ბაგრატიონები ქონებას ისევ ვერ იყოფენ
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
ფოტო: Facebook
სამეფო ოჯახი ქონებას ისევ ვერ იყოფს. Porsche cayenne-სა და Mercedes-Benz GL-ის შემდეგ, ამჯერად სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი BMW X5-ია. ეს ავტომობილი პირველმა ინსტანციამ საკუთრებაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუტოვა, თუმცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს მიაჩნია, რომ სამივე ავტომობილი უნდა გაიყონ.
აღნიშნულ საქმეზე სხდომა დღეს გადაიდო, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ამას ოჯახის წევრები. რაც შეეხება იმ მიმართულებით დავას, თუ რომელი „უფრო ბაგრატიონია“, ამ თემაზე ისტორიკოსები სასამართლოს აკრიტიკებენ და განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა სწორედ სასამართლოს ჰქონდა, თუმცა მან ეს თავიდან აირიდა.
მხარეებს შორის დავის საგანი 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო. სასამართლომ მაისში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 18:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს.
30 ივლისი 2026, 18:16
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრში“ დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა
თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზადება/გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში. კერამიკული ნაკეთობების დამზადების მომზადება/გადამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა, მათ შორის პროგრამა განხორციელდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში.
30 ივლისი 2026, 18:13
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება
„პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება, იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ 30-წლიანი დაძველების ფიგურებს ან თუ ვინმე ახალგამოჩენილი ფიგურაა, მისგან ვერ ისმენენ ვერაფერს ახალს და განსხვავებულს“, - მიიჩნევს ნიკოლაშვილი.
30 ივლისი 2026, 18:09
საზოგადოება
გიორგი შანიძე: რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ვიღაც ფეხით ანგრევდა ტაძრის კარს, შეურაცხყოფდა მონასტრის კედლებს და ა.შ. როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება
როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს და აუცილებლად პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება, - განაცხადა მსახიობმა გიორგი შანიძემ „დღის ქრონიკაში“, რომელმაც საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დააანონსა, რაც ქვეყანაში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული.
30 ივლისი 2026, 18:05
რეგიონი
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ეწვივნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი და ჰაბის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირებისა და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 18:03
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 18:01
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საჭიროებების მიმართ. მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.
30 ივლისი 2026, 17:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: სიძულვილის ენა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის გამოწვევა. ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანას შეეხო, იმიტომ რომ სიძულვილის გამოხატვა იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, დაძაბულობას, რადიკალიზაციას და ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ძალიან უარყოფითად აისახება
„არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. შეიძლება თავიდან, რაღაც ეტაპზე საზოგადოებისთვის ეს სიახლე იყოს. მაგალითად, როდესაც შეიქმნა სამმართველო, რომელიც თვალს ადევნებს ასეთ სამართალდარღვევებს და შესაბამისად რეაგირებს. ამას უნდა მივეჩვიოთ. ეს ნორმალური ამბავია. არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, მის მიმართ სიძულვილის გამომხატველი ლექსიკა გქონდეს. ეს ნებისმიერ დემოკრატიულ, ცივილურ სახელმწიფოშიც დარღვევაა. ევროკავშირის სახელმწიფოებში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა კახიანმა.
30 ივლისი 2026, 17:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინაში 100-ზე მეტ სამხედრო კომისარიატში საგამოძიები მოქმედებები ტარდება
უკრაინის მასშტაბით 100-ზე მეტ სამხედრო კომისარიატში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: ვხედავთ, როგორი დაპირისპირება აქვთ. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა თავისი ავატარი აირჩიოს პარტიის თავმჯდომარედ. მართლაც არასერიოზულად ჩანს ის განცხადებები, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ. სააკაშვილი ბოლომდე არ ენდობა თავის წევრებს
ვხედავთ, როგორი დაპირისპირება აქვთ. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა თავისი ავატარი აირჩიოს პარტიის თავმჯდომარედ. მართლაც არასერიოზულად ჩანს ის განცხადებები, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ. სააკაშვილის ბოლომდე არ ენდობა თავის წევრებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
30 ივლისი 2026, 17:51
საზოგადოება
ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის N12-14-ში დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2 და 3 აგვისტოს, ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან პოზიტიური ინფორმაცია გაიგო ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ და ეს ყველაფერი არის არაღიარების პოლიტიკის შედეგი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ არაღიარების პოლიტიკაა
ძალიან პოზიტიური ინფორმაცია გაიგო ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ და ეს ყველაფერი არის არაღიარების პოლიტიკის შედეგი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ არაღიარების პოლიტიკაა. ერთი მხრივ დეოკუპაცია და მეორე მხრივ არაღიარების პოლიტიკა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
30 ივლისი 2026, 17:48
სამართალი
პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 17:44
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.
30 ივლისი 2026, 17:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, რაც არაერთ მოქმედებაში ჩანს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოზიტიური დინამიკის შემადგენელია მათ შორის ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება
ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, რაც არაერთ მოქმედებაში ჩანს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოზიტიური დინამიკის შემადგენელია მათ შორის ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი დიაზის დანიშვნასთან დაკავშირებით.
30 ივლისი 2026, 17:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება
რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
30 ივლისი 2026, 17:32
ეკონომიკა
ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში: ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს
საერთაშორისო საფინანსო გამოცემა The Banker საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან ქვეყნის ხუთი უმსხვილესი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ინტერვიუს აქვეყნებს.
30 ივლისი 2026, 17:30
სამართალი
პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თითქოსდა ავტომანქანების შესაძენად ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით, 1 238 531 ლარი გამოართვა. თანხის ჩარიცხვის იმიტაციით და ყალბი ქვითრის წარდგენით, დაზარალებული დაარწმუნა, რომ თანხა საბანკო ანგარიშზე სრულად შეიტანა, 1 238 531 ლარს თაღლითურად დაეუფლა, რის შემდეგაც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიიმალა.
30 ივლისი 2026, 17:27
მსოფლიო
ევროკავშირმა კიევისთვის 8,35 მილიარდი ევროს სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანა
ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანა.
30 ივლისი 2026, 17:21
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.


