imedi /  03 დეკემბერი 2019, 13:05 / სანდო წყარო

ოპოზიცია „გერმანული მოდელის“ ქართულ მოდიფიკაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის

ოპოზიცია

გაერთიანებული ოპოზიცია „გერმანულ საარჩევნო მოდელზე“ დაყრდნობით შექმნილ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებს, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია „გერმანული მოდელის“ ქართულ მოდიფიკაციას სახალხო დამცველსაც გადაუგზავნის, რომელის მას თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს.

"ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანები, დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს და მივმართავთ თხოვნით, გადასცეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რადგან მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს. ამასთან, ვნახეთ ომბუდსმენის განცხადება, რომ კანონი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში, რათა გადაეგზავნოს ეუთო/ოდირს. ჩვენ მზად ვართ, ეს მოთხოვნაც შევასრულოთ და ხვალ ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადგენლობა, ამ კანონპროექტს პარლამენტში შეიტანს. ჩვენ მზად ვართ, ეუთოსა და ოდირის ყველა შენიშვნა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მანამდე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიმართოს.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა.  მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

26 მაისი 2024, 15:07

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.

26 მაისი 2024, 15:04

რეგიონი

როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს რეგიონებში

საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოქალაქეები შესაძლებლობა ადგილზე ეცნობიან ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საინჟინრო საშუალებებს.

გიორგი ამილახვარი

26 მაისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მჯერა, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თამთა მეგრელიშვილი

26 მაისი 2024, 14:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს და მან ის 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიყენა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ხელისუფლება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

26 მაისი 2024, 14:39

პოლიტიკა

იტალიის ელჩი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებაში.

ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:35

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა

საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში

მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვულოცო ჩვენი მთავარი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და წვლილი შევიტანოთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

26 მაისი 2024, 14:31

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე განიხილებიან

„ერთიანი პლატფორმის შესახებ“ მემორანდუმში ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2024, 14:26

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი საარჩევნო სიის წარდგენა გადადეს

„ქრონიკის“ ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის გეგმამ მცირეოდენო ცვლილებები განიცადა. მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილმა დააანონსოს „ერთობის პლატფორმის“ შექმნა, სადაც საუბარი აღარ იქნება ერთიან საარჩევნო სიაზე და ეს გეგმა გადავადდება.

26 მაისი 2024, 14:13

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეზობელი ქვეყნები ულოცავენ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ.

26 მაისი 2024, 14:10

პოლიტიკა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება.

26 მაისი 2024, 14:04

პოლიტიკა

მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა

მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები.

ირაკლი გოგავა

26 მაისი 2024, 14:02

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: სალომე ზურაბიშვილი ამაყობს იმ ემიგრაციის შვილობით, რომელმაც ჯერ ილია ჭავჭავაძე მოკლა, შემდეგ მთელი ქვეყნის ხაზინა და ეროვნული საგანძური გაიტაცა და ქართველი ხალხი კი ოკუპაციის ჟამს მიატოვა

საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაურის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა წავიკითხე. როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, ეს გამოსვლაც ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული, - წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.

26 მაისი 2024, 14:01

საზოგადოება

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სხვადასხვა უწყებების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური, ბიზნეს წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2024, 13:47

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 1988 წლის 26 მაისი იყო დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ 1918 წლის 26 მაისი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

1988 წლის 26 მაისი იყო დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ 1918 წლის 26 მაისი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში განაცხადა.

26 მაისი 2024, 13:34

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2024, 13:22

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ მივიღებთ კანონებს, რომლებიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება, სანქციების საკითხზე ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, მე სვანი ვარ

ჩვენ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

26 მაისი 2024, 13:19

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო უწყება: გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს. მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა

რუმინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ნინო ფოჩხუა

26 მაისი 2024, 13:10

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: 26 მაისის აღლუმზე ტრიბუნასთან იდგა ქალი, რომელიც უტიფრად აბრალებდა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას იმას, რასაც თავად აკეთებს და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების მონაწილეა

დღეს, 26 მაისის აღლუმზე, ტრიბუნასთან იდგა ქალი, რომელიც უტიფრად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, აბრალებდა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას იმას, რასაც უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, თავად აკეთებს და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების მონაწილეა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას დამოუკიდებლობის დღეზე.

26 მაისი 2024, 13:10

პოლიტიკა

მოლდოვას საელჩო: გილოცავთ 26 მაისს!

საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში გილოცავთ 26 მაისს!, - ამის შესახებ მოლდოვას საელჩოს ფესბუქპოსტშია ნათქვამი.