imedi /  05 დეკემბერი 2019, 12:26 / სანდო წყარო

ლუიზა ვინტონი: ველოდებით რომ პროპორციულზე დაპირება შესრულდება

ლუიზა ვინტონი

ლუიზა ვინტონი

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პირობა გაიცა და "ჩვენ ველოდებით, რომ ეს დაპირება შესრულდება". მისი თქმით, ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო.

თქვა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ყველა პარტიას მისცემს წარმოაჩინოს საკუთარი თავი. "იყო დაპირება, რომ მოხდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება და ჩვენ ველოდებით, რომ ეს პირობა შესრულდება", - განაცხადა ვინტონმა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამის გამო საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე ადამიანმა დატოვა. 

ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. თბილისში პარლამენტის პიკეტირების გამო სამართალდამცველებმა აქცია ორჯერ დაშალეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

ამის პარალელურად განხილვები მიმდინარეობდა უმრავლესობაში. ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა უმრავლესობას სრულად მაჟორიტარული სისტემა შესთავაზეს, რასაც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა. 10-მდე მაჟორიტარმა, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელმაც ინიცირება გაუკეთა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს. ხუნდაძის თქმით, ეს ამერიკული მოდელია და ორპალატიან პარლამენტს გულისხმობს. 

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა.  მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ. 

ყველა სიახლე

30 მაისი 2024, 13:48

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

30 მაისი 2024, 13:47

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 13:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 13:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს, თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ, რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 13:19

მსოფლიო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. ვიდეო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. გერეროს შტატის ქალაქ კოიუკა-დე-ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ერთ-ერთ საკალათბურთო მოედანზე მოკლეს, სადაც ის მხარდამჭერებს ხვდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსს სულ მცირე 15-ჯერ ესროლეს.

მიხეილ სააკაშვილი

30 მაისი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით

ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე

თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგა ხაინდრავა

30 მაისი 2024, 12:45

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: საბაბი იპოვა ორმა მევახშემ ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!

„ონში „ფეა თრიიზის" მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით შეჩერებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. საბაბი იპოვა ორმა მევახშემ - ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!“

კაია კალასი

30 მაისი 2024, 12:40

მსოფლიო

კაია კალასი: მაიდნის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი - ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი იყო უკრაინული მაიდანის დემონსტრაციები - იქ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მოვიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იგივე გზით აირჩია ევროპული კურსი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ შევასრულებთ 9-პუნქტიან გეგმას, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, თუმცა ბურთი მათ მხარეს იქნება

„ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე კომენტირებისას მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე : გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწვლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია სტრასბურგის პრაქტიკასთან

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება დაგმობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი

მან კომენტარი გააკთა ბულინგის ფაქტებზე. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე.

30 მაისი 2024, 12:19

პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს

„რომ შევაჯამოთ, სახეზე გვაქვს მარტივი მოცემულობა - საქართველოს ხელისუფლება დღეს მოქმედებს ხალხის და ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

30 მაისი 2024, 12:16

მსოფლიო

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი: რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება

რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება, - ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და ამაზე არ მახსოვს არავის შეშფოთება

ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ ე.წ აქტივისტებს დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და ამასთან დაკავშირებით მე არ მახსოვს არავის შეშფოთებული რეაქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მოქალაქეებთან უცხო ნომრებიდან შეურაცხმყოფელი ზარების განხორციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, ინცინდენტები იყო შემაშფოთებელი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ

ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" განცხადებაზე, რომ აქციაზე „არაკაცებს სცემდა და არა ახალგაზრდებს“.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:10

პოლიტიკა

კახა კალაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტზე: მსგავსი შემთხვევა ბევრი იქნება და ყველანაირად შეეცდებიან, რომ ასეთი სპეკულაციებით იხელმძღვანელონ

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 12:07

კულტურა

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“ - გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა რეტროსპექტული გამოფენა - „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“. გამოფენა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო, რომელზეც წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული საბავშვო თემაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. საგულისხმოა, რომ საზოგადოებას აქამდე არ ჰქონია ზოგიერთი ნამუშევრის გამოფენებზე ხილვის შესაძლებლობა.

30 მაისი 2024, 12:07

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად გაეცნო.

30 მაისი 2024, 11:59

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ცვლილებებით, უქმდება შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურაზე ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი პირები ირიცხებოდნენ. აკადემიაში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულები არ არიან თავდაცვის სამინისტროს სისტემასა თუ სხვა უწყებაში.