სსფ: საქართველოში ეკონომიკის მდგრადი ზრდა მოსალოდნელია
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ფოტო: shutterstock.com
საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის დასრულებაზე ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის შეთანხმება მიღწეულია.
სავალუტო ფონდის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე. ეს შეთანხმება კი სსფ-ს ხელმძღვანელობის და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს.
„ქვეყნის გარეთ ვითარების გაუარესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მედეგია და 2019-2020 წლებში ეკონომიკის მდგრადი ზრდა არის მოსალოდნელი. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის გაგრძელება ეფუძნება ხელისუფლების პირობას განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გატარება“, - აღნიშნულია სავალუტო ფონდის პრესრელიზში.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის თქმით, „ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და რეფორმის გეგმის განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს“.
მისიის მიზანი საქართველოში სსფ-ს მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა; ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელება იყო. „სსფ-ს მისიასა და 3 საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება 2020 წლის ბიუჯტის ძირითად პარამეტრებზე, სადაც დეფიციტი მშპ-ს 2.7 პროცენტი იქნება.
ბიუჯეტის ეს დონე შეესაბამება ფისკალურ დისციპლინას, თუმცა ტოვებს ადგილს სოციალური ხარჯების ზრდისთვის. სახელმწიფო საწარმოებიდან და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან მომდინარე ფისკალური რისკების მონიტორინგის გაგრძელება უზრუნველყოფს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას.
მივესალმებით ხელისუფლების ძალისხმევას გააძლიეროს ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის არასაბანკო ინსტიტუტების ზედამხედველობის გაძლიერებით. ბანკების ახალი სარეზოლუციო ჩარჩოს დროული ამოქმედება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კიდევ უფრო გაძლიერებს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას“, - განაცხადა მარტინმა.
მისივე თქმით, შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ხელისუფლების რეფორმის გეგმის განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ზრდის ინკლუზიურობას. „განათლების რეფორმის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება გააუმჯობესებს სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაო ძალის პროდუქტიულობას და ხელფასებს“, - აღნიშნა ვერა მარტინმა.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 14:47
პოლიტიკა
„ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელზე და წინა ხელისუფლებისგან ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე საუბრობს.
15 ივნისი 2026, 14:41
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვია
სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დახვდა.
15 ივნისი 2026, 14:40
მსოფლიო
კიევში იძულებითი მობილიზაცია გააპროტესტეს
სამართალდამცველებს წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია, დააზიანეს პოლიციის ავტომობილი და წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელს. სამართალდამცველებმა პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს, პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
15 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
ჯორდან ბარდელა: ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, რაზეც ის დაფუძნდა, საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია
„ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს - რაზეც ის დაფუძნდა - პოზიტიური გლობალიზაცია, აბსოლუტური საბაზრო ძალაუფლება, უკონტროლო იმიგრაცია, ეკონომიკური ვარდნა და ეკონომიკის, ბიზნესისა და ევროპული მრეწველობის ჭარბი რეგულაციები, საფუძვლიანად მოძველებულია, ყოველივე ეს საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია“, - აღნიშნა მან.
15 ივნისი 2026, 14:31
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს სამართალდამცავ სისტემას ჰქონდა საკვანძო როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის როლის გამტკიცებაში, რაც „დაუფასა“ რადიკალურმა ოპოზიციამ. სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ებრძვიან საქართველოს სამართალდამცავ სისტემას
ქართული სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, - ასე პასუხობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ოპონენტევბის მხრიდან პოლიციელების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
15 ივნისი 2026, 14:31
სამართალი
ოთხი ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს
ოთხი ოქტომბრის საქმეზე სასამართლო გაიმართა. პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოოო სიტყვა თქვეს. ზურაბ ჭავჭანიძე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, მისი ადვოკატის თქმით, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს და თავად დააფიქსირებს ამის შესახებ პოზიციას.
15 ივნისი 2026, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: პოლიციაზე შეტევა ხორციელდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რევოლუცია აარიდეს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას გარკვეულ პრინციპებზე
იმდენად თაღლითურად ჩამოაყალიბეს ეს კამპანია პოლიციის საწინააღმდეგოდ, რომ სხვა არაფერი იკითხება, მთავარია შეტევა პოლიციაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
15 ივნისი 2026, 14:30
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად
საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
15 ივნისი 2026, 14:24
სპორტი
საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ავჭალის სარაგბო ბაზაზე მოსამზადებელ სამუშაობს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ
საქართველო, რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაო სრულდება. ავჭალის სარაგბო ბაზაზე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ.
15 ივნისი 2026, 14:23
მსოფლიო
ანიტა ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება, თუ კიევი უმცირესობების შესახებ შეთანხმებას არ შეასრულებს
„თუ უკრაინის სახელმწიფო არ შეასრულებს ამ შეთანხმებას, მაშინ გაწევრიანების პროცესი თავების პირველი კლასტერი ავტომატურად შეჩერდება“, - აღნიშნა ორბანმა.
15 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: თუ ევროპა შეცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, მათ კარგად იციან, ვინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებში ლიდერი
საქართველოსთან მიმართებაში ისინი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ თავიანთი შიშველი პოლიტიკიდან გამომდინარე პოზიციის კორექტირებას და შეცვლას,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატების პოზიციაზე საუბრისას.
15 ივნისი 2026, 14:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი. საქართველოს წინააღმდეგ კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის
მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერ მოლდოვა და ვერც უკრაინა ევროკავშირის წევრი,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
15 ივნისი 2026, 14:14
მსოფლიო
მადრიდსა და ბრიუსელში ნატოს სამხედრო გადაიარაღება და თავდაცვის ხარჯების ზრდა გააპროტესტეს
ესპანეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი ომების დაწყებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ვითარება მესამე მსოფლიო ომს ემსგავსება. მსგავსი ბრალდებებით წარიმართა საპროტესტო აქცია ბრიუსელშიც.
15 ივნისი 2026, 14:06
საზოგადოება
თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება. LIVE
თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება
15 ივნისი 2026, 13:56
პოლიტიკა
პრემიერი: მივესალმებით აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას
„მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
15 ივნისი 2026, 13:45
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლინდეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
15 ივნისი 2026, 13:42
მსოფლიო
მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ
ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, - განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა.
15 ივნისი 2026, 13:40
მსოფლიო
კირ სტარმერმა ბრიტანეთში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა დააანონსა
მისი თქმით, ეს პლატფორმები ბავშვებს „საშიში კონტენტის ზემოქმედების ქვეშ აყენებს“ და „ისეა შექმნილი, რომ დამოკიდებულებას იწვევს“. მთავრობაში განმარტეს, რომ აკრძალვა შეეხება ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Snapchat, TikTok, YouTube, Instagram, Facebook და X, მაგრამ არ შეეხება შეტყობინებების გაცვლის სერვისებს, მაგალითად, WhatsApp-ს.
15 ივნისი 2026, 13:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება
„ჩვენ ახლახან დავაანონსეთ დიპლომატიური აკადემიის შექმნა. ამ მხრივ, ჩინეთი კვლავაც კარგ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ როგორ განათლებას იღებენ დიპლომატები და როგორ ამზადებენ მათ დიპლომატიური საქმიანობისთვის. ფაქტობრივად, დიპლომატები არიან ისინი, ვინც წარმოადგენენ ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზს. შესაბამისად, დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
15 ივნისი 2026, 13:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.


