imedi /  22 ნოემბერი 2019, 15:17 / სანდო წყარო

ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემის შესაფერხებლად ყველაფერი გააკეთა

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესაფერხებლად და მას საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, გამარჯვების და მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის შანსი არ აქვს. 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ვოლსკიმ საზოგადოებას 2010 წლის 11 ნოემბერს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მაჟორიტარული საარჩევნი სისტემის კატეგორიული წინააღმდეგია. 

„გავიხსენოთ ისიც, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ეს მოძალადე, ანტიდემოკრატიული რეჟიმი, სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა და ჩამოაშორა ხელისუფლებას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში. 

მეტიც, დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, საერთო კონსენსუსის მიღწევისათვის, საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, „ქართულმა ოცნებამ“,  საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში. 

მიმდინარე წლის 24 ივნისს, პარტიის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი განცხადების გაკეთების დროს, მიმდინარეობისას და  შემდგომ პერიოდში, ერთ დღესაც არ ჩაუვლია „ქართული ოცნების“ მიმართ ზღვარგადასული, უზრდელური განცხადებების, სხვადასხვაგვარი პერფორმანსების, აქციებისa და ესოდენ პოპულარული - ,,ფეიკ-ნიუსების“ გარეშე. 

ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღეს. სწორედ ამიტომ, რეალური საფუძველი შეიძინა ჩვენი კოლეგების ნაწილის მიერ დასმულმა კითხვამ - შესაძლებელია კი, ისეთ პარტიებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რომელთა დღის წესრიგის მთავარი მიმართულება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არაერთგზის გაცხადებული რევოლუციური სცენარის განვითარებაა?!

დღევანდელი მოვლენებიც ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს, ეს ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს გვიწყობენ ჩვენ, ვინც რეალურად განვახორციელეთ ცვლილება.

„ნაციონალურ მოძრაობას“  არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, არ აქვს გამარჯვების და სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანის შანსი. ამიტომ, ლამობენ მუდმივად რევოლუციურ სცენარს, ამიტომ მოქმედებენ ვეტერანი და მეორადი კმარელების გაკვეთილების საფუძველზე და ისევ დესტრუქციით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებით და სიცრუით ცდილობენ მიზნების მიღწევას.

მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე, შესაბამისად, ნებისმიერ სამართლადარღვევას, მათ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაერთიანებული ოპოზიცია კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღეა მართავს. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო. 

ყველა სიახლე

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.