imedi /  14 დეკემბერი 2019, 17:48 / სანდო წყარო

ივანიშვილი: აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ განაცხადა. 

ივანიშვილის თქმით, საქართველოს თანასწორობის და დემოკრატიის დიდი ისტორია აქვს, ტოლერანტობა კი ერის იდენტობის ნაწილია. 

„ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. ჩვენში “ლეკვი ლომისა” მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად. ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი“, - განაცხადა მან. 

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. 

„დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით - ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროპა პირველ რიგში ზომიერებაა და ოპონენტები ფარისევლობაში დაადანაშაულა.

„დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა - სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან. დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ. მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, "ქართული ოცნება" ვრჩებით2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა

27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სწორედ ამ ფაქტს ეძღვნება სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით მოხატული ტრამვაის გამოჩენა.

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 09:30

საზოგადოება

თელ-ავივიდან თბილისში გეგმური ავიარეისი შესრულდა

როგორც მგზავრები ჰყვებიან, გამოფრენამდე რაკეტსაწინააღმდეგო გამაფრთხილებელი სიგნალები ჩაირთო, რის გამოც რეისი ნახევარი საათით შეაყოვნეს. თვითმფრინავი ღამის პირველ საათზე უსაფრთხოდ ჩამოფრინდა დანიშნულების ადგილზე. ისრაელიდან ჩამოსული მგზავრები ჟურნალისტებს იქ არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

რან გიდორი

13 მაისი 2021, 09:18

პოლიტიკა

ისრაელის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მადლიერები ვართ ამ რთული კრიზისის დროს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისთვის“, - წერს გიდორი.

ჯუანშერ ბურჭულაძე

13 მაისი 2021, 09:03

თავდაცვა

დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

საუბარი იქნება თავდაცვის უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

პარლამენტი

13 მაისი 2021, 08:45

პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

13 მაისი 2021, 08:35

საზოგადოება

დღეს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სკოლა ბავშვი პირბადე

13 მაისი 2021, 08:25

საზოგადოება

საგანმანათლებლო პროცესი საქართველოში დღეიდან განახლდა

მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი თბილისი

13 მაისი 2021, 08:16

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.

13 მაისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 01:29

COVID19

ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯო ბაიდენი

13 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

13 მაისი 2021, 01:03

ტაბლოიდი

კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს. თევზი შავი შეფერილობისაა და აქვს წვეტიანი კბილები, ასევე ანკესის მსგავსი წარმონაქმნი თავზე, რომელიც ღრმა წყალში სანათის როლს ასრულებს.

13 მაისი 2021, 00:46

მსოფლიო

ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

13 მაისი 2021, 00:41

საზოგადოება

როდის დასრუდება დედაენის ბაღის რეაბილიტაცია

დედა-ენის ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მთელი ტერიტორია - ყველაფერი შეიცვალა, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:29

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება

წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება

13 მაისი 2021, 00:26

მსოფლიო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:19

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: რეაბილიტაცია ჩაუტარდება უნიკალურ აბრეშუმის მუზეუმს, იქმნება ახალი მსხვილი ტურისტული მარშრუტი

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა. „აბრეშუმის მუზეუმის შენობა გახლავთ მე-19 საუკუნის და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად დატბორილი სარდაფები დაგვხვდა. ეს არის უნიკალური შენობა უნიკალური ფაქტებით, სადაც არის ინდუსტრიამდელი პერიოდის იაპონიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ძაფები,

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:59

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძელდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძლდება, რადგან ის არა მხოლოდ დიდია, არამედ უნიკალურია, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:57

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ დაეკარგოს

გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ფართის კონსტრუქციული ნაწილი შეიცვალოს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მოსახლეს უნდა ჩაბარდეს ზუსტად იმდენი კვადრატული მეტრი, რაც ეკუთვნის, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ უნდა დაეკარგოს

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:44

საზოგადოება

რას ითვალისწინებს პროექტი „ახალი ტფილისი“

„უშუალოდ გუდიაშვილის მოედანზე რომ გადავიდეთ, მას დედაქალაქის მერის თავადაპირველ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის განვითარებას და ზუსტად აქედან დაიწყო 2018 წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. ამას წინ უძღვოდა კონსერვაცია და შემდგომ მისი პროექტის შემუშავება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

ენტონი ბლინკენი

12 მაისი 2021, 23:40

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.