imedi /  12 დეკემბერი 2019, 12:32 / სანდო წყარო

საერთაშორისო გამჭვირვალობა: შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადების თანახმად, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება. 

ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ "საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, არ დასტურდება მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა. კერძოდ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი". 

"დასტურდება თუ არა შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისათვის გაგზავნილი წერილით? - არ დასტურდება, რადგან განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხში პირდაპირ იკითხება, რომ შალვა თადუმაძეს მისთვის დიპლომის ნამდვილობის შესწავლის თხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, ცენტრს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძემ 5-წლიანი სასწავლო კურსი გაიარა? - არ დასტურდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არსებობდა თუ არა 1994-1998 წლებში ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე 5-წლიანი სასწავლო კურსი, ვინაიდან ცენტრი არ ფლობს ამ საკითხზე დოკუმენტურ ინფორმაციას. ამის შესახებ ინფორმაცია არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშია დაცული. საარქივო მასალაში ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც იძებნება, რექტორის მიერ 1997 წლის 2 სექტემბერს დამტკიცებული იურიდიული ფაკულტეტის 1997-1998 სასწავლო წლის გეგმაა, რომლის მიხედვითაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წელს შეადგენდა.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს? - არ დასტურდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცენტრმა ჰუმანიტარული ინსტიტუტის 1998 წლის კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრა, მიუხედავად იმისა, რომ თავად სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა. თუმცა, დამატებითი ინფორმაციის ძიებისას აღმოჩნდა, რომ ასეთი 3 შემთხვევა არსებობს და სამივე შემთხვევაში სტუდენტებმა სწავლა 1993 წელს სხვა სასწავლებლებში დაიწყეს, შემდეგ თადუმაძის სასწავლებელში გადავიდნენ და მასთან ერთად, 1998 წელს დაამთავრეს, მაგრამ თადუმაძისგან განსხვავებით, მათი სწავლის ხანგრძლივობამ მთლიანობაში 5 წელი შეადგინა. დიპლომის ნამდვილობის დადასტურება გულისხმობს სწავლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის ინდივიდუალურ გამოკვლევას, ამდენად, თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა სხვა მაგალითების საფუძველზე ისედაც ვერ დადასტურდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში წარდგენილი არ არის შალვა თადუმაძის დიპლომის მაგისტრთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, იურიდიულმა კომიტეტმა ცენტრს ჰკითხა, უთანაბრდება თუ არა თადუმაძის დიპლომი არანაკლებ მაგისტრის დიპლომს. ცენტრის პასუხში ხაზგასმულია, რომ შალვა თადუმაძეს არც აღნიშნული კითხვით მიუმართავს მათთვის და შესაბამისად, ცენტრს ამის შესახებ არც უმსჯელია. ამის შესახებ არც უმსჯელია.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძეს სასწავლებლის ექსტერნატის წესით დამთავრება შეეძლო?- არ დასტურდება. წერილში მოყვანილია „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (01.08.1997) მუხლები, რომელთა თანახმად, განათლების მიღება შეიძლებოდა ექსტერნატის ფორმით. თუმცა, ამ პასუხში არ არის დაზუსტებული, რომ იმავე კანონის 57-ე მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტების მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დამტკიცებულიყო ექსტერნატის ფორმით სწავლების დებულება, რომელიც, წესით, განათლების სამინისტროს უნდა მიეღო. თუმცა, ოფიციალური მიმოწერის საფუძველზე გავარკვიეთ, რომ მსგავსი დოკუმენტი არც განათლების სამინისტროსა და არც ცენტრს არ მოეპოვებათ და სავარაუდოდ, არც ყოფილა მიღებული.

ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შალვა თადუმაძეს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს. ახლა კენჭი კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. 

კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია. 

ყველა სიახლე

ალექსანდრ სტუბი

26 აგვისტო 2026, 12:18

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.

26 აგვისტო 2026, 12:05

საზოგადოება

28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.

26 აგვისტო 2026, 12:02

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დმიტრო კულება

26 აგვისტო 2026, 11:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 11:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.

26 აგვისტო 2026, 11:15

მსოფლიო

Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 11:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

26 აგვისტო 2026, 11:10

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 11:07

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.

26 აგვისტო 2026, 11:05

საზოგადოება

სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.

26 აგვისტო 2026, 10:56

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

26 აგვისტო 2026, 10:52

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:52

ტექნოლოგიები

მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა

მანამდე გაეროში ადრე განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.

26 აგვისტო 2026, 10:49

სამართალი

პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

26 აგვისტო 2026, 10:47

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

26 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

დიმიტრი პესკოვი

26 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა

მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.

26 აგვისტო 2026, 10:32

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე

ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

სედრაკ ქოჩარიანი

26 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შვილს სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.