კალაძე: თემა დახურულია, 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება
ფოტო: არქივი
2020 წლის არჩევნებზე შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება. ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
„გასული დღეების განმავლობაში, ჩვენი პარტიის სახელით, საზოგადოებას არაერთგზის მკაფიოდ გავაცანით საკუთარი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლებიც საარჩევნო სისტემის საკითხის გარშემო განვითარდა. თუმცა, ვინაიდან ამ თემის გარშემო კვლავაც არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები, გვსურს, საზოგადოებას ჩვენი პოზიცია რამდენიმე გზავნილით კიდევ ერთხელ გავუზიაროთ:
პირველი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პოლიტიკური ინიციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა, სამწუხაროდ, კანონპროექტმა პარლამენტის წევრთა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. ეს შედეგი მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო მოქმედებებმაც განაპირობა.
მეორე: ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო, 113 ხმის მობილიზების რესურსი არ არსებობს. შესაბამისად, ეს თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა არჩევნებისთვის მზადებისა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს.
მესამე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები ფიზიკური დესტრუქციისთვის იურიდიული საბაბის შექმნას ცდილობენ და გვთავაზობენ ე.წ. გერმანულ მოდელს, რომელიც, მათი მტკიცებით, თითქოს, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას. აქ ნათლად იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული ხელწერა, რომელიც სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს არის შეგნებული სიცრუე, რაც უმარტივესი სამართლებრივი, ლოგიკური და არითმეტიკული ანალიზითაც კი დასტურდება. შესაბამის არგუმენტებს აქტიურად ვუზიარებთ საზოგადოებას და მზად ვართ, ეს არგუმენტები ყველა დაინტერესებულ პირს სხვადასხვა საჯარო პლატფორმის მეშვეობით წარვუდგინოთ.
მეოთხე: ჯერ კიდევ 2017 წელს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ცალმხრივი ინიციატივითა და ძალისხმევით, კონსტიტუციაში აისახა 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ ამ პროცესს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განშტოებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
დღესაც სწორედ ეს ადამიანები, ზუსტად იგივე შემადგენლობით, დგანან ქუჩაში და კანონსაწინააღმდეგო დესტრუქციული ნაბიჯებით ცდილობენ, პრობლემა შეუქმნან ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას. ეს ის გუნდია, რომელმაც 2008 წლის მარტში ხალხის გადაწყვეტილების, ანუ რეფერენდუმის შედეგების რევიზია, საპარლამენტო კენჭისყრის გზით, საკუთარი ვიწროპარტიული და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე განახორციელა და მაჟორიტარული კომპონენტი გააძლიერა, კერძოდ - 50 მაჟორიტარული მანდატი 75-მდე გაზარდა, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხოვნობა 75-მდე შეამცირა. ეს ის გუნდია, რომელმაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, საარჩევნო სისტემის ცვლილება განხილვის საგნადაც კი არ აქცია.
მოგვიანებით, ამავე გუნდმა და მისმა ლიდერმა, სააკაშვილმა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დისკუსია ტაბუდადებულ თემადაც კი გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ანტიდემოკრატიული საკონსტიტუციო ცვლილებები იმ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. ექსპერტების თანამონაწილეობით განხორციელდა, რომლებიც დღესაც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურებიან და მის გვერდით დგანან. ამ პოლიტიკურ სუბიექტებს არა აქვთ არავითარი მორალური უფლება, პროპორციულ სისტემაზე დასანანი ვერგადასვლის გამო, „ქართულ ოცნებას“ რაიმე პოლიტიკური ბრალდება წაუყენონ. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტრუქციული მოქმედებებისგან, დაიცვან კანონი და საკუთარი ძალისხმევა დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობისკენ მიმართონ;
მეხუთე: როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს. თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.
ბოლოს: მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.
შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.
გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, - განაცხადა კალაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა. მანამდე კი დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანას სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა შესთავაზა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
ყველა სიახლე
16 აგვისტო 2026, 19:51
სპორტი
საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: უსინათლოთა შორის გამოდიოდნენ (J1): საბა ბაღდავაძე; გიორგი გამჯაშვილი; გიორგი ბერიძე.
16 აგვისტო 2026, 19:41
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე
ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულებებს იხსენებს და ამბობს, რომ „სისხლიან ნაცბანდას პოლიტიკური საქმიანობა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს!“.
16 აგვისტო 2026, 18:23
საზოგადოება
ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.
16 აგვისტო 2026, 18:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა
გიორგი გამსახურდია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და „ნაცმოძრაობას“ ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
16 აგვისტო 2026, 17:55
საზოგადოება
„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა
დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბანაკი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
16 აგვისტო 2026, 17:33
რეგიონი
ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა
მსმენელის წინაშე გიორგი შავლაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფები „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“ წარდგნენ.
16 აგვისტო 2026, 17:30
კულტურა
პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს
პოლონეთის სოფელ კონოტოპში ღვთისმშობლის ქანდაკება აღმართეს, რომლის სიმაღლეც კვარცხლბეკთან ერთად 55,6 მეტრს შეადგენს. ეს ევროპაში ღვთისმშობლის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.
16 აგვისტო 2026, 17:19
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა
სუს-ის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა სისხლის სამართლის ორ საქმეს მოიცავს. პირველი საქმის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე. ისინი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა გასდიოდა, 14500 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, რის შემდეგაც ამავე მოქალაქეს 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაეხმარნენ, კანონის გვერდის ავლით გაეხანგრძლივებინა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
16 აგვისტო 2026, 17:18
მსოფლიო
ირანელი დეპუტატი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს
„შესაძლოა შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, - დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს
გამოცემის ცნობით, მთავარ სამიზნეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები მოხვდა. ბრიტანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე, იაროსლავლის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ვოლგოგრადის ინფრასტრუქტურაზე.
16 აგვისტო 2026, 17:08
მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა დარტყმებს კრივი რიჰში 2 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმის ოლქში.
16 აგვისტო 2026, 17:06
მსოფლიო
ესპანეთის საჰაერო ძალებმა რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდეს
ესპანეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
16 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 16:59
მსოფლიო
ჰავაიზე ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა
ჰავაის ქარიშხალი „ლალა“ დაატყდა თავს. სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
16 აგვისტო 2026, 16:58
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა
აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 16:44
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
16 აგვისტო 2026, 16:42
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს
პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით.
16 აგვისტო 2026, 15:42
პოლიტიკა
გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს
ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ჰო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ, - აცხადებს ექიმი გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
16 აგვისტო 2026, 15:31
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებზე, რომლებიც აფხაზეთში საწვავის შეტანის გამო საქართველოს უკრაინული დრონებით დაბომბვას ითხოვენ: ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები - საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც შიდა პოლიტიკური ბრძოლის სახეობად უნდა აღვიქვათ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს
სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ, - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერთა კომენტარებს სოციალურ ქსელში, რომლებიც საქართველოს მიმართ შესაძლო აგრესიის წახალისებას ცდილობენ.
16 აგვისტო 2026, 15:19
სპორტი
„პსჟ“ დღეს საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ შეებრძოლება
„პსჟ-მ“ ტიტულისთვის ბრძოლის უფლება საფრანგეთის ჩემპიონის რანგში მოიპოვა, „ლანსი“ კი ქვეყნის თასის მფლობელია.


