imedi /  12 დეკემბერი 2019, 11:58 / სანდო წყარო

ვინ რამდენი ხმა მიიღო უვადო მოსამართლეობის კანდიდატებიდან კომიტეტის სხდომაზე

უზენაესი სასამართლო

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კომიტეტის სხდომაზე იმ კანდიდატების ხმები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, ასე გადანაწილდა:

მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.

კანდიდატები, რომლებიც კომიტეტმა ჩააგდო: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.

 

მანამდე კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, იყო სიტყვიერი დაპისპირება. კომიტეტზე კენჭისყრის პროცედურისთვის ხელის შეშლა ჯერ ეკა ბესელიამ, მოგვიანებით კი რომან გოცირიძემ სცადა. 

ახლა კანდიდატებს კენჭი დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე უნდა უყარონ. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია. 

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 14:09

პოლიტიკა

„ლელო“ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, შარლ მიშელის მედიაციით შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერონ. „ლელო” პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მასში არის გარკვეული საკითხები, რაც უნდა დაზუსტდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ”,- განაცხადა „ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

19 აპრილი 2021, 14:00

საზოგადოება

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ გამწვანების აქცია გამართეს

დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გია ყანჩელის სახელობის, ყოფილ არტოს ბაღში, ისრაელის საელჩოს ინიციატივით, სხვადასხვა სახეობის 15 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გამწვანების აქციაში თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია და ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რან გიდორი მონაწილეობდნენ.

19 აპრილი 2021, 13:59

კულტურა

კონსერვატორია თბილისის მეოთხე საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლებს

კონფერენციის ძირითადი მომხსენებელია პროფესორი კრისტოფერ დინგლი, რომელიც ისაუბრებს მესიანის (ფრანგული) ინტერნაციონალიზმის შესახებ. კონფერენციის შემაჯამებელი „მრგვალი მაგიდა“ კი მიეძღვნება სამუსიკო განათლების პრობლემებს პოსტ-COVID პერიოდში.

დიეგო კოლასი

19 აპრილი 2021, 13:59

პოლიტიკა

დიეგო კოლასი: შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ წინადადებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება დიეგო კოლასმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. „შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს. გასული დღეებისა და საათების განმავლობაში პარტიებმა შეთანხმების მიღწევის პროცესის დასრულებისადმი ინტერესი გამოხატეს. სიმამაცის, თავდაჯერებულობის გამოხატვისა და ერთიანობის ძიების დროა“, - წერს კოლასი.

19 აპრილი 2021, 13:49

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ წაბლანის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „32 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან, ეს არის უმძიმესი დღე ამ კუთხის იტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ეს ადამიანები და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

იაგო ხვიჩია

19 აპრილი 2021, 13:49

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, ამიტომ მის კრიტიკას ვერ დამაცდენინებთ

ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, რის გამოც მადლობლები ვართ. ამიტომ, თქვენ ვერ დამაცდენინებთ ელისაშვილის კრიტიკას, - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტის კითხვას.

სანდრო რაქვიაშვილი

19 აპრილი 2021, 13:47

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: პირველ რიგში პარლამენტში ეროვნული ბანკის რეფორმირების საკითხს დავაყენებთ

პირველი, რასაც მე ვეცდები, რომ დავაყენოთ პარლამენტში, ეროვნული ბანკის რეფორმირების საკითხია, - ამის შესახებ სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „გირჩის“ ორ სხვა წევრთან ერთად მივიდა. მისი თქმით, ისინი პარლამენტს მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს შესთავაზებენ. ამ მხრივ პირველ რიგში ეროვნული ბანკის რეფორმირების საკითხს დააყენებენ.

იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი

19 აპრილი 2021, 13:37

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: პარლამენტი იქნება „გირჩის“ სამეფო - ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის

„ეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმაა. ორი ოფისი გვაქვს, ერთი აქ და მეორე - აგერ, რამდენიმე ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონებში საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ ამის არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი. ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩვენს პლაცდარმს. ეს იქნება „გირჩის“ სამეფო“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

იაგო ხვიჩია

19 აპრილი 2021, 13:34

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში

კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში „გირჩის“ გზის აღსასრულებლად შევიდნენ.

სანდრო რაქვიაშვილი

19 აპრილი 2021, 13:19

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: თუ „ქართული ოცნება“ ჩვენ მიერ წარდგენილ ერთ პუნქტს მაინც დაეთანხმება, კონკრეტული კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ

„ნებისმიერ კანონს, რომელსაც პარლამენტში გაიტანენ და კენჭისყრაზე დააყენებენ, დასჭირდება უამრავი სამუშაო პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან... ესაა პროცესი, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ. თუ „ქართული ოცნება“ ჩვენ მიერ წარდგენილ ერთ პუნქტს მაინც დაეთანხმება და ეს კანონი გავა კენჭისყრაზე, ჩვენ შევალთ და დავაჭერთ ღილაკს, კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. ჯერ უნდა შეიქმნას კანონპროექტი, გავიდეს კენჭისყრაზე და მხოლოდ მას შემდეგ ჩავერთვებით კენჭისყრაში“, - აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე

19 აპრილი 2021, 13:13

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ.

19 აპრილი 2021, 13:12

პოლიტიკა

„გირჩის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

პარტია „გირჩის“ წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ. მათი თქმით, დღეს პარლამენტში მისვლა ტექნიკური ხასიათიაა. მანამდე მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

ალექსეი ნავალნი

19 აპრილი 2021, 13:10

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 13:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რურუაზე: თუ პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ შეწყალების აქტი გამოსცეს, ამასთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებას არ გამოვთქვამთ

„ორი ინსტრუმენტი იყო შემოთავაზებული: ამნისტია, რასაც არ განვიხილავთ და შეწყალება. დოკუმენტზე პოტენციურად ხელმომწერ არცერთ სუბიექტს არ აქვს შეწყალების უფლებამოსილება, ამიტომ ამაზე შეთანხმება გაუგებარი იქნებოდა. თუკი პრეზიდენტი თავად ჩათვლის საჭიროდ, შეწყალების აქტი გამოსცეს, ამასთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებას არ გამოვთქვამთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია თურნავა

19 აპრილი 2021, 13:07

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა

„ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

19 აპრილი 2021, 13:05

მსოფლიო

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება

სირიის სახალხო ასამბლეამ (პარლამენტმა) საპარლამენტო არჩევნები 26 მაისს ჩანიშნა, - ამის შესახებ Anadolu ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. კანდიდატებს განაცხადების წარდგენა დღეიდან 28 აპრილამდე შეუძლიათ.

19 აპრილი 2021, 13:00

საზოგადოება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, ბზის მოჭრაზე კონტროლს ვამკაცრებთ, - ამის შესახებ განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

19 აპრილი 2021, 12:56

COVID19

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა.

19 აპრილი 2021, 12:54

პოლიტიკა

„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

19 აპრილი 2021, 12:44

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 809 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 809 004 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 481 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.