imedi /  15 ოქტომბერი 2019, 17:02 / სანდო წყარო

გახარია: ჩვენთვის სომხეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანი

გიორგი გახარია
ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გიორგი გახარიას განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას თბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ რწმენას, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს მეგობრობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ეფექტური გახდეს. 

გიორგი გახარიას განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ისაუბრეს ტრანსპორტის და ენერგომატარებლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა ეკონომიკა. აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება. ვისაუბრეთ ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული განზომილებაც და აღვნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სომხეთის პრემიერმინისტრის განცხადებით კი სომხურ-ქართული ურთიერთობები გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე უნდა განვითარდეს. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დინამიკა, ურთიერთნდობის დონე და აღნიშნული ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დღეს დაიწყო

ყველა სიახლე

ესმაელ ბაღაი

10 ივნისი 2026, 13:46

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევამ დიპლომატია დააზიანა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაელ ბაღაის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევამ დიპლომატიას ზიანი მიაყენა.

10 ივნისი 2026, 13:42

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

10 ივნისი 2026, 13:41

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით.

რობერტა მეცოლა

10 ივნისი 2026, 13:21

მსოფლიო

რობერტა მეცოლა: აშშ-თან სავაჭრო უთანხმოებების ფონზე ევროკავშირმა ისწავლა, რომ „დუმილი ზოგჯერ ოქროა“

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო დაპირისპირებების პირობებში ემოციური რეაგირების ნაცვლად სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის მნიშვნელობა გაიაზრა. ინფორმაცია The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 13:11

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს საპროკურორო უფლებამოსილების განმახორციელებელ და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად.

10 ივნისი 2026, 13:04

საზოგადოება

ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - „ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა“

ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 12:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!

ევროკავშირი იხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს და თავი მოიკალით თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში? ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან,

10 ივნისი 2026, 12:45

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო, შენგელია კი მატჩის MVP გახდა

ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა. მან მოედანზე სულ რაღაც 17 წუთი და 55 წამი გაატარა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ ამ დროში 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მართალია, ბრისუელამ და იეგომ მასზე მეტი ქულა დააგროვეს, თუმცა შენგელიამ მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით ყველას გადაასწრო, ხოლო როცა მისი ლიდერობით კატალონიელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი დაასვენა.

10 ივნისი 2026, 12:35

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული იერიშების დროს სამიზნეების 70% დააზიანეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების სამიზნეების დაახლოებით 70% დაზიანდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 12:25

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია, - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 12:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემდეგი ცვლილება პლენარული სხდომის სხვა დღეს ჩანიშვნას შეეხება და შესაბამისი ნორმა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი“.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ., არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა

იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

10 ივნისი 2026, 11:56

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, ბლოკმა ახალი წევრები მიიღოს ისე, რომ მათ დროებით გარკვეული უფლებები შეზღუდული ჰქონდეთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს მოსახლეობის მხარდაჭერაში რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს

ისე წარმოაჩენენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია „ქართულ ოცნებაში“ და ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული, რომ აქვს გადამწყვეტი როლი ამაზე მგონი არავის არ დავობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებაზე: არავინ უზღუდავს ბიზნესმენს პოლიტიკურ განცხადებას თუ აზრის გამოთქმას

„როდესაც ცდილობენ გარე დაფინანსებითა და წაქეზებით საქართველოში შუღლის დანერგვას, საზოგადოების გახლეჩვას, ფაშისტური იდეოლოგიის შემოტანას საქართველოში, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს, (იურიდიული პირები) როგორც საწარმოს, მომხმარებლების მიმართ ჰქონდეს თანაბარი მოპყრობა, თანაბარი განწყობა, მისი პოლიტიკური განწყობის გამო არ შეუქმნას მტრული გარემო მოქალაქეებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

10 ივნისი 2026, 11:47

კულტურა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუ საზოგადოება შეადარებს წინა ხელისუფლებას, ნახავს, რომ დრამატულად შემცირებულია საჩივრების რაოდენობა, რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საქართველო ამ მხრივ არის სანიმუშო. შედარება შეგიძლიათ ნებისმიერი სახის მოიყვანოთ და ყველა შედარებაში საქართველო კარგ შედეგებს აჩვენებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვის პასუხად, თუ როგორ ასრულებს საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი

„რაც შეეხება ადმინისტრაციულ მიმართულებას, თუ იგულისხმება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, პრობლემა პოლიტიკურ მოტივაციაშია, რომელიც აქვთ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისას. ამას თავისი მიზეზები აქვს, ვინაიდან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები არის წახალისებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი გარედან. სანამ ეს დაფინანსება და წახალისება არსებობს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები და გადაცდომებიც მოხდება. მთავარი გამოწვევა არის, რომ ბრიუსელი და სხვა დედაქალაქები, რომლებიც საქართველოში აქეზებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დარღვევებს, შეწყვიტონ საქართველოს სამართლებრივი სისტემის მართლწესრიგის მოქმედება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წახალისება. არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ამ პლანეტის ნებისმიერ წერტილში რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად

ეს არის ჯო უილსონის აკვიატება. ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება ცუდი მისთვის. ამ აკვიატებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საინფორმაციო ხმაური შექმნას თორემ უკაცრავად, მაგრამ აშშ ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპიაშვილი ჯო უილსონის ინიციატივით მიღებულ კანონოროექტს, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებას ირანის და რუსეთის სადაზვერვო ქსელების მოქმედების შესწავლას ავალდებულებს.