ლელა ქებურია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პარლამენტში გარკვეული ნივთიერება მან დაღვარა
ლელა ქებურია
ფოტო: Facebook
„ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ქებურია არ ადასტურებს, რომ სხდომათა დარბაზში ნივთიერება მან დაღვარა, თუმცა ამ ფაქტს არც უარყოფს. მისი თქმით, ის გაჩენილ კითხვებს სათანადო ორგანოების მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უპასუხებს.
„მე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები, ხოლო ასე საჯაროდ, უაპელაციო განმარტებებს, „ქართული ოცნებისა“ აბსოლუტურად არ ვარ ვალდებული ვუპასუხო. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ აქტს, აბსოლუტურად ვიზიარებ“, - განაცხადა ქებურიამ.
მისი თქმით, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი ერთგვარი წარმოდგენა იყო და დარბაზში სითხის დაღვრა იმის ალეგორია უნდა გამხდარიყო, რომ „სისტემა ყარს“.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხა. ამის გამო მან, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების თქმით, დარბაზში სუნი მას შემდეგ დადგა, რაც იქ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია გამოჩნდნენ.
თუმცა, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ იღებს და უმრავლესობის დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ტელეკომპანია „იმედმა" და „მაესტრომ“ კი გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია.
მომხდართან დაკავშირებით Facebook-ზე მოძრაობა „სირცხვილიამ" გაავრცელა განცხადება და სხდომათა დარბაზში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა აიღო.
ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების დაღვრის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭი უნდა უყაროს.
მანამდე იურიდიულმა კომიტეტმა 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს.
კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია.
პლენარული სხდომა 16 საათზე განახლდა.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.
11 ივლისი 2026, 20:00
სპორტი
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი იმართება. LIVE
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი იმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
11 ივლისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.
11 ივლისი 2026, 18:44
სამართალი
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.
11 ივლისი 2026, 18:39
საზოგადოება
ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება
ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.
11 ივლისი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ
ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.
11 ივლისი 2026, 18:14
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს
ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა. გოგავას თქმით, ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს.
11 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის
ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.
11 ივლისი 2026, 17:56
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს
სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა.
11 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჰერჩინსკი კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით. იგი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებს „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა „ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ყველაფერი არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა იყო ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მიღებული დეკლარაცია.
11 ივლისი 2026, 17:40
პოლიტიკა
სასამართლოს განაჩენისა და ვიდეოკადრების მიუხედავად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება ტერორისტული აქტი აქ ყოფილა
სასამართლოს განაჩენისა და ვიდეოკადრების მიუხედავად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ადგილი არ ჰქონია ტერორიზმს, სადაც ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა, ხანძრის გაჩენა.
11 ივლისი 2026, 17:22
რეგიონი
სოფელ ნოსტეში გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - „სააკაძეობა“ გაიმართა
„სააკაძეობა“ წლების განმავლობაში არ ჩატარებულა და მერიის ორგანიზებით გასულ წელს აღდგა. გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
11 ივლისი 2026, 17:19
სპორტი
შალვა გოგოლაძე: მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება, აღიარება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის სპორტული ფორუმების უმაღლეს დონეზე ჩატარება
მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
11 ივლისი 2026, 17:18
საზოგადოება
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისა და მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
11 ივლისი 2026, 16:54
მსოფლიო
მედია: ირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე აშშ საკუთარ პოზიციებს არ შეცვლის
ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში არ შევა, ვიდრე ვაშინგტონი საკუთარ ამჟამინდელ პოზიციებს არ გადახედავს. ინფორმაციას ირანული მედია ირანის მოლაპარაკებების ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 16:34
პოლიტიკა
შარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი „გაპრავება" გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად
კერძოდ, „ტაბულა” წერს, რომ ესტონეთის მოსახლეობის 20 პროცენტს ეთნიკურად რუსები შეადგენენ და პოლიციის მიერ დაჯარიმებული აღნიშნული პირიც რუსულად მოსაუბრე იყო. დეპუტატი მოუწოდებს „ტაბულას” ასე ნუ დაიმცირებენ თავს.
11 ივლისი 2026, 16:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სომხეთი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა - ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება
„გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ევრობიუროკრატებმა ოფიციალური ერევანი მსოფლიო ენერგეტიკული პროექტების დივერსიფიცირების ერთ-ერთ მთავარ რგოლად დაასახელეს.
11 ივლისი 2026, 16:25
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 16:25
მსოფლიო
ტრამპის თქმით, აშშ-ში ინვესტიციები იზრდება - ნამდვილი ეკონომიკური უსაფრთხოება არის ის, რაც წარმოებულია ამერიკაში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდა შეინიშნება.
11 ივლისი 2026, 16:11
სპორტი
19 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენება იმართება
მატჩების ჩვენებამადე ქტივობები ტარდება. იმ თარიღებში კი, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილი სივრცეა.


