„ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა
ფოტო: Google
დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ განცხადებას „ლიბერალი” ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო.
„ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ „ლიბერალისთვის” გარდამავალი პროცესი რთული აღმოჩნდა. წინა სარედაქციო ჯგუფის წასვლამ მედია სივრცისა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეჭვი და კითხვები გააჩინა. ჩვენ გვესმის, რომ „ლიბერალის” პრინციპულ და სკეპტიკურ მკითხველსა თუ საკითხით დაინტერესებულ პირებს - მათ, ვინც ღელავს რედაქციისა თუ ჟურნალის მდგრად განვითარებაზე - ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდათ. სამწუხაროდ ეს ახალი სარედაქციო გუნდისა და „ლიბერალის” მფლობელის მიმართ უნდობლობაში ითარგმნა.
სირთულეების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა ჟურნალის უწყვეტ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და მუშაობა განვაგრძეთ იმ რწმენით, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მასალა პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს თავისთავად გააქარწყლებდა.
ეტაპობრივად შეიკრიბა რედაქტორთა და ავტორთა ახალი გუნდი. ჩვენი სურვილი „ლიბერალის” სარედაქციო ღერძის გაგრძელება იყო. მოვალეობად მიგვაჩნდა „ლიბერალისთვის” დამახასიათებელი ხარისხისა და უკომპრომისობის შენარჩუნება და იმ ჟურნალისტური პრინციპების დაცვა, რამაც „ლიბერალის” მრავალწლიანი წარმატება და ქართულ მედიასივრცეში მისი უნიკალური ადგილი განაპირობა.
ამავდროულად, საჯარო სივრცეში ახალი და ალტერნატიული ხმების გასაჟღერებლად ვითანამშრომლეთ ახალ ავტორებთან და მკითხველისთვის საინტერესო მასალის შესათავაზებლად გამოვცადეთ რამდენიმე განსხვავებული ფორმატი.
შემოდგომისთვის ჩამოყალიბდა მდგრადი სარედაქციო პროცესი. თანდათან გაიზარდა მკითხველთა რაოდენობა. „ლიბერალის" გარშემო შეიკრიბა თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა ქსელი.
თუმცა, ამავდროულად „ლიბერალი" ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც წლების მანძილზე „ლიბერალის" ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ, გარდამავალ პროცესში ჟურნალთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. აუცილებელი გახდა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება.
„ლიბერალისთვის” მდგრადი საორგანიზაციო მოდელის შესაქმნელად ჩვენ რამდენიმე ფინანსურ და იურიდიულ მოდელს განვიხილავდით. თუკი ფინანსური მდგრადობის პასუხისმგებლობა მთლიანად სარედაქციო (აღმასრულებელ) გუნდს დაეკისრებოდა, საჭიროდ ჩავთვალეთ მფლობელობის შესაბამისი, ხელახალი გადანაწილება, რომ მკაფიო ყოფილიყო პოტენციურ დონორებთან და მკითხველთან ანგარიშვალდებულების პირობები. სამწუხაროდ მფლობელთან შეთანხმება ვერ შედგა. ამის გამო, მოცემულ მომენტში, ლიბერალი წყვეტს ფუნქციონირებას.
ჩვენთვის ბოლო ხუთი თვე ახალი და საინტერესო გამოწვევებით იყო სავსე. ამ პროცესში ჩვენი მთავარი მონაპოვარი სარედაქციო გუნდი და ავტორთა ქსელია, რომელთანაც დიდი იმედი გვაქვს, მომავალში, სხვა პლატფორმაზე, განსხვავებული ფორმატით განვაგრძობთ თანამშრომლობას.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ავტორს, მკითხველს და მხარდამჭერს. ასევე, გვსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ „ლიბერალის” გუნდის იმ წევრების მიმართ ვინც ჟურნალში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი ნდობისა და გამოცდილების გარეშე ისედაც რთული გარდამავალი ეტაპის დაძლევა წარმოუდგენელი იქნებოდა. ბოლოს მადლობა მათ, ვინც თვალს გვადევნება და მხარს გვიჭერდა. წარმატებები „ლიბერალს!”, - წერია განცხადებაში.
„ლიბერალის“ რედაქტორებმა და ჟურნალისტებმა გამოცემა 2019 წლის ივნისში დატოვეს. ამის მიზეზი მფლობელის, შორენა შავერდაშვილის მიერ ახალი სარედაქციო პოლიტიკის დაანონსება გახდა.
„ლიბერალი“ დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა. ჟურნალ „ლიბერალის“ პირველი ნომერი 2009 წლის 20 მაისს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან მგზავრებს მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
26 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.
26 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.
26 აგვისტო 2026, 14:18
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.
26 აგვისტო 2026, 14:13
საზოგადოება
მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს
„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.
26 აგვისტო 2026, 14:00
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
26 აგვისტო 2026, 13:46
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


