imedi /  30 ნოემბერი 2019, 10:40 / სანდო წყარო

ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას ხვდებიან

მოლაპარაკებები

სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მხარეები მიმდინარე პოლიტიკური საკითხებს განიხილავენ. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ოპოზიციის არგუმენტებსა და წინადადებებს მოუსმენენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაბრუნებულიყვნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებდა დღემდე დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენ ვფიქრობთ ასევე იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება და შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. დღეს კონკრეტულ შედეგებს არ ველოდებით, თუმცა გავუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

„თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და რაციონალური შეთავაზება, ჩვენ მისი განხილვა შეგვიძლია. ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საკმაოდ ნათელია. ჩვენ არანაირი მოდელის შეთავაზების აუცილებლობა არ გვაქვს. შეგვიძლია შევთავაზოთ, დარჩნენ ქუჩაში - პოლიტიკურად ეს ჩვენთვის უფრო მომგებიანია. თუ ისინი დარჩებიან ქუჩაში, ეს მათთვის ყოველდღიური რეგრესია. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათ უმრავლესობის მხრიდან დათმობაზე წასვლის მოლოდინი არ აქვთ.

„არ ველოდებით, რომ შეხვედრა რამე შედეგს გამოიღებს, თუმცა იმისთვის, რომ შემდეგში მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმა არ დაგვაბრალონ, სწორედ ამიტომ დავესწრებით ამ შეხვედრას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

„აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდეს, მას შემდეგ რაც 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ვერ მოხერხდა. ძალიან გვიხარია, რომ ეს დიალოგი დაიწყო, და მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებების მიღების გზა იქნება. ამ შეხვედრას ესწრებიან ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც, რომლებიც თავის რჩევებს გაუზიარებენ ორივე მხარეს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

11 აპრილი 2021, 11:06

რეგიონი

მდინარე ალგეთი ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვით დათევზიანდა

ველური ბუნების და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.

11 აპრილი 2021, 10:59

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.26%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.50 %.

11 აპრილი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 380 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 5, იმერეთში - 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 121 - აჭარაში.

11 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 408 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

11 აპრილი 2021, 10:53

სამართალი

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 567 ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ 137 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1 287 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 141 ფაქტი გამოვლინდა.

11 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 303, გარდაიცვალა 3 877 პაციენტი.

11 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 707 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი.

11 აპრილი 2021, 10:44

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 71,832 შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 71,832 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2,616 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13,45 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 350,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

11 აპრილი 2021, 10:20

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,855 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,855 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,887,268 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 78,353 ადამიანი გარდაიცვალა.

11 აპრილი 2021, 10:19

COVID19

სამინისტრო: სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია

გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,4%-ს დაუდასტურდა.

11 აპრილი 2021, 10:16

თავდაცვა

43-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის საველე სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ასეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი შემაჯამებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით განხორციელდა.

11 აპრილი 2021, 10:08

რეგიონი

სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო

პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოში მონაწილეობს 6 მყვინთავი - 8 ნავით. წყლის ფსკერს საძიებო სკანერით, ექოლოტით ათვალიერებენ.

11 აპრილი 2021, 09:48

მსოფლიო

თურქეთი უკრაინაში 500 შენობას ააშენებს

თურქეთისა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეცხრე შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში ასობით შენობის აშენებას ითვალისწინებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სააგენტო TOKI 500 სახლს ააშენებს ყირიმელი თათრებისთვის.

11 აპრილი 2021, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 აპრილს ქუთაისში წვიმა და +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +10 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

11 აპრილი 2021, 09:02

მსოფლიო

ჩინეთში, მაღაროში ჩარჩენილ 20-ზე მეტ მუშას ეძებენ

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ფენგუანის დასახლებაში, ქვანახშირის მაღარო დაიტბორა. შედეგად, მიწის ქვეშ 30-მდე ადამიანი აღმოჩნდა. მაშველებმა 29 ადამიანიდან 8-ის ზედაპირზე ამოყვანა შეძლეს, თუმცა 21 მუშა კვლავ დატბორილ მაღაროშია. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამუშაოს რთული რელიეფი ართულებს. მაშველები დატბორილი მაღაროდან წყლის ამოტუმბვასა და ჰაერის მილებით მიწოდებას ცდილობენ.

11 აპრილი 2021, 08:44

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 6 ადამიანი. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6.7 მაგნიტუდას შეადგენდა. ხელისუფლებას ცუნამის საფრთხე არ გამოუცხადებია. ბიძგები 10 აპრილს, 07:00 საათზე დაფიქსირდა.

11 აპრილი 2021, 08:26

მსოფლიო

სენტ-ვინსენტზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, კუნძული ფერფლით დაიფარა. ფოტო - ვიდეო

სენტ-ვინსენტზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, კუნძული ვულკანური ფერფლით დაიფარა. ჰაერის გაუარესების გამო, 4 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ვულკანი 1979 წლის შემდეგ პირველად, 2020 წლის დეკემბერში გააქტიურდა. ამ დროის განმავლობაში, ვულკანური ფერფლი შეინიშნებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ამოიფრქვა და მიმდებარე სოფლებში ფერფლიც უფრო აქტიურად გავრცელდა.

11 აპრილი 2021, 08:09

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 52 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 248 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 248 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 3 798 333 შემთხვევა გამოვლინდა, 33 702 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 301 217 - გამოჯანმრთელდა.

11 აპრილი 2021, 00:55

ტექნოლოგიები

Rolls-Royce მსოფლიოში უდიდესი ავიაძრავის შექმნაზე მუშაობს

კომპანია Rolls-Royce-ის სპეციალისტები, მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაძრავის შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ techcult წერს. ახალი ავიაძრავის სიმძლავრე აქამდე არსებული მოდელებისას 25%-ით გადააჭარბებს. სპეციალისტების პროგნოზით, ეს გამოგონება მსოფლიოში რევოლუციური იქნება და მგზავრთა გადაყვანის მიმართულებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

ანრი ოხანაშვილი

11 აპრილი 2021, 00:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ტვ ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“: მათი მიზანია, ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება, თუმცა, ყოველ ჯერზე ვამხელ სიყალბეში

თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს! წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ ბინძური ცილისწამებისთვის, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რამდენიმე არხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. როგორც უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში წერს, პარტიული მედიები მიზანმიმართულად ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას.