imedi /  16 დეკემბერი 2019, 12:24 / სანდო წყარო

თბილისის საკრებულოსთან ოცნების დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ

ერეკლე კუხიანიძე

ერეკლე კუხიანიძე

სამოქალაქო მოძრაობა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციას მართავს. ამის მიზეზი კი "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის Facebook-პოსტია, სადაც ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აკრიტიკებს. ერეკლე კუხიანიძე თავა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკატორს უწოდებს.

თბილისის საკრებულოსთან არის მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი, აქციას უერთდება სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალე". ისინი ითხოვენ, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თანამდებობა - საკრებულოში კუხიანიძე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეა. 

ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს საკრებულოს ოპოზიციაც აპროტესტებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მან უნდა დატოვოს თანამდებობა, თუმცა "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ ისინი კუხიანიძის განცხადებების შინაარს არ იზიარებენ, თუმცა განსხვავებული მოსაზრების გამო თანაგუნდელმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს. 

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექსტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განთავსებული ტექსტის განმარტებისას კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“. 

კუხიანიძის განცხადებას იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებიც გამოეხმაურნენ.

სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობამ რადგან შედეგი არ მოგვცა, საჭიროა აუცილებელად უწყებითაშორისი საბჭოს შექმნა“ - ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 13 დეკემბერს, ექიმის პატიმრობაში დატოვების შემდეგ განაცხადა15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ყველა სიახლე

კრის უიტი

07 მაისი 2021, 01:54

COVID19

ინგლისის მთავარი ექიმი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ოდესმე აღმოიფხვრას

ინგლისის მთავარი ექიმის, კრის უიტის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ოდესმე აღმოიფხვრას.

07 მაისი 2021, 01:17

COVID19

IHME: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება

აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) ანალიზის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება.

07 მაისი 2021, 00:49

საზოგადოება

7 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონს 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

07 მაისი 2021, 00:39

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 155 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 155 მილიონს გადააჭარბა.

ენტონი ბლინკენი

07 მაისი 2021, 00:31

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს, მაგრამ თუ რუსეთი უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ

რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს, მაგრამ თუ რუსეთი უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

06 მაისი 2021, 23:45

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: არსებობს პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობისთვის

მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველი დეპუტატები ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 23:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა. 20 ივნისის მძიმე და რთული დღე უნდა გადავფურცლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ლევან იზორია

06 მაისი 2021, 23:30

პოლიტიკა

ლევან იზორია: ჩვენი ამოცანაა ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში

სულ რაღაც ერთ კვირაში მაზარ-ი- შარიფში ჩვენი კონტიგენტი დატოვებს მისიას და გაემგზავრება საქართველოში. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა გასწიეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

ილია II

06 მაისი 2021, 22:53

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აცხადებს პატრიარქი.

06 მაისი 2021, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 219 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 160 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:26

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.

06 მაისი 2021, 22:18

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 304 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

06 მაისი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია

შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.

მამა გიორგი ჩაჩავა

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

მამა გიორგი ჩაჩავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით მამა გიორგი ჩაჩავა აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანია და ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც განსხვავებული ძალის მქონე დასაყრდენ პოლიტიკურ აქტორს რეგიონში

საქართველო ევროკავშირისთვის და განსაკუთრებით გერმანიისთვის, რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით სრულიად ახალი და განსხვავებული მოთამაშე ხდება. საქართველო მთავარი დასაყრდენი ძალაა დემოკრატიის გაძლიერებისთვის რეგიონში, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.