imedi /  07 ოქტომბერი 2019, 14:36 / სანდო წყარო

შტაინმაიერი: საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გიორგი გახარია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
გიორგი გახარია

საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში დღეს არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე განაცხადა. შტაინმაიერს გახარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ  მდგომარეობაზე ესაუბრა. საქართველოს პრემიერმა ყურადღება გაამახვილა დეესკალაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზეც.

სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში დასახელდება ის პროექტები, რომლებსაც უახლოეს მომავალში გერმანია საქართველოში განახორციელებს. პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გერმანიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არსებული ეკონომიკური კავშირებით განვითარების მზაობა გამოხატა. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და დეპუტატებთან გაფართოებულ შეხვედრაზე შტაინმაიერმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ოპოზიციონერი დეპუტატების მტკიცებით, შტაინმაიერი ძალიან კარგად არის ინფორმირებული აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს. 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 15:50

სამართალი

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად მისჯილი 5-წლიანი პატიმრობა და ის პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლა.

კახა კუჭავა

14 ივლისი 2020, 15:45

პოლიტიკა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (OGP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის ახლად შექმნილი საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო.

მიხეილ სააკაშვილი

14 ივლისი 2020, 15:41

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული - ამ შემოდგომაზე საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2020, 15:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია პანდემიის საწინააღმდეგო ყველა ზომას აკრიტიკებდა, მაგრამ თითოეული ეს ზომა ეფექტური აღმოჩნდა

ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია, მათ შორის, ადამიანის უფლებების არაკონსტიტუციური შეზღუდვის კუთხით და მეორე მხრივ, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება აუცილებელია, რათა ეფექტიანად განვაგრძოთ აქამდე ეფექტიანად წარმოებული ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მსჯელობენ. კანონპროექტი 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

14 ივლისი 2020, 15:28

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვასაც დაესწრო.

ნათია თურნავა

14 ივლისი 2020, 15:27

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ მიუნხენის მიმართულებით ნებისმიერ დროს შეუძლია ფრენების აღდგენა

„ჩვენ შევეხმიანებით „ლუფთჰანზას“, თუ არის შესაძლებელი, რომ უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, მიუნხენის აეროპორტზე შეზღუდვა მოხსნილია და რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება. „გერმანიის მიმართულება არის ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. „ლუფთჰანზასთან" არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნა განიხილონ.

სოზარ სუბარი

14 ივლისი 2020, 15:26

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ასოცირების შეთანხმება ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა

„ამ ჩანაწერის ინტერპრეტაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება ოპოზიცის მხრიდან და არ გამოვრიცხავ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდნაც, რადგან იქაც წარმოდგენილია პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ძალიან ხშირად აქვთ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები და გემოვნება. მაგრამ მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, გამოშვებულია 2 ადამიანი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ ამ შეთანხმებასთან კავშირი და არანაირი პოლიტპატიმრები არ იყვნენ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების მიზნით, 2 ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაული იყო დადასტურებული სასამართლოს მიერ, ციხიდან გამოეშვა. რაც შეეხება გიორგი რურუას, აქ არანაირ პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი არ შეიძლება და გამორიცხულია რამე ჩარევა ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ სასამართლოში მიმდინარე პროცესში, სასამართლო არის ერთადერთი უწყება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი ვოლსკი

14 ივლისი 2020, 15:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზოგიერთ კოლეგას უსუსური ლოგიკა დარჩა, რომ გაამართლოს თავისი განცხადებები

ზოგიერთ კოლეგას უსუსური ლოგიკა დარჩა, რომ გაამართლოს თავისი განცხადებები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი განიხილება. იგი კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ შეფასებებსა და განცხადებებს გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

14 ივლისი 2020, 15:22

პოლიტიკა

ნათია თურნავა: არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს

ძალიან უსამართლოა ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო არის პირველი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში და ისე, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდეს. „რაც კი რამე ცვლილება შედის კანონმდებლობაში და მათ შორის, ეს კანონპროექტიც, გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორც აქამდე გვაქვს შენარჩუნებული დადებითი, პოზიტიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც აქამდე ვზრუნავდით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ამის ბერკეტები გვქონდეს. სხვა არაფრისთვის იქნება გამოყენებული. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი და ეს უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებიც არის ერთ-ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ ამ გამოწვევის ერთგული და ასევე, ეპიდემიოლოგიური გაუარესება არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა თურნავამ.

