imedi /  17 აპრილი 2019, 11:18 / სანდო წყარო

დავით და ანა ბაგრატიონები ქონების გაყოფაზე სასამართლოში დავობენ

ბაგრატიონები

ანა და დავით ბაგრატიონები

დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ დღეს სასამართლო იმსჯელებს. სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.

მხარეებს შორის დავის საგანია 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი. დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ის და მისი ყოფილი მეუღლე 2012 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მისივე თქმით, მხარეებმა 2015 წელს განქორწინების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და უარი თქვეს ერთმანეთთან ქონებრივ პრეტენზიებზე.

საპასუხოდ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება ესპანური კანონმდებლობისთვის შედგა და ისინი არა თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე, არამედ ეკონომიკური კომპენსაციის გადახდაზე ამბობენ უარს. მისივე თქმით, არიან  მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2012 წლის შემდეგაც ერთად ცხოვრობდნენ. მისი თქმით, ამ ფაქტს ადასტურებს 2013-15 წლებში საგურამოს დაფარვის ზონაში არსებული ანძებიდან ამოღებული ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ანა ბაგრატიონის ნომერი 730-ჯერ არის დაფიქსირებული.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა.

ასევე სამართალდამცავი ორგანო იძიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.

ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 12:24

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

14 აგვისტო 2020, 12:17

COVID19

პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა.

14 აგვისტო 2020, 12:05

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.

გიტანას ნაუსედა

14 აგვისტო 2020, 12:01

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: არ ვფიქრობ, რომ კვლავ შეგვიძლია ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ვუწოდოთ

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:59

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 5 დაბა სტეფანწმინდიდანაა, 4 კი სოფელ გარბანს უკავშირდება, სადაც ორი დღის წინ სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩაატარეს და გამოსაკვლევად 300-ზე მეტი ნიმუში გადააგზავნეს.

ეკატერინე დგებუაძე

14 აგვისტო 2020, 11:56

საზოგადოება

სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა სადეზინფექციო საშუალებებით აღიჭურვება

განათლების სამინისტრო, სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:56

საზოგადოება

უმაღლესი სასწავლებლებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

უმაღლესი განათლების მიმართულებით ცალკე რეკომენდაციები მუშავდება - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:53

საზოგადოება

სექტემბრიდან სკოლებში სახელოვნებო წრეებიც გაიხსნება

„შემუშავებულ რეგულაციებში სახელოვნებო წრეებიც წერია - თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეებიც და ის ადამიანებიც, რომელნიც ამ პროცესს უწევენ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ჩვეულებრივი; იქნება სპორტული გაკვეთილებიც, სახელოვნებოც“.

თამარ გაბუნია

14 აგვისტო 2020, 11:51

საზოგადოება

თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას დროებით იზოლირებულ ოთახში მოათავსებენ

თუ სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ მაინც შეიცვლება, აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სკოლაში არ გაუშვან.

მესტიის მუნიციპალიტეტი

14 აგვისტო 2020, 11:50

COVID19

სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ლენჯერის თემში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მესამე დღეა სოფელი ჩაკეტილია და იქ დაწესებული რეგულაციები მოქმედებს. აკრძალულია შიდაგადადგილებაც კი. დღეისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში ეს სოფელი ერთ-ერთი პრობლემურია. კორონავირუსზე ტესტირება ლენჯერში ყველა მოქალაქემ გაიარა.

ანდრეი ბაბიში

14 აგვისტო 2020, 11:41

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

14 აგვისტო 2020, 11:41

საზოგადოება

გაეზრდებათ თუ არა მასწავლებლებს სამუშაო საათები

იმ მოდელმა, რომელსაც განათლების სამინისტრო სკოლებს სთავაზობს, მასწავლებლებისთვის სამუშაო საათების ზრდა არ უნდა გამოიწვიოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არის სკოლების გარკვეული რაოდენობა, სადაც აუცილებელია მასწავლების საათების გაზრდა, განათლების სამინისტრო ამ მიმართულებითაც მუშაობს.

ირაკლი ღარიბაშვილი, თეა ახვლედიანი

14 აგვისტო 2020, 11:39

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრთან ერთად, გმირებს პატივი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა და სხვა სამხედრო პირებმა მიაგეს.

14 აგვისტო 2020, 11:38

საზოგადოება

ზოგ სკოლაში, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათიც დაემატოს

„ესაა რეკომენდაცია და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, იმ საათების რაოდენობა, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

14 აგვისტო 2020, 11:32

საზოგადოება

სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება

„მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ იყოს დაცული ერთი მეტრი დისტანცია, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სავალდებულოდ არის განსაზღვრული ყველა იმ პირისთვის, ვინც სკოლაში მუშაობს, შედის, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მასწავლებელი სავალდებულოდ განისაზღვრა პირბადის ტარება, მაგრამ სავალდებულო არ არის პირბადის მოხმარება სწორედ სკოლის მოსწავლეებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

14 აგვისტო 2020, 11:29

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიცირებას და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

ენტონი ფაუჩი

14 აგვისტო 2020, 11:26

COVID19

ენტონი ფაუჩი: თუ კორონავირუსს არ გავაკონტროლებთ და ქვეყანას ფრთხილად არ გავხსნით, გამანადგურებელ შედეგებს მივიღებთ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელება კონტროლს უნდა დაექვემდებაროს და ქვეყნის გახსნა ფრთხილად უნდა მოხდეს.

ამირან გამყრელიძე

14 აგვისტო 2020, 11:26

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია

„დღეის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 2800-მდე ნიმუშია გამოკვლეული, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ინფექცია ძირითადად ლოკალიზებულია ლენჯერის თემში, თუმცა რამოდენიმე შემთხვევა გვაქვს დაბა მესტიაშიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14 აგვისტო 2020, 11:24

ეკონომიკა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $188.7 მილიონი შეადგინა

2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

14 აგვისტო 2020, 11:19

საზოგადოება

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.