თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: Facebook
არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს.
როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა - საქართველოს პარლამენტმა. ნადმვილად სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა.
ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს.
2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ასევე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, არათუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი სწორედ ამ საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვსმჯელობთ. საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში. ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის. სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს! მე ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე

26 მარტი 2025, 02:27
მსოფლიო
ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი: სიცხადე შევიტანოთ ბუდაპეშტის მემორანდუმთან დაკავშირებით - ბირთვული იარაღი რუსეთს ეკუთვნოდა, უკრაინამ ბირთვული იარაღი რუსეთს დაუბრუნა, ის უკრაინული არ იყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი, რომელზეც უკრაინამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ უარი თქვა, მოსკოვს ეკუთვნოდა და არა კიევს.

26 მარტი 2025, 02:14
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს რუსული მხარის თხოვნას სანქციების შემსუბუქების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთის თხოვნას სანქციების შემსუბუქების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 00:48
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტმა ოლაფ შოლცი და მინისტრთა კაბინეტი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერი ოლაფ შოლცი და მინისტრთა კაბინეტი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

26 მარტი 2025, 00:24
სპორტი
ესპანეთის ქალაქ ტოლედოში UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ილია თოფურიას სახელობის ქუჩა ოფიციალურად გაიხსნა
ესპანეთის ქალაქ ტოლედოში UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ილია თოფურიას სახელობის ქუჩა ოფიციალურად გაიხსნა.

26 მარტი 2025, 00:06
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ - ევროკავშირი ვაჭრობის საკითხში აბსოლუტურად საშინლად მოგვექცა
ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

25 მარტი 2025, 23:38
მსოფლიო
ზელენსკი: ვფიქრობ, ამერიკული მხარე რუსებთან უკრაინის ტერიტორიებზე საუბრობს - ჩვენ გვაწუხებს, როდესაც ისინი ჩვენზე ჩვენ გარეშე რაღაცას განიხილავენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ ჰქონია შეთანხმებები ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა გასაგებია, რომ აშშ და რუსეთი ამ საკითხებს განიხილავენ.

25 მარტი 2025, 22:44
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია.

25 მარტი 2025, 22:43
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: თუ ადამიანებს [ოპოზიციაში] მიაჩნიათ, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მე ამას არ ვეთანხმები - ეს იქნება კატასტროფა და ანტისახელმწიფოებრივი
კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

25 მარტი 2025, 22:39
საზოგადოება
პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა.

25 მარტი 2025, 22:33
პოლიტიკა
ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ამ საკითხთან მიმართებაში, ამიტომ ამაზე მსჯელობა გვექნება
ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ამ საკითხთან მიმართებაში, ამიტომ ამაზე მსჯელობა გვექნება.

25 მარტი 2025, 22:31
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას: აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან - მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს
წარსულების გახსენება არ ვარგა, იმიტომ, რომ თუ არ მოვეშვებით ამას, გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს, დავით აქუბარდიასაც და სხვებსაც, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში.

25 მარტი 2025, 22:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე კორუფციის აღქმების რეიტინგზე: ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ადგას განვითარების შეუქცევად გზას
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

25 მარტი 2025, 22:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი კორუფციის აღქმების რეიტინგზე: ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, თუ სად დგას ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე
ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, თუ სად დგას ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე.

25 მარტი 2025, 22:14
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ვიზიტის დროს სერბეთში Air Serbia-მ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბელგრადიდან თბილისში პირდაპირი რეისები შესრულდება
ჩვენი ვიზიტის დროს სერბეთში Air Serbia-მ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბელგრადიდან თბილისში პირდაპირი რეისები შესრულდება.

25 მარტი 2025, 22:10
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის საიდუმლო ჩატში მიმოწერა: „მე უბრალოდ მძულს ევროპის ხელახლა გადარჩენა“ - „სრულად ვიზიარებ შენს ზიზღს ევროპული მუქთახორობის მიმართ“
„მე უბრალოდ მძულს ევროპის ხელახლა გადარჩენა“ - „სრულად ვიზიარებ შენს ზიზღს ევროპული მუქთახორობის მიმართ“ - ეს არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შორის მიმოწერა, რომელიც საიდუმლო ჩატში შედგა.

25 მარტი 2025, 22:06
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „საიაზე“: თავიდანვე იცოდნენ, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ არაფერი ანტიკონსტიტუციური არ ჰქონდა
თავიდანვე იცოდნენ, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ არაფერი ანტი კონსტიტუციური არ ჰქონდა,- განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღიარებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრებისას, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვია.

25 მარტი 2025, 21:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით. ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით. ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის.

25 მარტი 2025, 21:39
პოლიტიკა
პაატა სალია „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით „საიას“ აღიარებაზე: ეს ნაბიჯი გადადგმული იყო უბრალოდ იმისთვის, რომ აქ ადგილზე შეექმნათ გარკვეული მუხტი და მოლოდინი გაეჩინათ, რომ ძალიან მალე რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება
პაატა სალია „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით „საიას“ აღიარებაზე: ეს ნაბიჯი გადადგმული იყო უბრალოდ იმისთვის, რომ აქ ადგილზე შეექმნათ გარკვეული მუხტი და მოლოდინი გაეჩინათ, რომ ძალიან მალე რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება.

25 მარტი 2025, 21:21
პოლიტიკა
პაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანების დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია.

25 მარტი 2025, 21:08
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: „დიფ სთეითს“ USAID-დან, NED-დან დაფინანსება შეუწყდა და ახლა გადაბარგებულები არიან ევროკავშირში, საიდანაც აფინანსებენ აქაურ „დიფ სთეითს“, საქართველოში არსებულ ლოკალურ ომის პარტიას
„დიფ სთეითს“ USAID-დან, NED-დან დაფინანსება შეუწყდა და ახლა გადაბარგებულები არიან ევროკავშირში, საიდანაც აფინანსებენ აქაურ „დიფ სთეითს“, საქართველოში არსებულ ლოკალურ ომის პარტიას.