ჟენევის დისკუსიებზე კარასინის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

ანდრეი რუდენკო
ფოტო: mid.ru
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდისთვის ემზადებიან. დღეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები გაიმართება. დღის წესრიგში ტრადიციულად რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს დადებული ხელშეკრულების უპირობოდ შესრულება დგას. ასევე სასაუბრო თემებს შორის კვლავ იქნება გადაადგილების შეზღუდვა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები.
მოლაპარაკებები პირველად იმართება მას შემდეგ, რაც აშშ-ში ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეხვდნენ. საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ მოსკოვმა კონსტრუქციული როლი შეასრულოს და გადაიდგას ნაბიჯები პრობლემების მოგვარებისკენ. დისკუსიების 48-ე რაუნდის დროს მხარეები ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
„უმთავრესი პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვაა. განიხილება დევნილთა დაბრუნების თემაც. პირველ სამუშაო ჯგუფში აუცილებლად დადგება სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების საკითხი. ყველა საკითხზე ველოდებით კონსტრუქციულ გარემოს და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილებები ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ იქნება მიღებული“, - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე.
ცვლილებებია რუსეთის ფედერაციის დელეგაციაში. 11 წლის განმავლობაში ჟენევაში მოსკოვის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იყო. 19 სექტემბერს ის ამ თანამდებობაზე ანდრეი რუდენკომ ჩაანაცვლა. კარასინი კი კარიერას ფედერაციის საბჭოში, სახალინის ოლქის სენატორად გააგრძელებს.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 17:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გახარიამ ღალატის გზა აირჩია - ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება
გახარიამ ღალატის გზა აირჩია - ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 17:32
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: ხან „კოჭლ იხვს“ ეძახიან, ხან რას. არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების სურვილი
„ალბათ ის [სალომე ზურაბიშვილი] დაელოდება გაზაფხულს. მოხდება გარკვეული რეიტინგების გაზომვა, მათ შორის მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესზე. ამის მერე მიიღებს გადაწყვეტილებას. მითუმეტეს, საპრეზიდენტო ვადა გასდის, თან ხან „კოჭლ იხვს“ ეძახიან, ხან რას და იცით“

06 დეკემბერი 2023, 17:26
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი: მკითხაობას ნამდვილად ვერ დავიწყებ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მთავარია ყველა პროევროპულმა ძალამ მწყობრად ვიაროთ, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დავამარცხოთ
მკითხაობას ნამდვილად ვერ დავიწყებ ის რას იზამს, გადადგება, გადმოდგება, პოლიტიკურ პარტია შექმნის თუ არა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა სალომე ზურაბიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 17:25
სამართალი
პროკურატურამ შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

06 დეკემბერი 2023, 17:05
კულტურა
Time-მა 2023 წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანად მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

06 დეკემბერი 2023, 16:50
ეკონომიკა
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აქვთ.

06 დეკემბერი 2023, 16:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებით გამოირჩევიან. მათ ვურჩევდი, რომ ელაპარაკონ არა პოლიტიკოსებს ქვეყნის გარეთ, ეს იქნება ამერიკა თუ სხვა, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ საერთო ჯამში ლეგიტიმაციას ელტვიან არა ქართველი ხალხისგან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქებისგან. თავის დროზე სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდათ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალებისკენ და სწორედ იქ ეძებდნენ ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზიარო ევროპული ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით, არ შეიძლება ისეთი აღქმა შეიქმნას, თითქოს რომელიმე ქვეყანა საქართველოს იყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად
ვფიქრობ სწორედ ჩვენი საზიარო ევროპული ინტერესი და უპირველეს ყოვლისა ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით და არა კოლექტიური მიდგომებით, -

06 დეკემბერი 2023, 16:42
ეკონომიკა
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აღნიშნული შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ომანს შორის შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

06 დეკემბერი 2023, 16:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, რომ ინდივიდუალურად მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური
რაც შეეხება ევროპულ საბჭოს და საუბარს, თითქოს შეიძლება რომელიმე ქვეყანამ დააკავშიროს უნგრეთის პოზიცია საკუთარ პოზიციასთან საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი მიდგომა და კიდევ ერთხელ იქნება საქართველოს ინსტრუმენტალიზაცია, თუ შიდა დისკუსიების გამო საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენება მოხდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია - უნგრეთს ჩვენ მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს და ეს შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული წევრის ხმა გადამწყვეტია და მგონი, რომ ჩვენი ოპონენტები ამაში უნდა დარწმუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:33
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის თაობაზე
აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი.

06 დეკემბერი 2023, 16:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს
ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით.

06 დეკემბერი 2023, 16:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატო-ს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს, რუსეთს ჩვენი რეგიონები ოკუპირებული აქვს
როცა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო გამორჩეულია ყველა ქვეყნისგან იმით, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:14
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა - საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს
„ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა. ნატოსთან ჩვენი სამხედრო კონტინგენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობა აქვს მიღებული ნატოს მისიებში და თავსებადობა ამით უზრუნველყოფილია. საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა. ყველა ამ პარამეტრით, საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

06 დეკემბერი 2023, 16:13
სამართალი
პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 16:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვინც კონტექსტში დააყენებს კენჭისყრის საკითხს - ან სამივე ქვეყანა ერთ პაკეტში, ან არავინ, ის იქნება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მებრძოლი მხარე
ევროპის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის ერთობლივი პაკეტით განხილვას არ გამორიცხავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, რომ უნგრეთის პოზიციის გამო, რომელმაც შესაძლოა დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი, ხოლო საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, განხილოს ერთობლივ პაკეტში.

06 დეკემბერი 2023, 16:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო
„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია“

06 დეკემბერი 2023, 16:00
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე.

06 დეკემბერი 2023, 15:59
მსოფლიო
გამოკითხული ბრიტანელების 71% პანდემიის დროს ბორის ჯონსონის საქმიანობას არ ენდობა
გამოკითხული ბრიტანელების 71% პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საქმიანობას არ ენდობა. ამის შესახებ YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.