imedi /  12 ნოემბერი 2019, 19:40 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი შიოლაშვილი

დიმიტრი ხუნდაძე
ირაკლი შიოლაშვილი

"ქართული ოცნების" წევრები, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ. ამის მიზეზი კი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც დღეს პარლამენტი განიხილავს. მათ კომენტარებს 1tv.ge ავრცელებს. 

ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ის მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, "მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატი", - განაცხადა შიოლაშვილმა. მას აინტერესებს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რამდენად იქნება გარანტი ქვეყნის სტაბილურობის.

"პრინციპული ხაზია და მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატი. თუ ჩვენს მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ და იქნება გარკვეული ზეწოლა, მზად ვართ, გადაწყვეტილება მანდატის დატოვებაზე მივიღოთ", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძეც ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე  გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარ კითვხებზე პასუხებს ვერ მიიღებს და ვინმე შეეცდება მასზე ზეწოლის განხორციელებას, არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს.

„ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. სხდომაზე შევეცდები, დავაყენო ის კითხვები და ის რისკები გავაცნო არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ საზოგადოებასაც, რა რისკების წინაშეც შესაძლოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით დადგეს ქვეყანა. ამ კითხვებზე მოვითხოვ პასუხს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე ვერ მივიღებ ამომწურავ პასუხს, რომელიც გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე. მინიმუმ არ დავუჭერ მხარს და თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს, ან მაიძულოს, ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ახლა პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული მანამდე კი პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 3%-იანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს, რომელსაც 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, ტუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემის და ნულოვანი ბარიერის შესახებ? შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

09 დეკემბერი 2022, 17:23

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტექ-კომპანიის Revolut წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტეკ - კომპანიის "Revolut" წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

09 დეკემბერი 2022, 17:20

საზოგადოება

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობაშეიზღუდება. შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან06:00 საათამდე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდანგაგარინის ქ. N29ა-მდე იმოქმედებს.

ირაკლი ჩიქოვანი

09 დეკემბერი 2022, 17:20

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საჯარო ადამიანებს რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ როდესაც ადამიანები უღირსად იქცევიან და ლახავენ აბსოლუტურად ყველა ზღვარს, მანდ უკვე პასუხია გასაცემი

სამწუხაროდ, ხდება აპელირება თმენის ვალდებულებაზე - საჯარო ადამიანებს რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ როდესაც ადამიანები უღირსად იქცევიან და ლახავენ აბსოლუტურად ყველა ზღვარს, მანდ უკვე პასუხია გასაცემი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

09 დეკემბერი 2022, 17:12

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თუ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, პასუხის მიღებაც უნდა შეგეძლოს. სწორად მოიქცა მამუკა მდინარაძე, საკადრისი პასუხი გასცა პროვოკატორს

,,რა სამარცხვინო სექტად ჩამოყალიბდით...პროვოკაციების იმედად ხართ დარჩენილები. ეს ჯარისკაცობას ამოფარება, ახალი ხილია რამე, თუ პროვოკაციას, რომ მოაწყობთ პასუხი არ უნდა მოგეთხოვოთ?’’- წერს, ,,ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მამუკა მდინარაძის მისამართით განხორციელებული პროვოკაციის შესახებ.

ირაკლი ზარქუა

09 დეკემბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ წევრები, ზონდერები და რა ამოცანა აქვთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ წევრები, ზონდერები და რა ამოცანა აქვთ.

ნინო ფოჩხუა

09 დეკემბერი 2022, 16:52

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ბრაზდებიან უკრაინაში წასულ ზოგიერთ მოხალისეს, „ნაცებს“, ზონდერებს და კრიმინალებს რომ ეძახის ხალხი. აბა ვინ არის გიორგი ფარცვანია, კრიმინალი და „ნაცი“ არ არის?

„ტვ პირველი“ ნაკლები ზონდერების ტელევიზია ხომ არ გგონიათ, სასწრაფო წესით რომ გაუსაჯაროებიათ ფარცვანიას მდინარაძესთან მიმოწერა? მომკალით და იმ ბინძური „ბლექ“-ნოდარას დაკვეთა იქნებოდა. რა თმენის ვალდებულებაზე მელაპარაკებიან, ასეთ დროს, როგორ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა კაცმა მოითმინოს - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

დავით ქართველიშვილი

09 დეკემბერი 2022, 16:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მამუკა მდინარაძემ ყველა ჩვენგანის ღირსება დაიცვა და ჩვენი სახელით "საკურთხი" უკან დაუბრუნა

თუ შენი ოპონენტი საკუთარ თავს აღარ თვლის შენს თანამემამულედ, ხოლო "ქართული მენტალობის" მთავარ ატრიბუტად დედის გინებაღა აქვს შენარჩუნებული - მასთან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, სამწუხაროდ, არც შენ გრჩება - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის წევრი“ დავით ქართველიშვილი მამუკა მდინარაძის მისამართის განხორციელებულ პროვოკაციას.

თამთა მეგრელიშვილი

09 დეკემბერი 2022, 16:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერმა კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა

„ტვ პირველის" ბინძური ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა! სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

ბაჩო ოდიშარია

09 დეკემბერი 2022, 16:36

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია ეკა გიგაურზე: ვანო მერაბიშვილის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც საკუთარი კვლევებითვე, ხალხის ნდობის ერთი პროცენტი გააჩნია, ბიძინა ივანიშვილს აბრალებს კორუფციულ გარიგებებს

ეკა გიგაურს მოუროშავს მორიგი ფანტასმაგორია, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კორუფციული გარიგებები და სახელმწიფოს მიტაცების მცდელობაო. ანუ, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც საკუთარი კვლევებითვე, ხალხის ნდობის ერთი პროცენტი გააჩნია, შესაბამისად, საერთოდ მოწყვეტილია სამოქალაქო სექტორს და მის საჭიროებებს, ბიძინა ივანიშვილს აბრალებს კორუფციულ გარიგებებს, - ამის შესახებ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

დავით მაღრაძე

09 დეკემბერი 2022, 16:29

პოლიტიკა

დავით მაღრაძე ოპოზიციაზე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს საერთოდ აღარ აინტერესებს მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში

ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ აღარ აინტერესებთ მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია იმ ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში. ტელევიზიის ყუთს აქვს ის მოჩვენებითობის შექმნის ძალა, რომ ვთქვათ მოაჩვენოს მოსახლეობას, რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, რომ ამას იზიარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ არის სინამდვილეში ასე, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში განაცხადა.

09 დეკემბერი 2022, 16:23

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

09 დეკემბერი 2022, 15:56

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:50

საზოგადოება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

09 დეკემბერი 2022, 15:45

რეგიონი

აჭარაში სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო სპორტის მიმართულებით აქტუალურ საკითხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:40

საზოგადოება

დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ტურბინების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით.

09 დეკემბერი 2022, 15:36

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

14 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი - ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი.

09 დეკემბერი 2022, 15:34

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურის შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურისთან. თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარების კუთხით ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

09 დეკემბერი 2022, 15:24

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:16

ეკონომიკა

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ცვლილებებით ეკონომიკური პარამეტრების ზუსტდება.

09 დეკემბერი 2022, 15:01

მსოფლიო

მოსკოვში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 18 000 კვ.მ-ზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.