imedi /  14 დეკემბერი 2019, 17:25 / სანდო წყარო

გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„აქ ყოველთვის ევროპა იყო და ამას ჩვენი ისტორია ადასტურებს“, - ამ სიტყვებით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ იმართება.

გიორგი გახარიას თქმით, არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროპასთან როგორც დღეს. 

„დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში და ეს ყველაფერი მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ და რაც გვაქვს გასაკეთებელი. ამ ყველაფერს ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად მივაღწიეთ.

ყველას კარგად გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას. უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს, იყოს ასეთ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვება ევროპაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ, ამიტომ თითოეული ჩვენგანის ევროპული გზა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს. ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ტოლერანტობით, რწმენით და ეკლესიით - ჩვენი გზა და ჩვენი საბოლოო გამარჯვება ევროპაშია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, თითოეული ჩვენგანის ევროპული გზა ჩვენს ტრადიციებს უნდა ეყრდნობოდეს და გვახსოვდეს საიდან მოვდივართ. 

„ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან, თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია, საქართველო ევროსაბჭოს წევრია. 

ათასწლეულების წინ, დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა. მაშინ, როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, საქართველოში, კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და  ღირსეული ნაწილი. მაშინ, როდესაც მე-4 საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მას შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპულ, ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სწორედ ამ ფაქტს ეძღვნება სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით მოხატული ტრამვაის გამოჩენა.

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 10:08

რეგიონი

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. დღესასწაული 30-დღიანი მარხვის შემდეგ დგება.

13 მაისი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 278 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,565,704 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,658 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ლაშა ჟვანია

13 მაისი 2021, 09:59

მსოფლიო

ლაშა ჟვანია: ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის

„დღეს არის 3 რეისი. ერთი ახლა სრულდება. სხვათა შორის, ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილია ჩამომსვლელი თვითმფრინავებისთვის, წუხელ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გასაფრენი თვითმფრინავებისთვის არ არის დაკეტილი. საშუალება აქვთ ადამიანებს, რომ შეიძინონ ბილეთები და გამოემგზავრონ. ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის. მძიმე მდგომარეობა კი არის, მაგრამ არ არის იმდენად კატასტროფული და შეუქცევადი, რომ ისრაელმა მიიღოს გადაწყვეტილება განახორციელოს ევაკუაცია“, - განაცხადა ჟვანიამ.

13 მაისი 2021, 09:30

საზოგადოება

თელ-ავივიდან თბილისში გეგმური ავიარეისი შესრულდა

როგორც მგზავრები ჰყვებიან, გამოფრენამდე რაკეტსაწინააღმდეგო გამაფრთხილებელი სიგნალები ჩაირთო, რის გამოც რეისი ნახევარი საათით შეაყოვნეს. თვითმფრინავი ღამის პირველ საათზე უსაფრთხოდ ჩამოფრინდა დანიშნულების ადგილზე. ისრაელიდან ჩამოსული მგზავრები ჟურნალისტებს იქ არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

რან გიდორი

13 მაისი 2021, 09:18

პოლიტიკა

ისრაელის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მადლიერები ვართ ამ რთული კრიზისის დროს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისთვის“, - წერს გიდორი.

ჯუანშერ ბურჭულაძე

13 მაისი 2021, 09:03

თავდაცვა

დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

საუბარი იქნება თავდაცვის უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

პარლამენტი

13 მაისი 2021, 08:45

პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

13 მაისი 2021, 08:35

საზოგადოება

დღეს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სკოლა ბავშვი პირბადე

13 მაისი 2021, 08:25

საზოგადოება

საგანმანათლებლო პროცესი საქართველოში დღეიდან განახლდა

მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი თბილისი

13 მაისი 2021, 08:16

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.

13 მაისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 01:29

COVID19

ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯო ბაიდენი

13 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

13 მაისი 2021, 01:03

ტაბლოიდი

კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს. თევზი შავი შეფერილობისაა და აქვს წვეტიანი კბილები, ასევე ანკესის მსგავსი წარმონაქმნი თავზე, რომელიც ღრმა წყალში სანათის როლს ასრულებს.

13 მაისი 2021, 00:46

მსოფლიო

ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

13 მაისი 2021, 00:41

საზოგადოება

როდის დასრუდება დედაენის ბაღის რეაბილიტაცია

დედა-ენის ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მთელი ტერიტორია - ყველაფერი შეიცვალა, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:29

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება

წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება

13 მაისი 2021, 00:26

მსოფლიო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:19

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: რეაბილიტაცია ჩაუტარდება უნიკალურ აბრეშუმის მუზეუმს, იქმნება ახალი მსხვილი ტურისტული მარშრუტი

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა. „აბრეშუმის მუზეუმის შენობა გახლავთ მე-19 საუკუნის და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად დატბორილი სარდაფები დაგვხვდა. ეს არის უნიკალური შენობა უნიკალური ფაქტებით, სადაც არის ინდუსტრიამდელი პერიოდის იაპონიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ძაფები,

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:59

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძელდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძლდება, რადგან ის არა მხოლოდ დიდია, არამედ უნიკალურია, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.