სინოდის წევრებმა საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს

ფოტო: IMEDI
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. ყოფილი მეუფის, პეტრე ცაავას მწვავე განცხადებების მიუხედავად, არცერთ სასულიერო პირს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მათ საპატრიარქოს შენობა ავტომობილებით დატოვეს.
სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.
"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი - ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის", - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.
სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი მეუფე იაკობის განცხადებებიც უნდა ყოფილიყო, რომელიც მან პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ თქვა. თუმცა უცნობია განიხილეს თუ არა ეს თემა სინოდის სხდომაზე.
ყველა სიახლე

17 მაისი 2025, 11:55
რეგიონი
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობისთვის ემზადებიან
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობა გაიმართება.

17 მაისი 2025, 11:51
მსოფლიო
ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა
ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:49
რეგიონი
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება. მსვლელობით გაივლიან გზას ბაგრატის ტაძრამდე.

17 მაისი 2025, 11:35
მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში ოპერაცია „გედეონის ეტლი“ დაიწყო
ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი, „გედეონის ეტლი“ დაიწყო. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:30
საზოგადოება
ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისის ჩასატარებლად სამზადისი მიმდინარეობს
ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს - პატრიარქის კურთხევით, ასიათასობით ადამიანი მეთორმეტედ ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად კიდევ ერთხელ გაერთიანდება.

17 მაისი 2025, 11:21
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!
17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

17 მაისი 2025, 11:14
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ტრამპი ირანს მშვიდობაზე ესაუბრება და ამავდროულად ემუქრება მას
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი ოფიციალურ თეირანს მშვიდობაზე ესაუბრება, თუმცა ამავდროულად ის მას ემუქრება.

17 მაისი 2025, 11:13
საზოგადოება
„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“ - მოქალაქეებმა ბანერები თბილისის ხიდებზე გადმოფინეს
ახალი ბანერები თბილისში. „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ შინაარსის ბანერები მოქალაქეებმა თბილისის ხიდებზე გადმოფინეს.

17 მაისი 2025, 11:07
ეკონომიკა
მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია
საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

17 მაისი 2025, 11:03
საზოგადოება
„გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა
საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:57
საზოგადოება
ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

17 მაისი 2025, 10:44
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, ტრამპი უახლოეს საათებში ან დღეებში რუსეთს დაურეკავს და სტამბოლის მოლაპარაკებებზე გაესაუბრება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს საათებსა ან დღეებში რუსულ მხარეს დაურეკავს და სტამბოლში გუშინ გამართულ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაესაუბრება.

17 მაისი 2025, 10:41
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. ანრი ოხანაშვილმა და აშოტ სმბატიანმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.

17 მაისი 2025, 10:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება
უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

17 მაისი 2025, 10:13
მსოფლიო
რუსეთმა სუმის ოლქში სამარშრუტო ტაქსი დაბომბა. დაიღუპა ცხრა ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ბელოპოლიე დაბომბეს. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:05
ეკონომიკა
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 09:33
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ინვესტორები საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას
საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და პოპულარული მიმართულება ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, სტარტაპებისთვის და ეს არის როგორც ბუნებრივი გარემოებების, ასევე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით შექმნილი უპირატესობების ერთობლიობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

17 მაისი 2025, 09:29
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანს აშშ-თან გარიგების დადება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანს მასთან გარიგების დადება სურს.

17 მაისი 2025, 09:20
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში
17 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

17 მაისი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის მზადება დაიწყო
უკრაინის ხელისუფლებამ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც ტყვეთა გაცვლას სქემით „ათასი ათასზე“ გულისხმობს, მზადება დაიწყო, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ.