imedi /  13 ნოემბერი 2019, 11:56 / სანდო წყარო

ოპოზიციის აზრით თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია

პროპორციული არჩევნები

დავით ბაქრაძე
გრიგოლ ვაშაძე

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა არ გადავა „ეს პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციისკენ ქუჩის კალაპოტში”. ასე გამოეხმაურა ბაქრაძე მმართველი გუნდის ოფისში გამართულ შეხვედრას.

დავით ბაქრაძის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ გადაუხვევს მიცემულ სიტყვას, თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიციას, საზოგადოებას, მოქალაქეებს, სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები წავა უკიდურესად რადიკალური მიმართულებით. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და თუნდაც თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომ არ დაუშვას ასეთი განვითარება და დღეს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება პირველ მოსმენაზე, ისევე როგორც ყველა მოსმენაზე”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განაცხადებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ან პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან არა და „ისეთ ქუჩას მიიღებენ რომელიც არ უნახავთ”.

„დარწმუნებული იყავით, რომ დღეს მისცემს ყველა ხმას. გაზაფხულზეც მისცემენ ხმას, რადგან თუ ვიღაც ფიქრობს, რომ რადიკალურად გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ექნებათ იანვარში, თებერვალში, მარტში იმისათვის, რომ გაზაფხულზე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, ეს ადამიანი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა 12:00 საათზე პარლამენტში გაგრძელდება. 12 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 3%-იანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს, რომელსაც 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. 

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემის და ნულოვანი ბარიერის შესახებ? შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2024, 16:47

რეგიონი

გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ სამუშაოებს თელავში გაეცნო

„საქართველოს მასშტაბით 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. წელს საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში მოქმედებს“.

19 ივნისი 2024, 16:39

საზოგადოება

GITA -ს თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლეს. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. დელეგაციის წევრები დაინტერესებულები არიან, სიღრმისეულად შეისწავლონ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შემდგომ უკვე საკუთარ ქვეყანაში დანერგონ. სტუმრებმა ასევე კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს ქართული მხარისგან, მალავის ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის გაუმჯობესებისთვის.

19 ივნისი 2024, 16:36

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები მოისმინა.

19 ივნისი 2024, 16:26

კულტურა

შანხაის 26-ე კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინო-ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი საქართველოს სტენდით წარსდგა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სტენდი, რომლითაც ბაზრობაზე კინოცენტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარდგა, წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ ფილმებს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას.

19 ივნისი 2024, 16:22

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განაგრძობს გასვლით სხდომებს, სადაც ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგების თაობაზე ანგარიშებს ისმენს.

19 ივნისი 2024, 16:05

ტაბლოიდი

105 წლის ამერიკელმა სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიიღო🎓

ვირჯინია განმარტავს, რომ სამაგისტრო ნაშრომი უკვე დასრულებული ჰქონდა და მხოლოდ მისი ფინალური ვერსია უნდა წარედგინა. მაგრამ ქალი გათხოვდა და თაფლობის თვის გატარება ოკლაჰომაში გადაწყვიტა, სადაც მისი მეუღლე ჯორჯი მსახურობდა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი

19 ივნისი 2024, 16:03

მსოფლიო

ფხენიანმა და მოსკოვმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

ორი ქვეყნის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელი ფხენიანში მოაწერეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, დოკუმენტი რომელიმე ხელმომწერის მიმართ აგრესიის შემთხვევაში სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.

ნინო თანდილაშვილი

19 ივნისი 2024, 15:38

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: საქართველომ, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.

19 ივნისი 2024, 15:13

საზოგადოება

კახა კალაძე DiW-ის მიერ შექმნილ საათზე: მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან

კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი.

გიორგი ცაგარეიშვილი

19 ივნისი 2024, 14:50

ჯანდაცვა

გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.

