imedi /  11 დეკემბერი 2019, 16:36 / სანდო წყარო

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გახდა

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა დაამტკიცა. ამ თანამდებობაზე დიმიტრი ხუნდაძემ აკაკი ზოიძე შეცვალა. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის აკაკი ზოიძემ დატოვა. ამის მიზეზი კი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით მისი და მმართველი გუნდის პოზიციებში არა თანხვედრა იყო. ზოიძე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდიოდა, რასაც "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. 

დიმიტრი ხუნდაძე კი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგება. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

02 მარტი 2021, 23:30

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: წინაპირობით მოლაპარაკებაზე არ მიდიან და ამასაც ფალისიტატორები ძალიან კარგად ხედავენ

როდესაც პასუხისმგებლიანი მომლაპარაკებელი მხარე ხარ, დიალოგი უნდა დაიწყო იმ თემით, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მოხდეს.​ წინაპირობით მოლაპარაკებაზე არავინ მიდის და ამასაც ფალისიტატორები ძალიან კარგად ხედავენ და როდესაც იქნება შეფასებები, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

02 მარტი 2021, 23:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ გვინდა, რომ ოდესმე გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, არის ცალკეული სახელისუფლებო შტოების გამიჯვნა

„ოპოზიცია ითხოვდა პოლიტიკური პარტიისგან პატიმრის გათავისუფლებას. ანუ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმმართველობა წყვეტდა ვინ წავიდოდა ციხეში - არავითარი სასამართლო, არავითარი პროკურატურა. ეს იყო მთავარი, რასაც ისინი აკეთებდნენ და ამის დაბრუნებას ცდილობენ. მეტიც, პირდაპირ და ღიად გვებნებიან, რომ „ჩვენ თუ დავბრუნდებით, ეს ასე იქნება“, - აცხადებს ანალიტიკოსი“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი

02 მარტი 2021, 23:14

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე საზიარო არის უფლება-მოვალეობებებში, მომავალი ყველას ერთად განსჯის

ვიტოვებ იმედს, რომ ამ ორ კვირაში ყველა სწორ დასკვნამდე მივა. ხელისუფალს ევალება ღირსეულად იხელისუფლოს, ხოლო ოპოზიციას - ღირსეული ოპონირება გაუწიოს. პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე საზიარო არის უფლება-მოვალეობებებში, ამ შემთხვევაში მიჯნა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იშლება. მომავალი ყველას ერთად განგვსჯის და არ იქნება ისეთი საზომი, თუ ვინ იყო უფრო მართალი ან უფრო მტყუანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 23:08

მსოფლიო

ჰუმანიტარული დახმარების გარდა, აშშ რუსეთისთვის დახმარების გაწევას წყვეტს

ჰუმანიტარული დახმარების გარდა, აშშ რუსეთისთვის დახმარების გაწევას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

02 მარტი 2021, 22:46

COVID19

GAVI: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, საბოლოო მიწოდება მოლაპარაკებასა და დამატებითი შეთანხმებების შესრულებას ექვემდებარება

ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) ვაქცინების განაწილების საკითხს განმარტავს.

პაატა იმნაძე

02 მარტი 2021, 22:41

COVID19

პაატა იმნაძე: ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ

ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

02 მარტი 2021, 22:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნა შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს, თუ პირბადეებს ვატარებთ

„მე ყოველთვის ვემხრობოდი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას და ვხედავთ, რომ ასეც ხდება. ასევე მუდმივად თავშეკავებისკენ მოვუწოდებდი, როდესაც საუბარი იყო ერთიანი მოხსნის მოთხოვნებზე, რამეთუ ამან შეიძლება უკან დაგვაბრუნოს. ხომ არ გამოიწვევს ახლა მოხსნა შემთხვევების მატებას? მაქვს ცალსახა პასუხი - არ გამოიწვევს თუ პირბადეებს ვატარებთ. ამ შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა ჩვეული ცხოვრებით ვიცხოვროთ. მაქვს ინფორმაცია, რომ რეგიონებში 72%-დან 62%-ზე ჩამოვიდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ პირბადეებზე გადის ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

02 მარტი 2021, 22:09

თავდაცვა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას 74 წელი შეუსრულდებოდა

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - ესაა გურამ გაბესკირიას ყველაზე ცნობილი სიტყვები, რომელიც მან ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თქვა. ასე უპასუხა მან „ბოევიკების“ მოთხოვნას, - „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“. გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

თენგიზ ცერცვაძე

02 მარტი 2021, 22:05

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინების ათვისებაზე გარანტიას გაძლევთ, რომ ოღონდ იყოს და ავითვისებთ უსაფრთხოდ

მე ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობა კლინიკაში მოსული პაციენტის გადარჩენაა, თუმცა, ვაქცინების ათვისებაზე გაძლევთ გარანტიას, რომ ოღონდ იყოს და ავითვისებთ უსაფრთხოდ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

02 მარტი 2021, 22:01

მსოფლიო

აშშ-მა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესდა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესდათ.

covishield ვაქცინა

02 მარტი 2021, 21:47

COVID19

კანადამ ინდური წარმოების ვაქცინა Covishield-ი დაარეგისტრირა

კანადის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაარეგისტრირა ინდური წარმოების ვაქცინა Covishield-ი. ამის შესახებ კანადის მთავრობის ადმინსტრაცია იუწყება.

ვოლვო

02 მარტი 2021, 21:45

ტექნოლოგიები

2030 წლიდან Volvo მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის

ბოლო წლებში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არაერთი სახელმწიფო საწვავზე მომუშავე მანქანებზე უარს ამბობს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2-3- წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.

გორში „ნაციონლური მოძრაობის“ ოფისი

02 მარტი 2021, 21:20

რეგიონი

გორში „ნაციონლური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმისთვის ორი მოქალაქე დააკავეს

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილი ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარს „ქართულ ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ, რომლის მიზანი აქტივისტების დაშინებაა. ისინი აცხადებენ, რომ აღნისნული პირველი შემთხვევა არაა და მას შემდეგ რაც გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის დეპუტატი გახდა, „ნაცმოძრაობაზე“ ზეწოლა გაძლიერდა.

ორსული

02 მარტი 2021, 21:01

COVID19

შვედეთში ქალმა კოვიდინფიცირებული ბავშვი გააჩინა

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალი, რომელიც კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული, მალმიოს საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. ექოსკოპიური კვლევით დადგინდა, რომ ნაყოფს ჟანგბადის უკმარისობის გამო გულისცემა ჰქონდა შესუსტებული, რის გამოც ქალს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

კრისტოფერ რეი

02 მარტი 2021, 20:57

მსოფლიო

FBI-ის დირექტორი: კაპიტოლიუმზე შტურმი შიდა ტერორიზმის აქტი იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ მისი უწყება აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმს ტერორიზმის აქტად განიხილავს. ამის შესახებ კრისტოფერ რეიმ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

02 მარტი 2021, 20:52

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო Facebook-ის გარეკანის ფოტოდ დააყენა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ, Facebook-ის გარეკანის, ე.წ. „ქავერის“ ფოტო განაახლა და საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხურვალეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილი

02 მარტი 2021, 20:50

პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტი: ორბელიანების სასახლეში გამართული გუშინდელი შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

არჩილ თალაკვაძე

02 მარტი 2021, 20:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის ეთიკის საბჭო დასავლეთის საპარლამენტო დემოკრატიას შეესაბამება

„რეგლამენტის ფუნდამენტური რეფორმის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი პირველად, უახლეს ისტორიაში, ქმნის ეთიკის საბჭოს იმ სტანდარტით და ისე, როგორც დასავლეთის საპარლამენტო დემოკრატიაში და საპარლამენტო სისტემებში არის მოცემული. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია მონაწილეობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

02 მარტი 2021, 20:41

ეკონომიკა

დავით მირცხულავა „ნამახვანჰესზე“: ჰიდროგენერაციაზე უარის თქმა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს

„ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა ზაფხულში ყოველთვის ჭარბი იყო საქართველოში ენერგია. ბოლო წლებში, პანდემიამდე, ზაფხულში ენერგიის სიჭარბე აღარ იყო, ისე იყო გაზრდილი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე“, - განაცხადა მირცხულავამ.

02 მარტი 2021, 20:37

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 17 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 343 ადამიანი გარდაიცვალა.