imedi /  21 ოქტომბერი 2019, 17:12 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტრო: სახელმწიფო ვაზაგაშვილებს კომპენსაციას 18 იანვრამდე გადაუხდის

იური ვაზაგაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლე არ არის და საზოგადოების მოტყუების მცდელობაა. ამის შესახებ განცხადება სამინისტრომ გაავრცელა. 

კერძოდ, ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა მას შემდეგ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ, რაც გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა ამოიწურება. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 18 ივლისს მიიღო, 18 ოქტომბერს კი ამოიწურა მისი  გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, სახელმწიფომ მოსარჩელე მხარეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია უნდა გადაუხადოს 18 ოქტომბრიდან სამი თვის ვადაში − ე. ი. 2020 წლის 18 იანვრამდე.

"ვინაიდან გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში − 2019 წლის 18 ოქტომბრამდე − არცერთ მხარეს  არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება 3 დღის წინ შევიდა ძალაში და დაიწყო ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ათვლა. იუსტიციის სამინისტროსა და მოსარჩელე მხარის ადვოკატს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია. მან აღსრულებისთვის საჭირო საბანკო მონაცემები და დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.

შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, კომპენსაციის თანხა სახელმწიფოს 18 ოქტომბრამდე უნდა გადაეხადა და  მან ეს ვალდებულება არ შეასრულა, არის ყალბი", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კორტების მიმდებარედ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით რამდენიმე მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველი დააკავა. 

საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს  6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლევან ბეროძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის განაჩენი უცვლელად, ძალაში დატოვა.

ყველა სიახლე

ნინო თანდილაშვილი

08 დეკემბერი 2023, 13:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამის გუნდს მხარდაჭერისა და იმ პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც უკვე ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა საქართველოში, მათ შორის საფრთხეების რუკების შექმნის კუთხით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

08 დეკემბერი 2023, 13:57

მსოფლიო

ორბანი: უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე

როგორც ცნობილია, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

08 დეკემბერი 2023, 13:53

მსოფლიო

რუსეთმა ხარკოვზე 6 სარაკეტო დარტყმა განახორციელა

მისივე თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი. ასევე იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულება, საბავშვო მოედანი და 20-მდე ავტომობილი.

ავთანდილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 13:52

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მერია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

ოზურგეთის მერია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა - ამის შესახებ მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

ჰანტერ და ჯო ბაიდენები

08 დეკემბერი 2023, 13:46

მსოფლიო

ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა

როგორც საბრალდებო დასკვნაში წერია, ჰანტერ ბაიდენი „მონაწილეობდა 4-წლიან სქემაში, რომ არ გადაეხადა მინიმუმ 1,4 მილიონი დოლარის ფედერალური გადასახადები“.

მაია ბითაძე

08 დეკემბერი 2023, 13:44

საზოგადოება

მაია ბითაძემ თსუ-ის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი უფლებების თაობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

გარემოსდაცვითი უფლებები ორ მიმართულებას მოიცავს: ეკოცენტრულს, რაც გულისხმობს გარემოს და მისი შემადგენელი კომპონენტების დაცვას (ფლორა, ფაუნა ცოცხალი ორგანიზმები, ნიადაგი, წყალი, ჰაერი), მეორე დოქტრინაა ანთროპოცენტრული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს, რომ უნდა დავიცვათ გარემო, რადგან დავიცვათ ადამიანის უფლებები. ასევე, უნდა გავაკონტროლოთ ადამიანის ქმედება, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს, რათა შემდეგ ბუნებამ ნაკლები ზიანი მიაყენოს ადამიანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

08 დეკემბერი 2023, 13:38

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს.

08 დეკემბერი 2023, 13:17

თავდაცვა

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ

საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება და სამხედრო მოსამსახურეების სკოლებში მოსწავლეებთან ინფორმაციული შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 13:08

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილმა, ბელგიაში, მგვ ორგანიზაციებთან ერთად, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის.

არჩილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 13:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებითო - შევიდა პარლამენტში, მერე თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა

„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით - შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარი კასპაროვი

08 დეკემბერი 2023, 12:59

მსოფლიო

გარი კასპაროვი: აშშ-ის მთავრობა აგრძელებს სამაშველო რგოლის გადაგდებას რუსეთისა და პუტინისთვის

აშშ აგრძელებს სამაშველო რგოლის გადაგდებას რუსეთისა და პუტინისთვის, - ამის შესახებ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარი კასპაროვი X-ზე წერს.

08 დეკემბერი 2023, 12:50

საზოგადოება

დატოვა წერილი და კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის და ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კაცი სახლიდან 7 დეკემბრის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

08 დეკემბერი 2023, 12:39

საზოგადოება

ზოგადი განათლების მიმართულებით კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ გახსნა, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებისსამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 12:11

სამართალი

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 487,55 გრამი) გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

08 დეკემბერი 2023, 12:06

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს

ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე გაცხადებულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 12:00

ეკონომიკა

ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86 %-ით გაიზარდა

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

გოგა ხაინდრავა

08 დეკემბერი 2023, 11:55

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ლელო სად ხარ- ურსულა, ბორელი და მიშელი პეკინში, სი ძინპინთან არიან

„ლელო! ალო! ლელო! - სამადაშვილი, უსუფაშვილი, თინა! სად ხართ? გძინავთ!? ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია შეიცვალა! პეკინში არიან: ურსულა, ბორელი და მიშელი! სი ძინპინთან! სტრატეგიულ პარტნიორობას იჩემებენ! სასწრაფოდ სტატუს გადახედეთ! მაგათ სტატუსს! ხაზარაძე ჩართეთ!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

08 დეკემბერი 2023, 11:51

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამის კონკურსის ფარგლებში შეირჩა და დაფინანსდა 13 პროექტი, ჯამში გაიცა გრანტები 100 000 ლარის ოდენობით

ოზურგეთის მერიამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა განახორციელა, - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

08 დეკემბერი 2023, 11:46

რეგიონი

გიორგი ჩაკვეტაძე და გრეტა წიწავა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრნენ

„თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა გიორგი ჩაკვეტაძემ და მოკვლევის ჯგუფის წევრმა გრეტა წიწავამ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და აღმზრდელ-პედაგოგებს გაესაუბრნენ“.

ავთანდილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 11:44

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა

მერმა ყურადღება ასევე გაამახვილა წყალმომარაგების სამუშაოებზეც, სადაც არაერთი მიმართულებით ეფექტურად იმუშავა მუნიციპალურმა კომპანია „სატისმა“ და სოფლებსა თუ ქალაქში, არაერთ ლოკაციაზე განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.