული ინფორმაციით, კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

imedinews-ის ინფორმაციით, ქმარმა მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა , როცა ქალს 8 თვის ჩვილი ხელში ეჭირა. დაპირისპირების დროს სავარაუდოდ, ასფიქსიით ბავშვი გარდაიცვალა. ცხედარს ამ ეტაპზე უტარდება სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა.

ალეკო ელისაშვილი

09 მარტი 2021, 11:38

პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო, დროებითი კომისია. რათა დადგინდეს, ეს ჩანაწერი იყო თუ არა ავთენტური და ჩანაწერში საუბრის დროს ბატონი ჩუბინიძე და ღარიბაშვილი იკავებდნენ თუ არა თანამდებობებს. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ჩვენი ამ ინიციატივის რეალიზებაში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

09 მარტი 2021, 11:32

საზოგადოება

მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისთვის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქუტურული პროექტების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და საექსპერტო შემოწმება ახალ, თანამედროვე სტანდარტის შენობაში განხორციელდება.

მარეკ ჰამშიკი

09 მარტი 2021, 11:31

სპორტი

მარეკ ჰამშიკი შვედური „გიოტებორგის“ ფეხბურთელი გახდა

33 წლის ფეხბურთელმა საუკეთესო წლები იტალიურ საფეხბურთო გრანდ „ნაპოლიში“ გაატარა. სადაც 408 შეხვედრაში 100 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად, სლოვაკმა სპორტსმენმა „ნაპოლიში" თამაშისას,ზედიზედ 2-ჯერ იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერ თასი მოიგო.

09 მარტი 2021, 11:31

ტაბლოიდი

ინდოეთში პატარძალი ტირილით მოკვდა

ინდოეთში ახალგაზრდა ქალი თავის ქორწილის დღეს ტირილით მოკვდა. გამოცემა India Today-ის ცნობით, ინციდენტი საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ე.წ. „ბიდააის“ რიტუალის შესრულებისას მოხდა, როდესაც გათხოვილი ქალი მშობლების ოჯახს ემშვიდობებოდა.

სალომე ზურაბიშვილი

09 მარტი 2021, 11:15

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს

საუბარი შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავების საკითხსაც. წამყვანის კითხვაზე, გმობს თუ ემხრობა პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა , რომ ის მხარს უჭერს კომპრომისს, დეპოლარიზაციას და დეესკალაციას.

09 მარტი 2021, 10:57

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.63 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

09 მარტი 2021, 10:56

თემა

გამუდმებით მუცლის ტკივილი ნიშნავს თუ არა კრონის დაავადებას ან წყლულოვან კოლიტს

ნაწლავური დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი, არც თუ ისე ხშირია, მაგრამ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ის ნამდვილად აწუხებს. ამავდროულად, ექიმები ხშირად სწორი დიაგნოზის სწრაფად დასმასა და შესაბამისი მკურნალობის ოპერატიულად დანიშვნას ვერ ახერხებენ, გარშემომყოფებმა კი ამ პრობლემის შესახებ ბევრი არაფერი იციან.