ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები, პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა

ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც არის დიდი გამოწვევა საქართველოსთვისაც.
„ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ალბათ ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპა, ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლოს დღის წესრიგი. იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც რა თქმა უნდა არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან, მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა, და მე ეს მჯერა, რომ თქვენ ეს კარგად გესმით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ჩვენ ეს მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 14:05
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 14:05
მსოფლიო
ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დაიწყო
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

15 მაისი 2025, 14:02
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თანადგომით ჩატარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. მან კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და პროგრამაში ჩართულ უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენობრივი ინტეგრაცია ეროვნული ერთიანობის საფუძველია.

15 მაისი 2025, 13:48
პოლიტიკა
დავით ქანთარია: როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს სოსო ჭანტურიას დაუმატა სასჯელი. წაუკითხეს ახალი ბრალი, დაუმატეს ორი წელიწადი, იმ ღამესვე გული გაუსკდა - მორგში სოსოს სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც წამება, არაადამიანური მოპყრობა და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარიამ ისაუბრა.

15 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
დავით ქანთარია: როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. ეს „არაკორუმპირებული“ ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი - მამა და შვილები
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული დავით ქანთარია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.

15 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

15 მაისი 2025, 13:40
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და აჭარაში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

15 მაისი 2025, 13:39
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ განიხილა
ანგარიში კომიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.

15 მაისი 2025, 13:26
მსოფლიო
ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 მაისი 2025, 13:16
პოლიტიკა
დავით ქანთარია: როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც, შემდეგ, რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა სამეგრელოს და დაჩაგრა მთელი სამეგრელო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია, მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

15 მაისი 2025, 13:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: კონტრაქტორს პრობლემების მოსაგვარებლად ვადა მიეცა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ
„მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, სამწუხაროდ, არის პრობლემური. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტრაქტორის დაუდევრობით. ჩვენ მივეცით კონკრეტული ვადა კონტრაქტორს პრობლემის მოსაგვარებლად და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის დათვალიერების შემდეგ.

15 მაისი 2025, 13:07
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თურქული მხარის თხოვნით, დღის მეორე ნახევარში გაიმართება
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთის მხარის თხოვნით სტამბოლში დღის მეორე ნახევარში გაიმართება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

15 მაისი 2025, 12:59
რეგიონი
18 მაისს ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება
18 მაისს, 20:00 საათზე, ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე.

15 მაისი 2025, 12:57
რეგიონი
ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფცია და პროექტი მომზადდება, ქალაქში მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდება
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა(GIZ) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფციის და დეტალური პროექტის მომზადება, მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოსაგანმანათლებლო ლექციების ჩატარების ხელშეწყობა“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

15 მაისი 2025, 12:55
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, გიორგი ღურჯუმელიძის საქმიანობა გურიისთვის გამორჩეულად შედეგიანი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა, დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა გამორჩეულად შედეგიანი იქნება გურიისთვის, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.

15 მაისი 2025, 12:55
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარია, 92 000 ლარი დაიხარჯება ოზურგეთში კორპუსების კეთილმოწყობაზე
ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარს შეადგენს, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.

15 მაისი 2025, 12:41
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „ყაზბეგი“, რისკის პროფილისა და მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 421,39 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

15 მაისი 2025, 12:39
პოლიტიკა
თამაზ წულაია: „უნივერმაღის“ შენობის გარდა [ახალიამ] წაგვართვა 21 ობიექტი. ვის მისცა, რა გააკეთა არ ვიცი. სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომელიც არაა გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა, „უნივერმაღი ენგური“ თავის შვილს გადასცა
პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბიზნესის რეკეტზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული თამაზ წულაია საუბრობს.

15 მაისი 2025, 12:33
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული თამაზ წულაია: კასტილიანი კაცი „ენგურშია“, საწყალი კაცი რომ გააუბედურეს და გააუპატიურეს იმ შენობაში იყო. ეს ინფორმაცია ვინ მომაწოდა და როგორ გაჟღერდა მიხვდნენ და იმ ქალის სადარბაზო მოწამლეს
როგორც მან აღნიშნა, ქალი, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ადამიანების წამება და გაუპატიურება ხდებოდა მის კუთვნილ შენობაში „ენგური“, მოწამლეს და გარდაიცვალა.

15 მაისი 2025, 12:33
პოლიტიკა
თამაზ წულაია: ანაკლიაში, ცენტრში მქონდა 600 კვ.მ. მიწა, საბუთიც მაქვს და რეესტრშიც გატარებულია, ახალაიამ და გოროზიამ, გალავანი მოანგრიეს ტრაქტორებით და სასტუმრო გააშენეს იმ შენობაზე. ჩემთვის არც უკითხავთ, მიითვისეს ეს შენობა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ თამაზ წულაიას უსმენენ, რომელიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ მისი უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტს იხსენებს.