საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდს გამოეხმაურა
ფოტო:არქივი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდს გამოეხმაურა. უწყების ცნობით მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ მონაკვეთზე უკანონო პროცესებს პირველად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანას ტყეში დაიწყეს ხეების მონიშვნა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.
„საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე.
მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა. განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, როგორც ვითარების დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი. ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემო დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის 2008 წლის 12 აგვისტოს შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას მაშინ, როცა საქართველო პირნათლად ასრულებს შეთანხმების ყველა პირობას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის საკითხი, რამაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.
განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.
განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის საჭიროება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად წარმოადგენდა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.
„საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულებისკენ, იმ პირობებში როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაციაში ცვლილებებია. 11 წლის განმავლობაში ჟენევაში მოსკოვის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იყო, 19 სექტემბერს ის ამ თანამდებობაზე ანდრეი რუდენკომ ჩაანაცვლა. კარასინი კარიერას ფედერაციის საბჭოში, სახალინის ოლქის სენატორად გააგრძელებს.
ჟენევაში მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2 ივლისს დაიწყო და 3 ივლისს დასრულდა.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 18:11
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაყენებაზე უნგრეთის პარლამენტის მიღებულ კანონთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილზე: ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად
ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საქართველო დღევანდელი მოცემულობით არა თუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
14 ივლისი 2026, 17:46
კულტურა
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის საპორტო ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ქიშის კუნძულზე მდებარე პორტში იერიშების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
14 ივლისი 2026, 17:42
საზოგადოება
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:38
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ლევან ცუცქირიძეს პარტია „ახალის“ წევრი მაია კალანდია დაუპირისპირდა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდში პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გამართულ შეხვედრას.
14 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
FT: ამერიკელ დიპლომატებს ადრე გლობალური გავლენა ჰქონდათ, ახლა კი პრეზიდენტის ტყვეობაში არიან
ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკული საელჩოების ნახევარზე მეტში, ელჩის თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. FT წერს, რომ დიპლომატიურ მისიებში სამუშაო ძალა ტრამპის ადმინისტრაციამ 3000 ადამიანით შეამცირა. გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტი არამხოლოდ განზეა გაწეული, არამედ ალყაშია მოქცეული.
14 ივლისი 2026, 17:31
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ურბანული ტყის“ პროექტის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა - „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტი დასრულების ეტაპზეა
თბილისში „ურბანული ტყის“ პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.
14 ივლისი 2026, 17:27
მსოფლიო
„ბნელი დღე უნგრეთის დემოკრატიისთვის“, „კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს“ - უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
14 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: იყო ძიება და კვლევა ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები და დაფინანსების წყაროები
დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული და დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მიყვანას რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
14 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
14 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
14 ივლისი 2026, 17:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.
14 ივლისი 2026, 17:07
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს
„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.
14 ივლისი 2026, 16:24
საზოგადოება
წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 16:20
საზოგადოება
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.
14 ივლისი 2026, 16:19
ეკონომიკა
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
14 ივლისი 2026, 16:00
საზოგადოება
Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა
პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).


