შრომის ინსპექციამ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო 50 ათასი ლარით დააჯარიმა

ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის
მშენებლობა
ფოტო: არქივი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, შრომის ინსპექციამ წელს არაერთხელ შეამოწმა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტები, რის საფუძველზეც კომპანიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენეს.
„ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას, რომელსაც აწარმოებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში, მოხდა უბედური შემთვევა, რასაც მოჰყვა ერთი დასაქმებულის გარდაცვალება.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მყისიერად დაიწყო უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცედურები. მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციამ მიმდინარე წელს არაერთხელ განახორციელა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანიის მიმართ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.
გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენოს სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.
შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა“, - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 15:07
რეგიონი
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ბახვში სახალხო დღესასწაულს დაესწრო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

05 დეკემბერი 2023, 15:07
პოლიტიკა
ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ
მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, 11 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაცა წავა, ვიღაცა მივა.

05 დეკემბერი 2023, 15:00
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.

05 დეკემბერი 2023, 14:59
პოლიტიკა
ანა წითლიძე: სამუშაო ჯგუფის ფორმატში არცერთი ისეთი საკითხი, რომელიც ჯგუფში შემავალ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ რეალურად არ არის გათვალისწინებული
თუ ოპოზიციის მონაწილეობაზეა საუბარი, ოპოზიციის მონაწილეობა უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ ეს სამოქმედო გეგმა შედგებოდა, - ეს კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ 9 პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

05 დეკემბერი 2023, 14:57
LIVE ისრაელი
„ცაჰალმა“ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა მიიტანა
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ავიაიერიშების სამიზნე დაჯგუფების ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამხედრო კომპლექსი და გამშვები პუნქტი იყო.

05 დეკემბერი 2023, 14:51
პოლიტიკა
გია აბაშიძე რუსეთისთვის ე.წ. სანქციების დაწესებაზე: გამოდის, რომ გვერდის ავლა ხდება დასავლეთში და შემდეგ იქაური ცალკეული აქტორებისგან საქართველოს უნამუსო დადანაშაულება
ევროპულ POLITICO-თვის გაზიარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ სანქციებზე თაღლითობა, უფსკრული ხარვეზებში და ფართოდ გავრცელებული გვერდის ავლა ნიშნავს, რომ ნავთობის შემოსავლები კვლავ ავსებს მოსკოვის ომის ზარდახშას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

05 დეკემბერი 2023, 14:51
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს
„იმდენად შეაძულა თავი თავისი პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომა, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს. მესმის ამ პარტიის წევრების. ისე ამას საბოლოო ჯამში დავარქმევდი შემდეგს, რასაც დასთეს იმას მოიმკი, მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიპტიკურ სცენარებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“,- აღნიშნა ოდიშარიამ.

05 დეკემბერი 2023, 14:49
მსოფლიო
ხერსონში რუსული ძალების იერიშის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა
ხერსონში, მორიგი დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქის ცენტრი დილიდან რუსული თავდასხმის სამიზნეა.

05 დეკემბერი 2023, 14:45
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“
არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის, რაც პოლიტიკურ ნაწილში ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხდება, კანონზომიერია.

05 დეკემბერი 2023, 14:43
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაზე: ბიჭებო ჩამოყალიბდით, ერთმანეთს მიუტევეთ, შერიგდით - ასე უხერხულია, ხალხი გიყურებთ
„სამი მოქმედი პირი ჰყავთ. ერთია „კეზერა“, მეორე - ხელმოცარული ბელადი სააკაშვილი და მესამე, მათი ამომრჩეველი, რომელიც დაბნეულია, რა ქნას არ იცის. პროცესი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ქართული საზოგადოებისთვის კარგია, რადგან დაქუცმაცებული, ჩამოშლილი მწვალებელთა პარტია ყველასთვის მისაღები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

05 დეკემბერი 2023, 14:37
მსოფლიო
Politico: უკრაინის საკითხზე ვიქტორ ორბანის წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს
ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს.

05 დეკემბერი 2023, 14:29
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: პოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დაპოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს , - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 14:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული
ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული,- ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 14:20
პოლიტიკა
ანი წითლიძე: პრობლემა ის არის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ტრიალებს ძალიან დიდი შავი ფული საარჩევნოდ
ტყუილია, რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნა არის მსგავსი. არსად არ წერია, რომ ვენეციის კომისიას ეს პუნქტობრივად ჩაეწერა. მათი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, - ეს კომენტარი „ნაციონალური მძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე საუბრისას გააკეთა.

05 დეკემბერი 2023, 14:18
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას - შავი ფულის ტრიალის იმედი ნუ ექნებათ. ხალხთან იმუშაონ და იქნებ ბარიერი გადალახონ
ეს არის ევროდირექტივა, რეკომენდაცია, სადაც იურიდიულ პირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალებათ და ჩვენ ამას მივესალმებით და ეს რეკომენდაცია მივიღეთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 14:15
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა სალომე სამადაშვილზე: ქალი, რომელიც პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უკადრებელს კადრულობს, შეურაცხყოფს პარლამენტს და პარლამენტარებს
ექსპერტის განცხადებით, სამადაშვილი გრძნობს, რომ 2024 წელს პარლამენტარობას დაემშვიდობება, საკუთარი უსაქციელობით კი ცდილობს, უცხოელ პატრონებს თავი მოაწონოს.

05 დეკემბერი 2023, 14:14
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა თან ნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

05 დეკემბერი 2023, 14:10
რეგიონი
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამება- ჯიხეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა.

05 დეკემბერი 2023, 14:07
მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 23 ადამიანი ემსხვერპლა
მთა, სადაც მარაპი მდებარეობს, ვიზიტორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის დროს, რაიონში 75 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 52 პირის ევაკუაცია მოხერხდა.

05 დეკემბერი 2023, 14:03
რეგიონი
სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაგეგმილზე უფრო ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.