მაიკლ ჯორდანი; დინ სმიტი

14 ივლისი 2020, 15:09

სპორტი

მაიკლ ჯორდანმა ანდერძის სახით 200 დოლარი მიიღო

მაიკლ ჯორდანმა ანდერძის სახით 200 დოლარი მიიღო. ხუთი წლის წინ გარდაცვლილმა ცნობილმა ამერიკელმა მწვრთნელმა, დინ სმიტმა 180 კალათბურთელისთვის, რომელთაც ავარჯიშებდა, 36 ათასი დოლარი დატოვა. თანხის გაყოფის შემდეგ, როგორც ჯორდანს, ასევე დანარჩენ 179 კალათბურთელს, 200 დოლარი შეხვდა.

14 ივლისი 2020, 15:07

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის უწყება ორი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლების შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

14 ივლისი 2020, 14:59

სამართალი

ბათუმის ბულვარში 2 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელმაც განაცხადა, რომ დანაშაულის განმეორების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე მაღალია. როგორც პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ პროცესზე განმარტა, ბეგიაშვილმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა და მტკიცებულების, კერძოდ დანის, განადგურება სცადა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ფოთში

14 ივლისი 2020, 14:45

საზოგადოება

მომავალი წლიდან ფოთში მეზღვაურთა მომზადება დაიწყება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.

გიორგი გახარია

14 ივლისი 2020, 14:44

ეკონომიკა

გიორგი გახარია: მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

დღეს, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე, ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და რაც მთავარია, კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

14 ივლისი 2020, 14:42

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: საპასუხო ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთთან საზღვარზე შექმნილი ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ამჟამად წინა ხაზზე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენი დანაყოფების საპასუხო ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია. გენერალ-მაიორი პოლად გაშიმოვი და სხვა სამხედროები გმირულად დაიღუპნენ. ასევე განადგურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო საშუალებები, სამეთაურო პუნქტები და ცოცხალი ძალის ასობით ერთეული“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვაგიფ დარგიახლიმ.

სერჟ ორიე

14 ივლისი 2020, 14:40

მსოფლიო

საფრანგეთში „ტოტენჰემის“ ფეხბურთელის სერჟ ორიეს ძმა მოკლეს

კრისტოფ ორიე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ერთ-ერთი ბარიდან გამოდიოდა, როდესაც მისი მისამართით ისროლეს. კრისტოფს, რომელიც თავადაც ფეხბურთელი იყო, ტყვია მუცელში მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 14:38

სამართალი

მამუკა მდინარაძე: ვერ მივიღეთ პასუხი სახალხო დამცველისგან, თუ როგორ აპირებს ის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან

წარმოიდგინეთ რა ზომამდე მიიყვანეს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი, რომ მან სახალხო დამცველს კონკრეტული პარტიული არხის ბულინგისგან დაცვა სთხოვა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი მათ შორის, სახალხო დამცველისგან, თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

14 ივლისი 2020, 14:34

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს ხვალიდან მიიღებს

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს ხვალიდან მიიღებს. დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

14 ივლისი 2020, 14:33

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, რეგიონებში არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინიციატივით, რეგიონებში არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, გაეროს ბავშვთა ფონდის, მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების წარმომადგენლები იღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 14:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მიხელ სააკაშვილმა თვითონ დაადასტურა, რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი და არ აქვს სტატუსი

თავის დროზე, როდესაც მე პირადად ვიხუმრე, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად აღარ დაინიშნა, მადლობას ვუხდიდით უკრაინელ კოლეგებს და ვამბობდით, რომ ყავის მომდუღებლად თუ დაინიშნა, რა ვუყოთ-თქო - ერთი ამბავი ატეხეს ამაზე და გუშინ თვითონ დაადასტურა ამ კაცმა, რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ აქვს,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრობს.