45 წუთის განმავლობაში მეტროს მოძრაობა შეფერხებული იყო

ფოტო: Shutterstock.com
დააახლოებით 45 წუთის განმავლობაში მეტროს მოძრაობა შეფერხებული იყო, - ამის შესახებ imedinews-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
„შეფერხება მეტროს სადგურ „გურამიშვილზე“ იყო და ამიტომ მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად, „ვარკეთილიდან“ „დიდუბემდე“ და „დიდუბიდან“ „ვარკეთილამდე“. ეს არ იყო არც ელექტროსისტემის ხარვეზი და არც მატარებლის დაზიანება. საქმე გვქონდა გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზთან. ამ წუთისთვის ეს ხარვეზი აღმოფხვრილია და მოძრაობა სრულად აღდგა“, - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.
ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2023, 15:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქ თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

01 დეკემბერი 2023, 15:49
თავდაცვა
საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟილვინას ტომკუსმა მოაწერეს ხელი.

01 დეკემბერი 2023, 15:40
სამართალი
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც მამის კუთვნილი „როტვეილერის“ ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულის აივნიდან გადააგდო
საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:32
ეკონომიკა
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:17
სამართალი
პოლიციამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:15
მსოფლიო
შარლ მიშელი: კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ
„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ“

01 დეკემბერი 2023, 15:12
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი ღარიბაშვილისა და მიშელის შეხვედრაზე: პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა მისთვის ის ნაბიჯები, რაც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობზე
ამ ღონისძიების პარალელურად პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის. პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.

01 დეკემბერი 2023, 15:07
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება, რაც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 15:05
პოლიტიკა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ორგანიზაცია MERCY CORPS-ის ალტერნატიული ანგარიში მოისმინა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მოისმინა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის ალტერნატიული ანგარიში თემაზე: გენდერული ძალადობის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საბაზისო კვლევა სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 15:02
საზოგადოება
რობინ დანიგანი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განვითარება და გაუმჯობესება არსებობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ასევე ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განვითარება და გაუმჯობესება არსებობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ასევე ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 14:57
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია - როგორც პრემიერი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული
ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია - როგორც პრემიერი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული 15 დეკემბრისთვის

01 დეკემბერი 2023, 14:45
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

01 დეკემბერი 2023, 14:42
ტექნოლოგიები
Tesla-მ ელექტროპიკაპ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო
კომპანია Tesla-მ ელექტროპიკაპ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. ელექტრომობილის ღირებულება 60 990 დოლარიდან იწყება, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს, როდესაც Cybertruck-ის პრეზენტაცია გაიმართა, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ პიკაპის ფასი დაახლოებით 40 000 დოლარი იქნებოდა.

01 დეკემბერი 2023, 14:41
საზოგადოება
ComCom-ის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს
კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად 31 ხმით აირჩიეს.

01 დეკემბერი 2023, 14:38
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: არც იშლებიან, არც მიდიან და არის ჭაობი. იმედი მაქვს, ან აღმოიფხვრება, ან მთლიან „ნაცმოძრაობას“ აღმოფხვრის ქართველი ხალხი რამენაირად
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გადაწყვიტოს რას აპირებს, რადგან ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციასაც ეხება.

01 დეკემბერი 2023, 14:37
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიზე: როცა ომში ხარ, სჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და შენი საქმე აკეთო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი საქმე მარტო ლაპარაკი არ გგონია
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას აფასებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინულ მხარეს კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგების მიღწევა სურდა და ამ თვალსაზრისით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

01 დეკემბერი 2023, 14:36
საზოგადოება
ნინო ქადაგიძე: ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას - გაძლევთ პირობას, რომ ვერცერთ ეტაპზე სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა
ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ.

01 დეკემბერი 2023, 14:34
მსოფლიო
პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, რომელიც ვლადიმირის ოლქში, ერთ-ერთ კოლონიაში იხდის სასჯელს, სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა.

01 დეკემბერი 2023, 14:30
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობაში“ დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას ითხოვენ, კარგი იქნება თუ ამ ორგანოს სალიკვიდაციო კომისიას დაარქმევენ
„ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი წლის არჩევნებამდე ალბათ მიაღწევს, მაგრამ მისი შედეგი მკვეთრად გაუარესებული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 14:29
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ახლა პრაქტიკულად იმას ვადევნეთ თვალს, როგორ ღაფავს სულს „ნაციონალური მოძრაობა“
ახლა პრაქტიკულად იმას ვადევნეთ თვალს, როგორ ღაფავს სულს „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტი ამ პარტიისთვის ახალი განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა.