სტრასბურგის სასამართლომ 2004-2008 წლებში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკების „ჩადების“ პრაქტიკის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დააკმაყოფილა მომჩივნის პრეტენზიები 2007 წელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ თაობაზე.
სამინისტროს ცნობით, მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ სოდ-ის თანმშრომლებმა ნარკოტიკები მასთან განზრახ განათავსეს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდა უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს; მომჩივანსა და მისი ოჯახის წევრებს თვითნებურად ეთქვათ უარი ჩხრეკის დროს დამოუკიდებელი მოწმეების დასწრებაზე; შიდა სასამართლოებმა კი, სათანადოდ არ განიხილეს დაცვის მხარის არგუმენტები სადავო მტკიცებულებების თაობაზე.
კერძოდ, 2007 წლის 3 ივლისს, ნარკოტიკების ფლობის საფუძველზე, მომჩივანი მანქანით გადაადგილებისას სოდ-ის თანამშრომლებმა გააჩერეს, გაჩხრიკეს და როგორც შარვლის ჯიბიდან, ისე მანქანიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოუღეს, რასაც მომჩივანი აპროტესტებდა და ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკები არ ჰქონია. იმავე დღეს, მომჩივნის დაკავებისა და ჩხრეკის პარალელურად, სოდ-ის თანამშრომლები, მერაბ მეგრელიშვილის მეუღლის, სიდედრისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ მის ბინასა და ავტოფარეხს, სადაც დამატებით იპოვეს ნარკოტიკული საშუალებები (სახლის აივანსა და ავტოფარეხში).
ჩხრეკის ოქმები ადასტურებს, რომ მომჩივანსა და მისი ოჯახის წევრებს არ მისცეს საშუალება, ჩხრეკას დასწრებოდნენ მომჩივნის ადვოკატი ან დამოუკიდებელი მოწმეები. მომჩივანმა და მისი ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს ჩხრეკის ოქმების ხელმოწერაზე და აღნიშნეს, რომ ნარკოტიკები „ჩაუდეს“ სოდ-ის თანამშრომლებმა.
2007 წლის 4 ივლისს მომჩივანს ბრალი წაუყენეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის. 2008 წლის 31 მარტს მომჩივანი დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 16 ივლისს, ხოლო 2008 წლის 19 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა მომჩივნის საკასაციო საჩივარი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა შემდეგი გარემოებების გამო:
1. ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სასამართლო ზედამხედველობა არ განხორციელებულა;
2. ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, თუმცა, დასაბუთებული არ ყოფილა, რა გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია ჩხრეკის ამ ფორმით ჩატარება;
3. ჩხრეკას არ დაასწრეს დამოუკიდებელი მოწმეები;
4. სასამართლო განხილვის ეტაპზე ამგვარ საეჭვო ვითარებაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება სათანადოდ არ გაანალიზდა;
5. საეჭვო ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკების გარდა, საქმეში არ ყოფილა სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის ბრალეულობას დაადასტურებდა.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კუმულაციურად – ჩხრეკის დროს არსებულმა პროცედურულმა ხარვეზებმა, არაადეკვატურმა სასამართლო შემოწმებამ და საქმეში არსებულმა სხვა სუსტმა დამადასტურებელმა მტკიცებულებებმა მთლიანობაში დაარღვია მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა 3 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ საკუთარი არგუმენტაცია დააყრდნო 2019 წლის 14 მარტს საქმეზე – „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გამოტანილ გადაწყვეტილებას, სადაც მომჩივანი, აგრეთვე, ჩიოდა 2005 წელს შსს-ის თანამშრომლების მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ გამო. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეშიც კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა, რადგან ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, და სასამართლო განხილვის ეტაპზე ეს საეჭვო გარემოებები არ აღმოფხვრილა“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.


