imedi /  05 ნოემბერი 2019, 21:06 / სანდო წყარო

სოფიო კილაძის ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დეპუტატის ბრალდებას პასუხობს

სოფიო კილაძე

სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე ავთანდილ ხარაძე კილაძეზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ავთანდილ ხარაძის თქმით, სოფიო კილაძე მას 5 წლის შვილით მანიპულირებს და ნახვის საშუალებას არ აძლევს. ხარაძე ასევე ამბობს, რომ მან დეპუტატს განქორწინება 2 თვის წინ სთხოვა.

"ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ თითებზე ჩამოსათვლელად, ხუთჯერ ვნახე. ვნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გამომყავს ბაღიდან, როდესაც პატარა დაღლილია, დღის ბოლოა. გვიანი შემოდგომაა, ადრე ღამდება, ფიზიკურად ბავშვის წაყვანის საშუალება არ მაქვს არსად, გარდა გასართობის ცენტრისა, სკვერისა და ა.შ. სოფო არ მაჩვენებს ჩემს შვილს და ჩემი აზრით, ის არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს. მით უმეტეს, ამას თან ერთვის, რომ ჩვენ ხელი გაწერილი არ გვაქვს და არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ერთი სრული დღე არ მანახოს ჩემი შვილი. მან იმისთვის, რომ არ მენახა ჩემი შვილი, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რათა არ მივსულიყავი ჩვენ სახლში. ასევე, პოლიციამ განმიმარტა, რომ არ უნდა დავკავშირებოდი არც ერთი კონუმიკაციის საშუალებით, არ უნდა მენახა პირადად და არ უნდა მივსულიყავი სახლში 30 დღის განმავლობაში, რასაც პირნათლად ვასრულებ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე", - თქვა ავთანდილ ხარაძემ.

ხარაძის თქმით, სოფიო კილაძის მიერ მედიაში გაკეთებულ კომენტარებს წინ ყოფილ მეუღლესთან უთახმობა უძღოდა. როგორც ავთანდილ ხარაძე ამბობს, მან კილაძეს 2 ნოემბერს ბავშვის ქუთაისში, ბებია-ბაბუასთან წაყვანა სთხოვა, რაზეც დეპუტატმა უარი უთხრა. 

"აქვე ვიტყვი, რომ დაბადებიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენ შვილს დედაჩემი ზრდიდა, მაშინ, როდესაც სოფოს არ ეცალა და კარიერის აწყობით იყო დაკავებული. 4 წლის რომ გახდა ბავშვი, ჩემი დაჟინებული თხოვნით წამოვიყვანეთ ჩვენთან თბილისში. იმაზე, რომ ბავშვი გამზრდელ ბებიას ენახა, სოფომ კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომაც მივედი იმავე პოლიციაში, სადაც შემაკავებელი ორდერი გამომიწერე, დავწერე განცხადება რომ 24 საათით მიმყავდა შვილი ქუთაისში და 24 საათის შემდეგ ჩამოვიყვანდი უკან - ასეც მოვიქეცი. შაბათს წავიყვანე, კვირას დავაბრუნე და დღეს კი ტელეეთერებით ეს განცხადებები გაკეთდა სოფოს მხრიდან, რაც ყველამ მოისმინა", - თქვა ავთანდილ ხარაძემ.

ხარაძე სოფიო კილაძეს ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბავშვი შეშინებული და ამის ვიდეომტკიცებულებაც აქვს:

"ჩემთან ერთად როცა არის, 5 წლის ბავშვი, რომელმაც საათის ცნობა არ იცის, მეუბნება, რომ ერთი საათი უკვე გავიდა და სახლში უნდა დავბრუნდე, იმიტომ, რომ დედა გაბრაზდება და გაღიზიანდება. ახლა ქუთაისში როცა მყავდა წაყვანილი, როცა ვბრუნდებოდით, შებინდდა, გვაგვიანდებოდა და ბავშვმა დაიწყო ტირილი, დედა არ გაგვიღებს კარს იმიტომ, რომ გვაგვიანდება უკვეო, დედა წაგვეჩხუბებაო - ამის ვიდეო მტკიცებულებაც მაქვს. მას ასწავლიან ტყუილებს, რომ თქვას ისეთი რაღაცეები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სოფოს თეორიულად", - ამბობს ავთანდილ ხარაძე.

"ახლა ამ ინტერვიუს მოცემაც ჩემთვის ჯოჯოხეთის გავლაა, მე არ ვარ ამ პროცესებს შეჩვეული, მაგრამ ჩემ შვილს ვერ დავთმობ. რომელ ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი - 6 წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი. ძალიან ადვილია, ვიღაცას რაღაც დააბრალო და შემდეგ იმან იმართლოს თავი. მარტივია მხოლოდ რაღაცეების დაბრალება და იმის თქმა, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარო. მან შელახა ჩემი რეპუტაცია, ფეხქვეშგათელა და მთელი ქვეყნის სალაპარაკო გამხადა. ჯერ საზოგადოება იმაში ვერ გაერკვა ფსიოქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი თუ ფიზიკურზე. ძალადობა იმდენად სენსიტიური თემაა, როდესაც ესმით ეს სიტყვა, სხვას არაფერს აქვს შემდეგ მნიშვნელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მას არა და ვერ დავთმობ. მით უმეტეს, როდესაც არც ერთი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ჩემს შვილთან თვეში 24 საათი მაინც არ გავატარო. აუცილებლად, ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად", - თქვა ავთანდილ ხარაძემ.

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. 

ყველა სიახლე

ანტონიუ გუტერეში

23 ივლისი 2026, 21:45

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი: ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის

ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტპნიუ გუტერეშმა.

მიხაილო ფედოროვი

23 ივლისი 2026, 21:12

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვის განცხადებით, იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას დათანხმდება

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტის გარდა, სხვა არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდება.

23 ივლისი 2026, 21:11

სპორტი

საქართველოს საკალათბურთო კანდიდატთა გუნდი ჩინეთშია. მზადება სოლიდარობის თასისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტურნირზე პირველ შეხვედრას ქართველი სპორტსმენები ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ.

ონისე ოქრიაშვილი

23 ივლისი 2026, 20:38

საზოგადოება

თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფიზიკური დაპირისპირება იყო მოსაშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზეც. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში განმარტავს, რომ ინციდენტის მიზეზი ოქრიაშვილის ერთ-ერთი პოდკასტი და იქ გახმიანებული გზავნილები გახდა.

23 ივლისი 2026, 20:37

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში და ჯარიმები - სასამართლოებმა რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის ოპოზიციონერი აქტივისტის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.

23 ივლისი 2026, 20:37

ეკონომიკა

საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილი

23 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯავრდებულის უკმაყოფილება ორგანიზაციის იმ ანგარიშმა გამოიწვია, სადაც პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა შორის მისი გვარი ვერ მოხვდა.„ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციასა და გზავნილებს იწონებდნენ, ახლა კრიტერიუმების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ალექსანდრე კარტოზია

23 ივლისი 2026, 20:21

პოლიტიკა

თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს გერმანიაში ოფიციალურად აკრედიტებული ელჩი ჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების ფონზე, ქართველი დიპლომატის მთავარი ამოცანა ურთიერთობების გაჯანსაღება და პოზიციების დაცვა იქნება. პარალელურად, თბილისში გერმანიის ახალ ელჩსაც ელოდებიან, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოვა. ნინი გოგიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

23 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სროლა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - ბრალდებული დაკავებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სასტიკი თავდასხმა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე ცეცხლი არასრულწლოვანებს გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელის აგრესიის მიზეზი ახალგაზრდების ხმამაღალი ლაპარაკი გახდა.

23 ივლისი 2026, 20:14

პოლიტიკა

აზიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ეკონომიკასთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის - საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სინგაპურში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე ქვეყნის პირველ პირებსა და მსოფლიო დონის, გიგანტი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩანგის“ აეროპორტის მმართველების დაინტერესება ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტით, ქართველი სტუდენტებისთვის გაჩენილი ახალი სასწავლო და დასაქმების შესაძლებლობები. კიდევ რა კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა და რა სფეროებში გაღრმავდება თანამშრომლობა?

პაველ დუროვი

23 ივლისი 2026, 20:01

მსოფლიო

პაველ დუროვი: რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 19:49

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია, რომელიც ტრამპს ავალდებულებს, ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს

წარმომადგენლთა პალატის წევრებმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდება, - წერს გამოცემა POLITICO.

23 ივლისი 2026, 19:27

კულტურა

ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციის Venezia Spotlight მონაწილეა

ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ განაცხადა, რომ „გურია“ არის ძალიან სასაცილო კომედია, რომელიც ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 ივლისი 2026, 19:19

მსოფლიო

ზელენსკი: ზამთრის დადგომამდე მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს - რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ან საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ზრდით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთრის დადგომამდე მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს - რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ან საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ზრდით.

ჯაბა ხუბუა

23 ივლისი 2026, 19:18

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა. მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა

ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

23 ივლისი 2026, 19:00

მსოფლიო

გერმანული მედია: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბერლინის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველად ლიდერობს

ბერლინში ადგილობრივ არჩევნებამდე 59 დღით ადრე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 18:43

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება რიადისგან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოითხოვს, რასაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მხრიდან მოწონება მოჰყვა.

23 ივლისი 2026, 18:41

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ანდრია ლილუაშვილს სასამართლომ 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

23 ივლისი 2026, 18:32

მსოფლიო

CNN: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გლობალური ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხების შიშმა გამოიწვია ის, რომ ნავთობის ფასმა მაისის შემდეგ პირველად 100-დოლარიანი ზღვარი გადალახა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 ივლისი 2026, 18:10

რეგიონი

ერგნეთში IPRM-ის რიგით 133-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.