imedi /  23 ოქტომბერი 2019, 14:36 / სანდო წყარო

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს რა შემთხვევაში დაუბრუნდება პოლიტიკას

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია იმ მამოტივირებელ ფაქტორს ასახელებს, რომლის გამოც შესაძლოა ის პოლიტიკაში დაბრუნდეს. "ძირითადი, რაც მიბიძგებს, პოლიტიკაში შევიდე, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავ.", - განაცხადა გიორგი ქობულიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

ქობულიას თქმით, ქვეყანს ბევრი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გაცილებით მეტს მიაღწიოს, ვიდრე აქამდე. 

"ეს ეხება ეკონომიკურ განვითარებას, ხალხის კეთილდღეობას. მე რომ ამ ბრძოლაში ჩავება, რა თქმა უნდა, უნდა დავინახო, რომ ჩემს ბრძოლას შეიძლება, რეალისტური შედეგი მოჰყვეს. მე ამას მარტო ვერ გავაკეთებ. არ ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც სათავეში უნდა ვიყო, მაგრამ უნდა ვიყო გუნდში და ჩვენ ვიყოთ გუნდი იმ ხალხისა, რომელიც ჩემს პრინციპებს და ხედვებს გაიზიარებს. არ არის აუცილებელი, ყველა ხედვა და პრინციპი გაიზიარონ. შეიძლება, მე გავიზიარო მათი, ნაწილობრივ, მაგრამ ჩვენ რაღაც პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. მეორე – ამ გუნდს უნდა ჰქონდეს რეალური შანსი, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში რაღაც შედეგს მიაღწიოს", – განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, გიორგი ქობულიას პერსონა არა ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. საუბარია ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“  27 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გიორგი ქობულია პორტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ცხრა თვის განმავლობაში მას არც ერთხელ არ მოუთხოვია კონსორციუმთან შეხვედრა და პროექტის კომერციულ დასაბუთებაში გარკვევა. 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ის თანამდებობიდან 2019 წლის 18 აპრილს გადადგა. როგორც მოგვიანებით ქობულიამ გადაცემა „ფორბსის კვირაში“ განაცხადა, მას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა სთხოვეს. 

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:23

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე: წლებია, სასამართლოზე, უსაფრთხოების სამსახურზე, პროკურატურაზე, შსს-ზე ზეწოლა გრძელდება, ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა

„ისეთი რაღაცები დამაბრალეს, სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მძიმე ბრალდებას ველოდი. ახლა ახალი მოიგონეს. ეს აბსურდული ტყუილია. ასეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა“, - ასე ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვახტანგ გომელაური, ნინო გვენეტაძის გადასაყენებლად, თათბირებს ატარებდა.

გიგა ბოკერია

27 სექტემბერი 2022, 11:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას

„ბუნებრივია, ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას და ის ადამიანები - დევნილები, ვისზეც გადატყდა ყველაზე მეტი წამება და გამოიარა გენოციდი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ნანა კაკაბაძე

27 სექტემბერი 2022, 11:04

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე არასამთავრობოებზე: მათი ძირითადი მოთხოვნა ქვეყანაში ფსევდო ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება და გაბატონებაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მესამე სექტორში არსებული კლანის შესახებ წერს. რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული „ექსპერტები" და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მუდმივად საუბრობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ კლანზე, რომელიც უფრო იარლიყის მიწებებას ჰგავს ვიდრე დასაბუთებულ ბრალდებას. რატომღაც არავინ ახსენებს მესამე სექტორში არსებულ კლანს, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენების მოხდენას, - წერს კაკაბაძე.

27 სექტემბერი 2022, 11:02

მსოფლიო

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ სკოლაში, სროლას, 17 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ, რუსეთის განათლების სამინისტრო აპირებს, „საგულდაგულოდ განიხილოს კომპიუტერული თამაშების გავლენა ადამიანებზე“.

27 სექტემბერი 2022, 10:50

საზოგადოება

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. საკითხი ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 10:48

მსოფლიო

გაეროს წარმომადგენელი: ჰაიტიზე ჰუმანიტარულ კატასტროფაა

ჰაიტიზე ჰუმანიტარული კატასტროფაა, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით არის გამოწვეული. სასურსათო დახმარების საწყობებზე რამდენიმეკვირიანმა თავდასხმებმა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება შეარყია, - აცხადებს ჰაიტის წარმომადგენელი გაეროში, ჰელენ ლა ლაიმი.

ნიკოლაი სოლსკი

27 სექტემბერი 2022, 10:21

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი: რუსეთი არაპროგნოზირებადი მეზობელია - უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი ევროკავშირში სახმელეთო დერეფნების გარეშე შეუძლებელია

„შავ ზღვაში რუსეთის არაპროგნოზირებადი ქცევის გათვალისწინებით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის სახმელეთო მარშრუტებზე შექმნილი „სოლიდარობის დერეფნები“ რჩება უკიდურესად მნიშვნელოვნად არა მხოლოდ ბიზნესინტერესებისთვის, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც“, - აცხადებს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი.

27 სექტემბერი 2022, 10:17

ტექნოლოგიები

NASA-ს ზონდი Dart-ი ასტეროიდს გეგმურად შეეჯახა🚀☄️

შეჯახება გეგმური იყო, მისი მიზანი კი დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებისთვის ტრაექტორიის შეცვლის მექანიზმის ტესტირება იყო. სპეციალისტების თქმით, მათ რამდენიმე კვირაში ეცოდინებათ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა მათი ექსპერიმენტი და შეიცვალა თუ არა ასტეროიდის ტრაექტორია.

27 სექტემბერი 2022, 09:53

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა

სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 09:42

თავდაცვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

27 სექტემბერი 2022, 09:27

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიხსენეს. მდუმარე აქციას, სანთლებით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ ეწერა.

27 სექტემბერი 2022, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში ☀️🍂

27 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

27 სექტემბერი 2022, 08:57

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების 1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.

27 სექტემბერი 2022, 08:51

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 216-ე დღეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და შვიდი საავიაციო დარტყმა მიიტანა. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა.

27 სექტემბერი 2022, 08:42

სამართალი

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მათ შორის, აღინიშნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი − პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა.

27 სექტემბერი 2022, 08:36

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველო პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო დროშა დაეშვა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე.

27 სექტემბერი 2022, 08:16

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

27 სექტემბერი 2022, 08:00

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.

27 სექტემბერი 2022, 01:17

პოლიტიკა

შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2022, 01:11

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.