imedi /  08 ნოემბერი 2019, 19:35 / სანდო წყარო

აშშ-ის საელჩო საქართველოში თანამშრომლებს ურჩევს თავი აარიდონ მასობრივი შეკრების ადგილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე აქციების გამო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს და ვებგვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  „შსს-ში აშშ-ის მთავრობის პერსონალს ურჩიეს, თავი აარიდონ მასობრივი შეკრების ადგილებს, რადგან არსებობს პოტენციური ძალადობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცადებაში. 

„სხვადასხვა ჯგუფი მოუწოდებს პროტესტისკენ ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პერიოდში, 8-დან 10 ნოემბრამდე. ამ პირების უმეტესობა წარმოადგენს იმავე ჯგუფებს, რომლებიც იყენებდნენ ანტიელჯიბითი რიტორიკას და ივნისში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის კვირეულის“ საწინააღმდეგოდ აქციები მოაწყეს. მეტიც, ბევრი მათგანის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებული განცხადებები არის ანტიამერიკული, ავრცელებს სიცრუეს, რომ აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა „გასცეს ბრძანება“, ფილმის ჩვენება შემდგარიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის ადგილები, სადაც თბილისში დღეს აქციებია დაგეგმილი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია ამ საპროტესტო აქტივობების შესახებ და სამინისტროში აცხადებენ, რომ უზრუნველყოფენ საზოგადოების უსაფრთხოებასა და წესრიგს. აშშ-ის მთავრობის პერსონალს ურჩიეს, თავი აარიდონ მასობრივი შეკრების ადგილებს, რადგან არსებობს პოტენციური ძალადობის შესაძლებლობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სასულიერო პირები და მოქალაქეები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას „თბილისი მოლთან“ და კინოთეატრ „ამირანთან“ აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.

ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში დღეს იმართება.

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 17:26

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში დაინფიცირებული სამი ადამიანიდან ორი თურქეთის მოქალაქეა

გასული დღე-ღამის მანძილზე საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. საუბარია სატვირთო ავტომანქანების მძღოლებზე, რომლებსაც COVID 19-ით ინფიცირება ბათუმში დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები სამკურნალოდ უკვე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

08 აგვისტო 2020, 17:18

რეგიონი

ფოთში, 2008 წლის ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებზე, საქართველოს რუკის ფორმის სანომრე აბრები განთავსდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსის ფარგლებში „ახალგაზრდების იდეა ფოთს“, დღეს პირველი გამარჯვებული პროექტი განხორციელდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული, ფოთელი რეზერვისტის ოთარ კიკალეიშვილის სახელობის ქუჩაზე, ახალგაზრდების მიერ შემუშავებული ნუმერაციის აბრები გაიკრა.

08 აგვისტო 2020, 16:59

საზოგადოება

ვარკეთილში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

08 აგვისტო 2020, 16:57

მსოფლიო

ჩინეთში ახალი ვირუსი გავრცელდა. გარდაცვლილია 7 ადამიანი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი SFTS-ი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილილია სულ მცირე 7 ადამიანი, 60 კი დაინფიცირდა. ვირუსი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა. სპეციალისტების განმარტებით, ის ტკიპისგან დაინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.

08 აგვისტო 2020, 16:55

საზოგადოება

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“.

მაურიციო სარი

08 აგვისტო 2020, 16:41

სპორტი

ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი დაითხოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი დაითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს გამართულ მატჩში„იუვენტუსი“, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა. ტურინული გუნდი 2 მატჩის ჯამში ფრანგულ „ლიონთან“ დამარცხდა. იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი 1 წლის წინ ჩაიბარა და გუნდს იტალიის „სერია ა“ მოაგებინა.

08 აგვისტო 2020, 16:41

რეგიონი

გიგი წერეთელი: ამ ქვეყანაში ოკუპაციას არავინ შეეგუება და ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო, უკვალოდ არ ჩაივლის

ზეტაფონი-თერჯოლა-ბაღდათი-ტყიბულის საარჩევნო ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში იმყოფებოდა, სადაც გვირგვინით შეამკო ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

08 აგვისტო 2020, 16:33

მსოფლიო

იტალიამ ამკრძალავი ზომები 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივა

იტალიის მინისტრთა კაბინეტმა ჯუზეპე კონტის მეთაურობით კორონავირუსთან დაკავშირებით ამკრძალავი ზომები 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამ ზომებს შორისაა ნიღბის სავალდებულო ტარება და სოციალური დისტანციის წესების დაცვა. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობა 25 მილიარდი ევროა.

08 აგვისტო 2020, 16:28

სამართალი

თბილისში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა

თბილისში, ფონიჭალაში მცირეწლოვანი მე-14 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

08 აგვისტო 2020, 16:23

საზოგადოება

ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული.

08 აგვისტო 2020, 16:17

რეგიონი

გურჯაანში დაკარგული 89 წლის კაცი ტყეში იპოვეს

კახეთში იპოვეს 89 წლის კაცი, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. პენსიონერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს. ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო ჩართული. საძიებო სამუშაოებში 30-მდე მეხანძრე-მაშველიც მონაწილეობდა.

08 აგვისტო 2020, 15:59

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხასა და აბაშაში 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გმირი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკო.

08 აგვისტო 2020, 15:57

მსოფლიო

გულისამაჩუყებელ ვიდეოში ჩანს პატრონი, რომელმაც ვანკუვერში თავისი როტვეილერი გზის პირას მიატოვა. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, ქალი, რომელიც ძაღლს ატყუებს ვითომ სასეირნოდ მიჰყავს, თუმცა მოგვიანებით მანქანისკენ გარბის და ძაღლს ტოვებს. მოქმედება კანადაში, ქალაქ ვანკუვერში ვითარდება. საბედნიეროდ ყოველივეს შემდეგ ძაღლი ორგანიზაცია I Paw'd It Forward-მა გადაარჩინა. „გვინდა, რომ ეს ყველასთვის გაკვეთილი იყოს და გვინდა, რომ დაფიქრდეთ მანამ სანამ თქვენი შინაური ცხოველის მიტოვებას გადაწყვეტთ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიხეილ რამიშვილი

08 აგვისტო 2020, 15:53

სამართალი

ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს ის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, იმისთვის დაიბარეს, რომ მობილური ტელეფონისთვის ლუქის მოხსნის პროცესს დასწრებოდნენ, თუმცა, ბიუროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ტელეფონი უკვე გახსნილი იყო.

გიორგი ტყემალაძე

08 აგვისტო 2020, 15:48

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ეს იყო უმძიმესი დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. შეიარაღებულ კონფლიქტს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზით შევძლებთ,“ - განაცხადა ტყემალაძემ.

გიორგი ბაჩალიაშვილი

08 აგვისტო 2020, 15:36

საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის ძმა: არ დავუშვებ, რომ მამაჩემის ღირსება შელახონ, მისი ყურადღება არც მე და არც ჩემს დას არ მოგვკლებია

დღეს ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ. გიორგი ბაჩალიაშვილმა გადაწყვიტა, ეპასუხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, მისი განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის ღირსების შელახვით არიან დაკავებულნი.

ბექა ფერაძე აჭარა

08 აგვისტო 2020, 15:25

რეგიონი

ბექა ფერაძემ და მიხეილ დაუშვილმა აჭარაში ბიზნესმენებთან ​კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების დაცვის საკითხი განიხილეს

„ეკონომიკის გახსნის პარალელურად ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით რეკომენდაციების შემუშავებაზე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. ასევე შრომის ინსპექცია მიმართულია რეკომენდაციების აღსრულების ნაწილზე, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ რეკომენდაციის დამკვიდრება და აღსრულება სამუშაო ადგილებზე. დღეს ვიმყოფებით აჭარის რეგიონში. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორი. მოგეხსენებათ, სასტუმროები შრომის ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ოპერირებენ. დინამიკა საკმაოდ დადებითია. კომპანიებისა და სასტუმროების უმრავლესობამ დააკმაყოფილა მოთხოვნები და ჩვენ მივეცით დადებითი დასკვნა, რათა შეძლონ ოპერირება, თუმცა ბიზნესთან ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაცნობთ იმ პროტოკოლებს, რომლებიც შევიმუშავეთ და გამოწვევებს, რომელიც არსებობს. რეგიონალურ დონეზე ვმართავთ რიგით მეორე შეხვედრას, რომელსაც მხარს უჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. აქცენტს ვაკეთებთ არა სანქცირებაზე არამედ, პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე. გეგმიური ინსპექტირება ქვეყნის მასშტაბით უკვე 150 ობიექტზეა განხორციელებული“,- განაცხადა ფერაძემ.

08 აგვისტო 2020, 15:22

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ქალაქ ბოლნისში მდებარე ღვთისმშობლის ნიშთან, სასულიერო პირებმა ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2020, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“.

ფოთი ბაზა გვირგვინი

08 აგვისტო 2020, 15:05

რეგიონი

სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

„საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესია აგვისტოს ომი, ჩვენი რეგიონიდან 2008 წლის აგვისტოს ომმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამხედროებთან ერთად იყვნეს სამოქალაქო პირებიც. ამ ომს ყავს უამრავი გმირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სამშობლოს დაცვისთვის, მათი საქციელი არის მომავალი თაობებისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის მტკივნეული, ვიზიარებ მთელი ქვეყნის წუხილს და მადლობას ვუხდი გარდაცვლილთა ოჯახებს“, - აღნიშნა მალხაზ თორიამ.