დავით მათიკაშვილი

19 ივნისი 2024, 14:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2024, 14:45

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იყო აქტიური ჩართულობა, რომ სკოლისა და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა

„იყო კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირი, აქტიური ჩართულობა, რომ ბაღებში დაგვეწყო შეტანა სასწავლო კურსის, რომ სკოლის და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ რას ნიშNავს ორი, ერთნაირსქესიანი პირის შვილად ყოლა, რა შედეგებს იწვევს როგორ გრძნობენ ისინი თავს. სწავლების კურსის შეტანაზე იყო აქტიური მოწოდებები და ჩართულობა დახურულ კარს მიღმა. კიდევ ბევრი სხვა მოცემულობაა როდესაც დაიბეჭდა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც იყო ეს ყველაფერი წარმოჩენილი პროპაგანდის და პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. ჩვენ ეს ხელისგულზე გვიდევს უკვე. აქ საჭიროა ჩარევა და მოქმედება, ოღონდ არა უხეშად და ვინმეს უფლების ხარჯზე“, - აღნიშნა ოხანაშვილმა

19 ივნისი 2024, 14:37

პოლიტიკა

რატომ არ მონაწილეობს ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვებში

პარლამენტში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვები მიმდინარე კვირაში დაიწყება. ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებს.

დავით მათიკაშვილი

19 ივნისი 2024, 14:26

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში

„სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში და ეს დამოკიდებულება აისახება იმ სავიზო რეჟიმით, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენ ერთი მხრივ ვისმენთ შეერთებული შტატებისგან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან ერთგვარ სურვილებს, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ეს პარტნიორობა გრძელდება ათწლეულების განმავლობაში, მეორეს მხრივ, გვაქვს სტატისტიკა, რომ ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არ არიან, მათ მოქალაქეებს ბევრად გამარტივებული რეჟიმი გააჩნიათ სავიზო მომსახურების, ვიდრე საქართველოს. ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს“

რატი იონათამიშვილი

19 ივნისი 2024, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პრაქტიკა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ძალიან დაბალი მაჩვენებელი აშშ-ის ვიზაზე დადებითი პასუხისა, არ შეესაბამება იმ მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებში არსებობს

„ერთი მხრივ გვაქვს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია, რომელიც აღემატება ნატო წევრი ქვეყნების წვლილსაც კი და მეორე მხრივ - ჩვენი მოქალაქეებისთვის გვაქვს ვიზის მიცემაზე უარის მაჩვენებელი, რომელიც რუსეთისა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელზე უფრო დაბალია“.

19 ივნისი 2024, 14:19

სპორტი

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას

„მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა პირველად აფრიალდა და სახელმწიფო ჰიმნი პირველად აჟღერდა. ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორი ღირსებით, პროფესიონალიზმით, მთელი გულითა და სულით იბრძოლა გამარჯვებისთვის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა! წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას!“ - წერს ჩიქოვანი.

ლევან იოსელიანი

19 ივნისი 2024, 14:16

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა

ლევან იოსელიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. 2022 წელს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯამში 281 რეკომენდაციით, ხოლო პარლამენტსა და პრეზიდენტს 63 წინადადებით მიმართა.

ნათა თურნავა

19 ივნისი 2024, 14:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია, მათ შორის ეს ეხება დაბალ ინფლაციას, ტურიზმს და გზავნილებს

მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე რყევები მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, რამაც ინფლაციური მოლოდინების გარკვეული გაუარესება გამოიწვია.

19 ივნისი 2024, 14:10

სპორტი

როგორია საქართველოს ნაკრების განრიგი თურქეთთან მატჩის შემდეგ. „ქრონიკა“ გერმანიიდან⚽

„იმედის“ გადამღები ჯგუფები აგრძელებენ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მუშაობას. უკვე ცნობილია, რომ ტურნირში სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, დღეს ჩვენი ნაკრები კვლავ ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშებს, რის შემდეგაც გაკეთდება კომენტარები.

19 ივნისი 2024, 14:07

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინა.